,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 2 ივნისის №კ-1/243 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი
010.320.010.22.024.013.265
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №კ-1/495
2009 წლის 2 ივლისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 2 ივნისის №კ-1/243 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 2 ივნისის №კ-1/243 ბრძანებაში (სსმ III, 13.06.2006, №79 მუხ.1032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესი (დანართი 1), სტაჟირებაზე განაცხადის ფორმა (დანართი 2) და სტაჟირების გავლის დამადასტურებელი მოწმობის ფორმა (დანართი 3).“.
2. ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესში (დანართი 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. კანდიდატთან გასაუბრებას ატარებს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (დაწესებულების) ხელმძღვანელი.“;
ბ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სტაჟირების ვადა განისაზღვრება 2-დან 6 თვემდე ვადით.“;
გ) მე-8 მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. სტაჟიორს, სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ, გამოცდის შედეგებისა და სტაჟირების გავლისას განხორციელებული საქმიანობის შესახებ შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან (დაწესებულებიდან) მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ეძლევა სტაჟირების გავლის დამადასტურებელი მოწმობა, დანართი 3-ის შესაბამისად.“;
დ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის, დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია ყოველკვარტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ადმინისტრაციულ დეპარტამენტს მისდამი დაქვემდებარებულ სფეროში სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ.“;
ვ) მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 20
სტაჟირებას კოორდინაციას უწევს სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომელიც ვალდებულია სტაჟირების საკითხებზე 6 თვეში ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია მინისტრს.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჟვანია
დანართი №3
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 2 ივნისის №კ-1/243 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.07.2009.
- როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 2 ივნისის №კ-1/243 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- „,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 2 ივნისის №კ-1/243 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 02.07.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №კ_1/495. სარეგისტრაციო კოდი — 010.320.010.22.024.013.265.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 2 ივნისის №კ-1/243 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 2 ივნისის №კ-1/243 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 2 ივნისის №კ-1/243 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.07.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 2 ივნისის №კ-1/243 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““, №კ_1/495, 02.07.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.024.013.265 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.07.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/84616/