„კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თობაზე“

მიღების თარიღი 30.06.2009
ძალაში შესვლა 01.07.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №121
სარეგისტრაციო კოდი 070.030.000.22.027.013.240
გამოქვეყნების წყარო სსმ, 80, 30/06/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,216 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.06.2009 მიღება
01.07.2009 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თობაზე“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:4.5pt; margin-bottom:.0001pt; font-size:13.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} span.CharChar {mso-style-name:" Char Char"; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.satauri, li.satauri, div.satauri {mso-style-name:satauri; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:-9.0pt; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 070.030.000.22.027.013.240 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №121 2009 წლის 30 ივნისი ქ. თბილისი კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თობაზე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 113-ე მუხლის მე-12 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 86-ე პუნქტის 36-ე მუხლისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის ფორმა და აღწერილობა (დანართი №1). 2. დამტკიცდეს კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №2). 3. დამტკიცდეს გამოსაყენებლად უვარგისი სააღსრულებო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის ჩამოწერის აქტი (დანართი №3). 4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკურმა დეპარტამენტმა (ზ. ჩიჩუა) უზრუნველყოს ამ ბრძანებით დამტკიცებული სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამზადებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 5. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივლისიდან. ზ. ადეიშვილი დანართი №1 კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის ფორმა და აღწერილობა 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გასაცემი კერძო სააღსრულებო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობა (შემდგომში – მოწმობა) წარმოადგენს ცარცის 300 გრ/მ2  ქაღალდის გამოყენებით ორმხრივი ბეჭდვით შესრულებულ ღია შინდისფერი ფერის 4 ფორმის ერთფურცლიან მოწმობას. 2. მოწმობის წინა გვერდზე გამოსახულია საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი, წარწერა „საქართველოს იუსტიციის სამინისტრო“, სალიცენზიო მოწმობის დასახელება და გაცემული ლიცენზიის თაობაზე შემდეგი მონაცემები: სალიცენზიო მოწმობის ნომერი, ლიცენზიის გაცემის თარიღი, ლიცენზიის მფლობელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ლიცენზიის მფლობელის სამუშაო ადგილის მისამართი, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ლიცენზიის გამცემი თანამდებობის პირის სახელი, გვარი და ხელმოწერა, ბეჭდის ადგილი. 3. მოწმობის უკანა გვერდზე არ სრულდება არანაირი ჩანაწერი, მის ბოლო მარცხენა კუთხეში დაიტანება მოწმობის ბლანკის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს, დამკვეთის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი, ხოლო მარჯვენა კუთხეში – სალიცენზიო მოწმობის ბლანკის ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6 ციფრი). 4. მოწმობა შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს: ა) რელიეფურ დამცავ ბადეს; ბ) ექსკლუზიურ წყლის ნიშნებს, ხილული და უხილავი ფიბრებით; გ) მოწმობის ბლანკის შუაში უხილავი ფორმით შესრულებულ წარწერას: „საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სალიცენზიო მოწმობა“, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ემბლემას და ექსკლუზიურ ნომერს, რომელიც ულტრაიისფერი გამოსხივების ქვეშ ანათებს; დ) ჭვირნიშანს – სტამბური წესით დამზადებულ პენეტრირებული წყლის ნიშანს.  დანართი №2 კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღ-რიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქარ-თველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით დამტკიცებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ კერძო აღმასრულებელზე გასაცემი სააღსრულებო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის დამზადების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს. 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) სალიცენზიო მოწმობის გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და ამ წესის საფუძველზე. 3. ამ წესში მოცემული ცნებები გამოიყენება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობით.     მუხლი 2🔗. სალიცენზიო მოწმობის დამზადება 1. სალიცენზიო მოწმობის დამზადება წარმოებს სამინისტროს შეკვეთის საფუძველზე. სალიცენზიო მოწმობის ფორმის შეკვეთას სამინისტრო აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში. 2. დამზადებული სალიცენზიო მოწმობების პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანის უფლება აქვს სათანადო მინდობილობით უფლებამოსილ პირს.     მუხლი 3🔗. სალიცენზიო მოწმობის შენახვა 1. სალიცენზიო მოწმობის შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5–მე-7 პუნქტების შესაბამისად. 2. სალიცენზიო მოწმობა უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში. 3. სათავსო, სადაც ინახება სალიცენზიო მოწმობა, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან. 4. სალიცენზიო მოწმობა ინახება მის გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ პასუხის-მგებელ პირთან.     მუხლი 4🔗. სალიცენზიო მოწმობის შევსება 1. სალიცენზიო მოწმობის შევსება წარმოებს სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტში. 2. შევსებული სალიცენზიო მოწმობის შესახებ ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად შეიტანება უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.     მუხლი 5🔗. სალიცენზიო მოწმობის გაცემა 1. სალიცენზიო მოწმობის გაცემა წარმოებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე. 2. სალიცენზიო მოწმობის მესამე პირზე გაცემა შესაძლებელია ლიცენზიის მაძიებლის მიერ გაცემული მინდობილობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში (მინდობილობა რჩება ადგილზე). 3. ლიცენზიის მაძიებელი ან მესამე პირი ხელმოწერით ადასტურებს სალიცენზიო მოწმობის მიღების ფაქტს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში. 4. გაცემული სალიცენზიო მოწმობის დამოწმებული ქსეროასლი ინახება საქმეში ლიცენზიის მაძიებლის მიერ ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილ დოკუმენტებთან ერთად.     მუხლი 6🔗. სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის გაცემა 1. გაცემული სალიცენზიო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, სამინისტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიცემა სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატი. 2. სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის მისაღებად ლიცენზიის მფლობელმა სამინისტროში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი განცხადება, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის მიღების საფუძველი; ბ) სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. 3. გაცემულ დუბლიკატს დაესმება შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი“. სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს. 4. დუბლიკატის გაცემის შესახებ ინფორმაცია შეიტანება უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში, სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში.     მუხლი 7🔗. გამოსაყენებლად უვარგისი სალიცენზიო მოწმობის ჩამოწერა 1. სალიცენზიო მოწმობა გამოსაყენებლად უვარგისად მიიჩნევა: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომების გამო; ბ) სალიცენზიო მოწმობის ფიზიკური დაზიანების გამო. 2. გამოსაყენებლად უვარგისი სალიცენზიო მოწმობა ექვემდებარება ჩამოწერას ჩამოწერის აქტის შესაბამისად. ჩამოწერის აქტში უნდა მიეთითოს გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ბლანკის ნომერი. 3. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დანართი №3 გამოსაყენებლად უვარგისი სააღსრულებო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის ჩამოწერის აქტი                        ქ. თბილისი                   „––––“ „––––––––“                                   „––––“ წ. წინამდებარე აქტით ჩამოწერილია გამოსაყენებლად უვარგისი შემდეგი სალიცენზიო მოწმობა: სალიცენზიო მოწმობის რეკვიზიტები რაოდენობა სალიცენზიო  მოწმობის ბლანკის ნომერი ჩამოწერის საფუძველი  აქტის მიხედვით წარმოდგენილი გამოსაყენებლად უვარგისი სალიცენზიო მოწმობის ჩამოწერას ვადასტურებთ ხელმოწერით: სალიცენზიო მოწმობის გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი                                                              -------------------------------- სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი                                                                            --------------------------------