⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (20.08.2010)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“

მიღების თარიღი 03.07.2009
ძალის დაკარგვა 20.08.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №123
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.013.253
გამოქვეყნების წყარო სსმ, 82, 03/07/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,639 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.07.2009 მიღება
20.08.2010 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.satauri, li.satauri, div.satauri {mso-style-name:satauri; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.013.253 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №123 2009 წლის 3 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის თანდართული წესი. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 აპრილის №429 ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების შესახებ“. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ზ. ადეიშვილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესი თავი I. ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗 ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.     მუხლი 2🔗 მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით, სამინისტრო უქმნის ახალგაზრდა სპეციალისტებს დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს.     მუხლი 3🔗 ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სტაჟირება – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ამ წესით რეგულირებადი, აუნაზღაურებელი საქმიანობა; ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის სტაჟირებას; გ) კანდიდატი – პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროში შეაქვს განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ.     მუხლი 4🔗 სტაჟიორად მიიღება საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურისათვის დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი უმაღლესი განათლება, სადაც პირმა უნდა გაიაროს სტაჟირება, ან შესაბამისი სპეციალობის დამამთავრებელი კურსის სტუდენტია.     მუხლი 5🔗 სტაჟიორთა რაოდენობას ყოველწლიურად, სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელების მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის გათვალისწინებით, განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). თავი II. სტაჟირების კომისია     მუხლი 6🔗 სტაჟიორთა მიღების და სტაჟირების პროცესზე ზედამხედველობის მიზნით იქმნება საქართველოს იუსტიიციის სამინისტროს სტაჟირების გავლის კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი.     მუხლი 7🔗 1. კომისია შედგება თავმჯდომარის, მოადგილისა და 5 წევრისაგან. 2. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შედიონენ როგორც სამინისტროს თანამშრომლები, ასევე არასამთავრობო და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენ-ლები.     მუხლი 8🔗 1. კომისიის წევრებს შორის უფლება-მოვალეობებს ანაწილებს და კომისიის მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 4. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით. 5. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 6. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. 7. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა. 8. კომისია სტაჟირების პერიოდში: ა) აკონტროლებს სტაჟიორის მუშაობის სპეციფიკას, მის მიერ უმაღლეს სასწავლებელში მიღებული თეორიული ცოდნის გაღრმავებას; ბ) ხელმისაწვდომს ხდის სტაჟიორთათვის კანონმდებლობის სიახლეებს. თავი III. სამდივნო და კონკურსი     მუხლი 9🔗 სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟიორის მიღება წარმოებს კონკურსის წესით.     მუხლი 10🔗 1. სტაჟიორთა კონკურსის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით იქმნება კომისიის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო), რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 2. სამდივნოს ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი, რომელსაც ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე. 3. სამდივნოს ევალება კონკურსის მოსამზადებლად აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა, მათ შორის, კანდიდატთა განცხადებების მიღება, მათი საბუთების შემოწმება და შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიისათვის წარდგენა. 4. სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა სამდივნოში უნდა წარადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) ავტობიოგრაფია; დ) დიპლომის და ნიშნების ფურცლის ასლი (დამამთავრებელი კურსის სტუდენტის შემთხვევაში – ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან); ე) ამონაწერი შრომის წიგნაკიდან, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ვ) რეკომენდაცია; ზ) ორი ფოტოსურათი (3X4). 5. სტაჟიორობის კანდიდატმა კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში სამდივნოს დამატებით უნდა წარუდგინოს: ა) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; ბ) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა. 6. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება და რეგისტრაცია წარმოებს კონკურსის გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში.     მუხლი 11🔗 1. სტაჟიორთა კონკურსი ტარდება გასაუბრების ან/და ტესტირების ფორმით. 2. კონკურსის თემატიკას, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ფუნქციების გათვალისწინებით, ამტკიცებს მინისტრი.     მუხლი 12🔗 1. კონკურსის გამოცხადება ხდება პრესის ან/და სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით. 2. კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) კონკურსის თემატიკას; ბ) სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის დასახელებას, სადაც ცხადდება კონკურსი. 3. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დასაშვებია კონკურსის ჩატარების შესახებ სხვა სახის ინფორმაციის გამოქვეყნებაც. 4. კონკურსი ტარდება გამოცხადებიდან არა უადრეს სამი კვირისა.     მუხლი 13🔗 კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება.     მუხლი 14🔗 1. ჩატარებული კონკურსის შედეგების გათვალისწინებით კომისიის თავმჯდომარე მინისტრს წარუდგენს სტაჟიორობის კანდიდატთა მონაცემებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსი. 2. კომისიის თავმჯდომარის რეკომენდაციის საფუძველზე მინისტრი, განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, ნიშნავს სტაჟიორებს შესაბამის სტრუქტუ-რულ ქვედანაყოფებში. 3. სტაჟიორს სტაჟირების ვადით განესაზღვრება სტაჟირების ხელმძღვანელი. მინისტრი სტაჟირების ხელმძღვანელობას აკისრებს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს, სადაც სტაჟიორი გადის სტაჟირებას. 4. სტაჟირების ხელმძღვანელი უფლებამოსილია სტაჟიორის მოთხოვნის შემთხვევაში მას განუსაზღვროს უშუალო ხელმძღვანელი. თავი IV. სტაჟირების ვადა     მუხლი 15🔗 1. სტაჟირების საერთო ვადა განისაზღვრება 6 თვით. 2. სტაჟიორს, რომელიც სტაჟირების მიმდინარეობის პროცესში ვერ დააკმაყოფილებს სტაჟიორთათვის წაყენებულ მოთხოვნებს, კომისიის დასკვნის საფუძ-ველზე, მინისტრის ბრძანებით, ვადაზე ადრე უწყდება სტაჟირება. 3. სამუშაოზე ხანგრძლივად არყოფნის პერიოდი (ხანგრძლივ ავადმყოფობასთან დაკავშირებით, სამხედრო შეკრებებზე გაწვევა, ორსულობასთან ან მშობიარობასთან დაკავშირებული შვებულება, სასწავლო შვებულება) სტაჟირების ვადაში არ ჩაითვლება.     მუხლი 16🔗 1. სტაჟიორების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს: ა) პირადი განცხადება; ბ) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში სტაჟირების გავლის ადგილას გამოუცხადებლობა; გ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; დ) სტაჟიორის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა; ე) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი გათვალისწინებული სხვა შემთხვევები. 2. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის, გენერალური ინსპექციის ან სტაჟირების ხელმძღვანელის წინადადებით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ და „ე“ ქვეუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში, სტაჟიორი 3 დღის ვადაში სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირს აბარებს იმ მატერიალურ სიკეთეს, რაც მას გადაეცა სტაჟირების გავლასთან დაკავშირებით. თავი V. სამინისტროს მოვალეობები     მუხლი 17🔗 1. სამინისტრო სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად. 2. სტაჟიორის ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს მისცეს მიმართულება და განუსაზღვროს მას შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია. 3. სტაჟიორის ხელმძღვანელი პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მიერ გაწეულ მუშაობას, პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს, კოორდინაციას უწევს სტაჟიორის საქმიანობას. 4. სტაჟიორის ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟირების დაწყებიდან 3 თვის გასვლის შემდეგ მიაწოდოს სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტს.     მუხლი 18🔗 სტაჟირებას კოორდინაციას უწევს სამინისტროს საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი, რომელიც ვალდებულია სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდებიდან 5 დღის ვადაში შეადგინოს დასკვნა სტაჟიორზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით და წარუდგინოს იგი კომისიის თავმჯდომარეს და მინისტრს. თავი VI. სტაჟიორის უფლება-მოვალეობები     მუხლი 19🔗 სტაჟიორს უფლება აქვს ხელმძღვანელის თანხმობით: ა) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ბიბლიოთეკით, ელექტრონული საშუალებებით და სხვა), თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში; გ) გაეცნოს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისა და სამინისტროს მუშაობის სპეციფიკას, კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტასა და სათანადო დოკუმენტების შედგენაში და გამოიყენოს სამინისტროს მოსამსახურეთა კვალიფიციური ცოდნა დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას.     მუხლი 20🔗 1. სტაჟიორი ვალდებულია: ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს სამინისტროსა და სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით; ბ) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ; გ) მუდმივი კონტაქტი იქონიოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებთან. 2. სტაჟიორი ვალდებულია სტაჟირების პერიოდში სტაჟირების ხელმძღვანელის მითითების შემთხვევაში აწარმოოს პირადი მოსწრების დღიური და მასში ასახოს ჩატარებული სამუშაოები თემატიკის ჩვენებით. პირადი მოსწრების დღიური (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სტაჟიორმა სტაჟირების ვადის გასვლის მომენტისათვის უნდა წარუდგინოს სტაჟირების ხელმძღვანელს მის მიერ გაწეული მუშაობის შედეგების შეჯამებისას.     მუხლი 21🔗 1. სტაჟიორი ვალდებულია ყოველდღიურად, საკუთარი ხელმოწერით დააფიქსიროს გამოცხადება, ასევე სამინისტროს ადმინისტრციული შენობის დატოვება საამისოდ გამოყოფილ სპეციალურ ჟურნალში. 2. ხელწერილი სამინისტროს დებულებისა და შინაგანაწესის, ასევე ამ წესის გაცნობის შესახებ თან ერთვის სტაჟიორის პირად საქმეს.     მუხლი 22🔗 სტაჟიორი, სტაჟირების ხელმძღვანელის ან კომისიის თავმჯდომარის რეკომენდაციის საფუძველზე მისი თანხმობის შემთხვევაში, შეიძლება გადაყვანილ იქნეს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში. თავი VII. სტაჟიორთა მიერ სტაჟირების პერიოდში შეძენილი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების შემოწმება     მუხლი 23🔗 1. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ კომისია გონივრულ ვადაში ახდენს სტაჟიორთა შეფასებას გასაუბრების საფუძველზე. 2. გასაუბრებას შეიძლება დაესწროს სტაჟირების ხელმძღვნალი. 3. გასაუბრების შედეგად კომისია დადებითად ან უარყოფითად აფასებს სტაჟირების შედეგებს. 4. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.