საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 29.06.2009
ძალის დაკარგვა 01.07.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №272
სარეგისტრაციო კოდი 010.320.030.22.038.013.249
გამოქვეყნების წყარო სსმ, 84, 07/07/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,894 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.06.2009 მიღება
01.07.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
როდიდან (თვე და წელი) როდემდე (თვე და წელი)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; } p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin-top:0in; margin-right:-9.0pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:-9.0pt; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:-9.0pt; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:0in; margin-right:-9.0pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in .75in 9.0pt 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.030.22.038.013.249 საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანება №272 2009 წლის 29 ივნისი �ქ. თბილისი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე �სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ� საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების თანდართული წესი. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დ. შაშკინი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესი ��� მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები ეს წესი შემუშავებულია �სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ� საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში � სამინისტრო), მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის საგამოძიებო დეპარტამენტისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და მის დაქვემდებარებაში არსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებების მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესსა და პირობებს. ��� მუხლი 2🔗. სპეციალური წოდებების კატეგორიები სამინისტროსა და მის სისტემაში სპეციალური წოდებები იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ა) უმცროსი სპეციალური წოდება; ბ) საშუალო სპეციალური წოდება; გ) უფროსი სპეციალური წოდება; დ) უმაღლესი სპეციალური წოდება. ��� მუხლი 3🔗. სპეციალური წოდებები 1. სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და მის დაქვემდებარებაში არსებულ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები: ა) უმცროსი სპეციალური წოდება � რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი; ბ) საშუალო სპეციალური წოდება � უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი; გ) უფროსი სპეციალური წოდება � მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი; დ) უმაღლესი სპეციალური წოდება � გენერალ-მაიორი. 2. სასჯელაღსრულების დაწესებულებების მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა �იუსტიციის�. ��� მუხლი 4🔗. სპეციალური წოდების მინიჭება 1. სპეციალური წოდება ენიჭება მოსამსახურეს, მისი თანამდებობრივი მდგომარეობის, ნამსახურობის წლების, კვალიფიკაციისა და სპეციალური მომზადების, აგრეთვე დამსახურების შესაბამისად. 2. აკრძალულია �სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ� საქართველოს კანონით გაუთვალისწინებელი სპეციალური წოდებების მინიჭება. 3. მოსამსახურეს სპეციალური წოდება მისი არქონის შემთხვევაში მიენიჭება თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად. 4. ყოფილი მოსამსახურე, სამსახურში ხელახალი მიღების შემთხვევაში, აგრძელებს მუშაობას გათავისუფლებამდე მინიჭებული წოდებით. 5. სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს უმცროს, საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი (შემდგომში � მინისტრი), გარდა ამ მუხლის მე-6, და მე-7 პუნქტებით დადგენილი შემთხვევებისა, ხოლო უმაღლეს სპეციალურ წოდებებს � საქართველოს პრეზიდენტი. 6. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოსამსახურეებს მორიგ უმცროს (გარდა სასჯელაღსრულების დაწესებულების მოსამსახურეებისა) და საშუალო სპეციალურ წოდებებს ანიჭებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე. 7. სასჯელაღსრულების დაწესებულების მოსამსახურეებს უმცროს სპეციალურ წოდებას ანიჭებს შესაბამისი სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი. 8. სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და მის დაქვემდებარებაში არსებულ სასჯელაღსრულების დაწესებულებების მოსამსახურეებს რიგითი შემადგენლობის თანამდებობაზე დანიშვნისას სპეციალური წოდება ენიჭებათ მათთვის სამხედრო სამსახურში მინიჭებული წოდების შესაბამისად, ხოლო ამ უკანასკნელის არქონის შემთხვევაში მიენიჭებათ პირველადი სპეციალური წოდება �იუსტიციის რიგითი�. 9. სამხედრო ძალების ოფიცრებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში და მის დაქვემდებარებაში არსებულ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მიღებისა და სამინისტროს მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვისას ენიჭებათ სამხედრო წოდების შესაბამისი სპეციალური წოდება, ხოლო სამხედრო წოდების არქონის შემთხვევაში მიენიჭებათ პირველადი სპეციალური წოდება �იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი�. 10. ბრძანების პროექტებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და მის დაქვემდებარებაში არსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებების მოსამსახურეთათვის საშუალო და უფროსი სპეციალური წოდებების მინიჭების თაობაზე თან ერთვის სპეციალური წოდების მინიჭების ფურცელი � წარდგინება (დანართი №1) შესაბამისი ხელმოწერებით. 11. სპეციალურ წოდებათა მინიჭებისათვის უშუალო უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საკადრო უზრუნველყოფის განყოფილება ავსებს სპეციალურ წარდგინებას (დანართი №1) და წოდების მისანიჭებელი ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე უგზავნის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საკადრო უზრუნველყოფის სამმართველოს. 12. მოხელეს, ვისი მიზეზითაც მოხდება მოსამსახურისათვის მორიგი სპეციალური წოდების უსაფუძვლო შეჩერება ან/და დაგვიანება, დაეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა. 13. სპეციალურ წოდებაზე წარდგენილი მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელმა უნდა აცნობოს სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საკადრო უზრუნველყოფის სამმართველოს. 14. მოსამსახურეს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ან მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, ან/და სამსახურებრივი მოკვლევა მის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ფაქტზე, სპეციალური წოდება არ მიენიჭება დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნამდე, მარეაბილიტირებელ საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან სამსახურებრივი მოკვლევის დასრულებამდე. ��� მუხლი 5🔗. სპეციალურ წოდებათა მინიჭების თანმიმდევრობა 1. სპეციალურ წოდებათა მინიჭება წარმოებს თანმიმდევრობით. 2. მორიგი სპეციალური წოდების მინიჭება წარმოებს შესაბამისი წინა სპეციალური წოდების გათვალისწინებით, წოდებით სამსახურის ვადის გასვლისა და დაკავებული თანმიმდევრობის ზღვრული წოდების მისანიჭებლად წოდებასთან შესაბამისობის შემთხვევაში. 3. მინიჭებული სპეციალური წოდებები მუდმივია, სამსახურის შეწყვეტის შემდეგ სპეციალურ წოდებას ემატება სიტყვა �გადამდგარი�. 4. სამინისტროს და მისი სისტემის მოსამსახურეთათვის თანამდებობათა შესაბამისი ზღვრული სპეციალური წოდებები მტკიცდება მინისტრის მიერ ამ წესის შესაბამისად (დანართები №2, №3, №4). ��� მუხლი 6🔗. სპეციალური წოდების მინიჭებისთვის დადგენილი ვადები 1. მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად დაწესებულია სპეციალური წოდებით სამსახურის შემდეგი ვადები: ა) საშუალო სპეციალური წოდებით სამსახურის: ა.ა) უმცროსი ლეიტენანტი � 1 წელი; ა.ბ) ლეიტენანტი � 2 წელი; ა.გ) უფროსი ლეიტენანტი � 3 წელი; ა.დ) კაპიტანი � 3 წელი; ბ) უფროსი სპეციალური წოდებით სამსახურის: ბ.ა) მაიორი � 4 წელი; ბ.ბ) ვიცე-პოლკოვნიკი � 5 წელი; ბ.გ) პოლკოვნიკი � 5 წელი; 2. უმცროს და უმაღლეს სპეციალურ წოდებათა მისაღებად სამსახურის გავლის ვადა არ განისაზღვრება. 3. სპეციალური წოდებით სამსახურის ვადა აღირიცხება ამ წოდების მინიჭების შესახებ ბრძანების ხელმოწერის დღიდან. ��� მუხლი 7🔗. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება მოსამსახურეს ვადამდე სპეციალური წოდება ენიჭება: ა) ატესტაციის შედეგების მიხედვით; ბ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის. ��� მუხლი 8🔗. სპეციალური წოდების მინიჭება სხვა სახელმწიფო სამსახურიდან გადმოსულ მოსამსახურეთათვის �სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ� საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაწესებულებიდან გადმოსულ მოსამსახურეს, რომელსაც განსხვავებული სპეციალური წოდება აქვს, მიენიჭება შესაბამისი სპეციალური წოდება ნამსახურობის წლების გათვალისწინებით. ��� მუხლი 9🔗. სპეციალური წოდების ჩამორთმევის წესი 1. სპეციალური წოდების ჩამორთმევის, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის, გამოყენების უფლება გააჩნიათ ამ წესის მე-4 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ პირებს. 2. სპეციალური წოდების ჩამორთმევის ვადა განისაზღვრება ერთი წლით. 3. იმ მოსამსახურის მიმართ, რომელსაც ჩამოერთვა სპეციალური წოდება, მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად ვადის ათვლა დაიწყება სპეციალური წოდების ჩამორთმევის ვადის გასვლიდან მეორე დღეს. 4. სპეციალური წოდების ჩამორთმევის თაობაზე დავა განიხილება სასამართლო წესით. ��� მუხლი 10🔗. სპეციალური წოდების მინიჭებაზე კონტროლი�� ნომენკლატურის ფარგლებში სპეციალური წოდების მინიჭების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, სპეციალური წოდებების თანამიმდევრულ და დროულ მინიჭებაზე კონტროლს ახორციელებს სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საკადრო უზრუნველყოფის სამმართველო. ��� მუხლი 11🔗. სოციალური გარანტიები სპეციალური წოდებისათვის გათვალისწინებული ხელფასის დანამატი, სამსახურებრივი და სოციალური უზრუნველყოფის სხვა გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. დანართი №1 თანამდებობით გათვალისწინებული ზღვრული სპეცწოდება ������������� ���������������������-�������������������� საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 200�წ. ���� � ���������� � ����� ბრძანების შესაბამისად წ ა რ დ გ ი ნ ე ბ ა სპეცწოდების����������������������������მისანიჭებლად � ����������������������������������������� (სახელი, გვარი) ����������������������������������������� (დაკავებული თანამდებობა) ����������������������������������������� � დაბადების წელი �������������������� განათლება ����������������������������������� �(როდის და რომელი სასწავლო დაწესებულება დაამთავრა) ����������������������������������������� მინიჭებული წოდება ������������������������������� ����������������������������������������� სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნილია������������������������ სამედიცინო კომისიის ����� ������������������ � სამსახურისთვის ��������������������������������� (დასკვნის ფორმულირება) ვადამდე წოდების მინიჭების საფუძველი���������������������� ����������������������������������������� �����������������������������������-����� ნამსახურობის ნუსხა როდიდან (თვე და წელი) როდემდე (თვე და წელი) თანამდებობის დასახელება, ორგანო, დაწესებულება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე: ����������������������������������� სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე: _______________________ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საკადრო უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი: ��������������������������������������������������� სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საკადრო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი: ______________________________________________ დანართი №2 საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის თანამდებობათა შესაბამისი ზღვრული წოდებები ���������������������������������������������������������������������������������������������������������საგამოძიებო დეპარტამენტი 1. დეპარტამენტის უფროსი � პოლკოვნიკი 2. დეპარტამანტის სამმართველოს უფროსი � ვიცე-პოლკოვნიკი 3. დეპარტამენტის გამომძიებლები � მაიორი 4. დეპარტამენტის სპეციალისტები � უფროსი ლეიტენანტი. �დანართი №3 სასჯელაღსრულების დეპარტამენტი 1. თავმჯდომარე � გენერალ-მაიორი 2. თავმჯდომარის მოადგილე � პოლკოვნიკი 3. თავმჯდომარის თანაშემწე � პოლკოვნიკი 4. სამსახურის უფროსი � პოლკოვნიკი 5. შტაბის უფროსი � პოლკოვნიკი 6. განყოფილების უფროსი � პოლკოვნიკი. 7. საზოგადოებრივი მისაღების უფროსი - ვიცე-პოლკოვნიკი 8. სამორიგეოს უფროსი � პოლკოვნიკი 9. კანცელარიის უფროსი � პოლკოვნიკი 10. მთავარი ინსპექტორი � ვიცე-პოლკოვნიკი 11. საკადრო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი ინსპექტორი - ვიცე-პოლკოვნიკი 12. უფროსი ინსპექტორი � მაიორი 13. ინსპექტორი � კაპიტანი 14. უფროსი მორიგე ინსპექტორი � მაიორი 15. უფროსი სოციალური მუშაკი � მაიორი 16. სოციალური მუშაკი � კაპიტანი 17. უფროსი სპეციალისტი � კაპიტანი 18. სპეციალისტი � კაპიტანი 19. საწყობის გამგე - მაიორი 20. ექიმი � მაიორი 21. ინსპექტორი � ზემდეგი 22. უფროსი მორიგე ინსპექტორის თანაშემწე - ზემდეგი 23. სპეციალისტი � ზემდეგი. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახური 1. სპეციალური დაცვის განყოფილების უფროსი � პოლკოვნიკი 2. ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი � პოლკოვნიკი 3. განყოფილების უფროსი � ვიცე-პოლკოვნიკი 4. განყოფილების უფროსის მოადგილე � მაიორი 5. ასეულის მეთაური � მაიორი 6. ასეულის მეთაურის თანაშემწე �კაპიტანი 7. ოცეულის მეთაური � კაპიტანი 8. ოცეულის მეთაურის მოადგილე � კაპიტანი 9. ოცეულის მეთაურის თანაშემწე � კაპიტანი 10. ყარაულის უფროსი � კაპიტანი 11. ყარაულის უფროსის თანაშემწე � უფროსი ლეიტენანტი 12. საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის ინსპექტორი � კაპიტანი 13. უმცროსი ინსპექტორი � ზემდეგი 14. გუშაგი � ზემდეგი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საბადრაგო სამსახური 1. სამსახურის უფროსი � პოლკოვნიკი 2. შტაბის უფროსი � ვიცე-პოლკოვნიკი 3. განყოფილების უფროსი � ვიცე-პოლკოვნიკი 4. სამორიგეოს უფროსი � მაიორი 5. ოცეულის მეთაური � მაიორი 6. კანცელარიის უფროსი � უფროსი ლეიტენანტი 7. უფროსი ინსპექტორი � მაიორი 8. ინსპექტორი � კაპიტანი 9. მორიგე ინსპექტორი � კაპიტანი 10. მორიგე ინსპექტორის თანაშემწე � ზემდეგი 11. ყარაულის უფროსი � კაპიტანი 12. ყარაულის უფროსის თანაშემწე � ზემდეგი 13. გუშაგი � ზემდეგი 14. კანცელარიის ინსპექტორი � ზემდეგი. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახური 1. სამსახურის უფროსი � პოლკოვნიკი 2. უფროსის მოადგილე � პოლკოვნიკი 3. შტაბის უფროსი � პოლკოვნიკი 4. განყოფილების უფროსი � ვიცე-პოლკოვნიკი 5. განყოფილების უფროსის მოადგილე � მაიორი 6. უფროსი ინსპექტორი � მაიორი 7. ინსპექტორი � კაპიტანი 8. უმცროსი ინსპექტორი � ზემდეგი 9. სპეციალისტი � ზემდეგი 10. მებრძოლი � კაპიტანი 11. მებრძოლი � ზემდეგი 12. ოპერატიული მორიგე ინსპექტორი � კაპიტანი. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური მომზადების სამსახური 1. სამსახურის უფროსი � პოლკოვნიკი 2. სამსახურის უფროსის მოადგილე � ვიცე-პოლკოვნიკი 3. საბრძოლო მომზადების ინსპექტორი � მაიორი. დანართი №4 სასჯელაღსრულების დაწესებულებები 1. დირექტორი � იუსტიციის პოლკოვნიკი 2. დირექტორის პირველი მოადგილე � იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი 3. დირექტორის მოადგილე � იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი 4. განყოფილების უფროსი � იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი 5. კანცელარიის უფროსი � იუსტიციის კაპიტანი 6. უფროსი ინსპექტორი � იუსტიციის მაიორი 7. ინსპექტორი � იუსტიციის კაპიტანი 8. ინსპექტორი � იუსტიციის ლეიტენანტი 9. ინსპექტორი � იუსტიციის ზემდეგი 10. კონტროლიორი � იუსტიციის ზემდეგი 11. ოპერატიული მორიგე ინსპექტორი � იუსტიციის მაიორი 12. ოპერატიული მორიგე ინსპექტორის თანაშემწე � იუსტიციის კაპიტანი 13. სოციალური მუშაკი � იუსტიციის კაპიტანი 14. ფსიქოლოგი � იუსტიციის კაპიტანი 15. ბუღალტერი � იუსტიციის მაიორი 16. არქივარიუსი � იუსტიციის კაპიტანი 17. უფროსი ექიმი � მაიორი 18. ექიმი � იუსტიციის კაპიტანი 19. მთავარი ექიმი � იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი 20. მთავარი ექიმის მოადგილე � იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი 21. განყოფილების უფროსი � იუსტიციის მაიორი 22. მორიგე ქირურგი, ექიმი ლაბორანტი � იუსტიციის კაპიტანი.