⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.08.2010)
გაუქმებულია:

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 17.05.2007
ძალის დაკარგვა 01.08.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №103
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.10.003.000.744
გამოქვეყნების წყარო სსმ, 70, 18/05/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,626 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.05.2007 მიღება
01.08.2010 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:53.85pt 61.25pt 45.1pt 60.1pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №103 2007 წლის 17 მაისი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ 1. საქართველოში ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განვითარებისა და დაფინანსების ხელშეწყობის მიზნით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 15​1 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდი (რუსთაველის ფონდი) (შემდგომში – ფონდი). 2. დამტკიცდეს ფონდის თანდართული წესდება. 3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია) განახორციელოს ფონდის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი. 4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) უზრუნველყოს ფონდისათვის სათანადო ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. ფონდმა უზრუნველყოს 2008 წლიდან სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის ორგანიზება კონკურსის წესით ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებებით. 6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ფონდის დაფინანსება საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში. 7. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი  ზ. ნოღაიდელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) წესდება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდი (რუსთაველის ფონდი) – (შემდგომში – ფონდი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. ფონდი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით, „სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის შესახებ დებულებისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 19 აპრილის №81 დადგენილებით, საკანონმდებლო, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ წესდებით. 3. ფონდს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საკუთარი საბანკო ანგარიში და ბეჭედი. 4. ფონდის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, უზნაძის ქუჩა №68.     მუხლი 2🔗. ფონდის მიზანი და ამოცანები 1. ფონდის ძირითადი მიზანია დაფინანსების გზით ხელი შეუწყოს საქართველოში ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განვითარებას. 2. ფონდის ამოცანებია: ა) ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შერჩევა დასაფინანსებლად და სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის ორგანიზება კონკურსის წესით; ბ) პროექტების შერჩევა სხვადასხვა სახის გრანტების მოსაპოვებლად; გ) ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განვითარების სფეროში სამეცნიერო ინფორმაციის საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების სამეცნიერო წრეებს შორის გაცვლის, საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა საერთაშორისო პროგრამებში, კონფერენციებსა და შეხვედრებში მონაწილეობის ხელშეწყობა; დ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ე) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისათვის ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განვითარების სფეროში რეკომენდაციის გაწევა; ვ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოლაპარაკებების წარმოება, საქართველოსა და უცხო ქვეყნების იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ხელშეკრულებების დადება; ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.     მუხლი 3🔗. ფონდის მართვა ფონდის მართვის ორგანოები არიან: ა) ფონდის დირექტორი; ბ) ფონდის სამეცნიერო საბჭო.     მუხლი 4🔗. ფონდის დირექტორი 1. ფონდის წარმომადგენლობისათვის უფლებამოსილი პირია და მის საქმიანობას ხელმძღვანელობს ფონდის დირექტორი, რომელსაც 4 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით. 2. ფონდის დირექტორის კანდიდატურის შერჩევა ხორციელდება ღია კონკურსის საფუძველზე. კანდიდატურას არჩევს სამინისტროს მიერ შექმნილი საკონკურსო კომისია. კონკურსის მოწყობის თარიღს, საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გამართვის წესს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი კონკურსამდე სულ მცირე 15 დღით ადრე. შერჩეულ კანდიდატს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. 3. ფონდის დირექტორი: ა) მოქმედებს ფონდის სახელით და სპეციალური უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობებში; ბ) აცხადებს სახელმწიფო სამეცნიერო გრანტებისა და სხვადასხვა სახის გრანტების კონკურსებს, ადგენს საგრანტო კონკურსის გამართვისა და საგრანტო განაცხადების მიღების ვადებს; გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სტიპენდიების, ჰონორარების, პრემიების მინიჭების წესს; დ) ამტკიცებს საგრანტო პროექტის შესრულების შუალედური და საბოლოო ანგარიშის ფორმებს, დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად ექსპერტთა მიერ პროექტების შეფასების წარმოდგენის ფორმასა და შევსების წესს; ე) სამეცნიერო საბჭოს მიერ შესაბამისი უფლების მინიჭების შემთხვევაში შეჩერებული სამეცნიერო საგრანტო პროექტის პირობის შესრულების შემდეგ განაახლებს სამეცნიერო საგრანტო პროექტის დაფინანსებას, ხოლო პირობის შეუსრულებლობის, აგრეთვე პროექტის ხელმძღვანელის ინიციატივის არსებობის შემთხვევაში იწვევს სამეცნიერო საბჭოს პროექტის საგრანტო დაფინანსების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად; ვ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს ფონდის სახსრებსა და რესურსებს; ზ) ფონდის ბიუჯეტის შესაბამისად, სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ფონდის საშტატო ნუსხას, ადგენს ფონდის აპარატის თანამშრომელთა ანაზღაურების ოდენობებსა და პირობებს; თ) საშტატო განრიგით განსაზღვრულ თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს კონკურსის წესით შერჩეულ ფონდის თანამშრომლებს, უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესრულების მიზნით შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მოიწვიოს შტატგა-რეშე პირი; ი) საბჭოს წარუდგენს ფონდის მუშაობისა და ბიუჯეტის შესრულების ყოველწლიურ ანგარიშს; კ) აქვეყნებს ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განვითარების შესახებ მონაცემებს; ლ) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით ნიშნავს დირექტორის მოადგილეს, რომელიც მისი არყოფნის შემთხვევაში ასრულებს დირექტორის მოვალეობას; მ) ანაწილებს სამუშაოს ფონდის თანამშრომელთა შორის; ნ) თავისი კომპეტენიის ფარგლებში დაკისრებულ მოვალეობათა შესასრულებლად ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. ფონდის დირექტორს ვადაზე ადრე უწყდება უფლებამოსილება: ა) პირადი სურვილით; ბ) გარდაცვალების შემთხვევაში; გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლისას; დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების შემთხვევაში; ე) კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში. 5. დირექტორი პასუხისმგებელია ფონდის საქმიანობის კანონიერების, ეფექტიანობისა და მიზანშეწონილობისათვის.     მუხლი 5🔗. ფონდის სამეცნიერო საბჭო 1. ფონდის მართვის ორგანოა სამეცნიერო საბჭო, რომელიც შედგება 15 წევრისაგან. 2. სამეცნიერო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 3 წელი. 3. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის მინიმუმ 2/3 არიან მეცნიერები. 4. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის 1/3 განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კვოტით. 5. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის 1/3 განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვოტით. საჯარო სამართლის იურიდიული პირები – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები საბჭოს წევრობის კანდიდატურებს უგზავნიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), რომელიც შეარ-ჩევს შესაბამის კანდიდატურებს და წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად. საბჭოს წევრი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი. 6. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის 1/3 განისაზღვრება საქართველოს მთავრობის კვოტით, რომელსაც საქართველოს მთავრობას წარუდგენს სამინისტრო. 7. სამინისტროს წარდგინებით სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 8. სამეცნიერო საბჭოს სხდომებს უძღვება საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა საბჭოს წევრთაგან საკუთარი უფლებამოსილების ვადით საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 9. სამეცნიერო საბჭოს ყოველ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება, ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. 10. სამეცნიერო საბჭოს სხდომებს ესწრება ფონდის დირექტორი სათათბირო ხმის უფლებით. 11. სამეცნიერო საბჭო იკრიბება წელიწადში 4-ჯერ მაინც. საბჭოს რიგგარეშე სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს ფონდის დირექტორის, საბჭოს თავმჯდომარის ან სამეცნიერო საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობის წერილობითი განცხადების საფუძველზე განცხადების რეგისტრაციიდან ერთი თვის განმავლობაში.     მუხლი 6🔗. ფონდის სამეცნიერო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა ფონდის სამეცნიერო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) გარდაცვალება; გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლა; დ) სასამართლოს მიერ მისი ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება; ე) დაკისრებულ მოვალეობათა სისტემატური შეუსრულებლობა; ვ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემთხვევები.     მუხლი 7🔗. ფონდის სამეცნიერო საბჭოს ფუნქციები სამეცნიერო საბჭო: ა) ზედამხედველობას უწევს ფონდის საქმიანობას; ბ) ამტკიცებს ფონდის ბიუჯეტსა და მისი შესრულების ანგარიშს; გ) საქართველოს მთავრობას წარუდგენს ფონდის მუშაობის ყოველწლიურ ანგარიშს; დ) ამტკიცებს დასაფინანსებლად შერჩეულ საგრანტო პროექტებს; ე) სამეცნიერო საგრანტო პროექტის ამოცანების შეუსრულებლობის შემთხვევაში იღებს სამეცნიერო საგრანტო პროექტის დაფინანსების შეჩერების ან შეწყვეტის გადაწყვეტილებას. სამეცნიერო საგრანტო პროექტის დაფინანსების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაში მიეთითება ის პირობები, რომელთა შესრულების შემთხვევაში შესაძლებელია დაფინანსების განახლება, ხოლო შეუსრულებლობის შემთხვევაში – პროექტის დაფინანსების შეწყვეტა. სამეცნიერო საგრანტო პროექტის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილებაში სამეცნიერო საბჭო განსაზღვრავს, არის თუ არა დირექტორი უფლებამოსილი კონკრეტული პირობის შესრულების შემთხვევაში საბჭოს თანხმობის გარეშე განაახლოს მისი დაფინანსება.     მუხლი 8🔗. ფონდის სტრუქტურა 1. ფონდის სტრუქტურა ყალიბდება ფონდის ამოცანების, ფუნქციებისა და შესაძლო დაფინანსების შესაბამისად. 2. ფონდის სტრუქტურას განსაზღვრავს და ამტკიცებს ფონდის დირექტორი.     მუხლი 9🔗. ფონდის ფინანსები 1. ფონდის სახსრები იქმნება: ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრებით; ბ) საერთაშორისო საფინანსო-ეკონომიკური ორგანიზაციებისა და სამეცნიერო ფონდების სახსრების მოზიდვით, ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო პროგრამებიდან მიღებული გრანტებით; გ) საქველმოქმედო შემოწირულობებით, ფიზიკური და იურიდიული პირების ნებაყოფლობითი შენატანებით; დ) ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულების შედეგად მიღებული შემოსავლებით; ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ფონდის მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. ფონდის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია. 3. ფონდი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს თავისი საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.     მუხლი 10🔗. ფონდის ქონება ფონდს თავისი უფლებამოსილებების განსახორციელებლად გადაეცემა სახელმწიფო ქონება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 11🔗. ფონდის სახელმწიფო კონტროლი 1. ფონდის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 2. სამინისტროს თანხმობით ფონდი უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი მოქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები ფონდის ქონების თაობაზე, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 4. ფონდს უფლება არა აქვს მიღებული სახელმწიფო ქონება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სარგებლობის უფლებით გადასცეს (კერძოდ, გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს), დააგირაოს, იპოთეკით ან სხვაგვარად დატვირთოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან (მესაკუთ-რესთან) შეუთანხმებლად. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობისა და დაცვისათვის.     მუხლი 12🔗. ფონდის წესდებაში ცვლილების შეტანა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. ფონდის წესდებაში ცვლილების შეტანა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია შეიძლება განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ფონდის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.