,,ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის განსაზღვრის წესის შესახებ“

მიღების თარიღი 23.05.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №105
სარეგისტრაციო კოდი 390.040.000.10.003.000.746
გამოქვეყნების წყარო სსმ, 75, 29/05/2007
matsne.gov.ge 877 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

,,ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის განსაზღვრის წესის შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt 42.0pt 1.0in 60.0pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №105 2007 წლის 23 მაისი ქ. თბილისი ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის განსაზღვრის წესის შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 67-ე მუხლის 12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს „ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის განსაზღვრის წესის შესახებ“ თანდართული დებულება. 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (დ. ტყეშელაშვილი) გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობისათვის გადაცემულ ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყეკაფების გამოყოფის სამუშაოთა განხორციელება 2007 წლის 30 სექტემბრამდე. 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი     ზ. ნოღაიდელი დებულება ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის განსაზღვრის წესის შესახებ თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. დებულების რეგულირების საგანი ეს დებულება არეგულირებს ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის ფონდის განსაზღვრისა და საზღვრების დადგენასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.     მუხლი 2🔗. დებულების მიზანი დებულების მიზანია: ა) დაადგინოს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებანი ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის ფონდის განსაზღვრის სფეროში; ბ) დაადგინოს ადგილობრივი ტყის ფონდის განსაზღვრის წესი.     მუხლი 3🔗. ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის ფონდი ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის ფონდი არის ტყის ფონდი, რომელიც საკუთრებაში გადაეცემათ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს და რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადგილობრივი მოსახლეობის პირადი მოხმარების მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.     მუხლი 4🔗. ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის ფონდის განსაზღვრის საფუძვლები 1. ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის ფონდის ფორმირება (დაკომპლექტება) ხდება: ა) ყოფილი საკოლმეურნეო ტყეებისა და საბჭოთა მეურნეობების გამგებლობაში არსებული ტყის ფონდის მიწების ტერიტორიებზე; ბ) აუცილებლობის შემთხვევაში, ასევე სახელმწიფო ტყის ფონდის იმ მიწებით, რომლებიც უშუალოდ ესაზღვრება ყოფილი საკოლმეურნეო ტყეებისა და საბჭოთა მეურნეობების გამგებლობაში არსებული ტყის ფონდის მიწებს და მოქცეულია შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის საზღვრებში. 2. ის ყოფილი საკოლმეურნეო ტყეები და საბჭოთა მეურნეობების გამგებლობაში არსებული ტყის ფონდის მიწები, რომლებიც ადმინისტრაციულად მდებარეობენ რამდენიმე თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის ფორმირებისას (დაკომპლექტებისას) ნაწილდება ამ ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრების მიხედვით და მის შესაბამისად. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის ფონდის სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან დაკომპლექტება ხდება მისი სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შემდეგ.     მუხლი 5🔗. ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის ფონდის განსაზღვრის, მისი საზღვრების დადგენისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადაცემასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია და მართვა 1. ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის ფონდის განსაზღვრას, მისი საზღვრების დადგენასა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადაცემასთან დაკავშირებულ საქმიანობას საერთო კოორდინაციას უწევენ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და ეკონომიკური განვითარების სამინისტრო. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკითხთა მომზადების მიზნით სახელმწიფო ფონდიდან მიწის განკარგვის, ასევე სახელმწიფო ტყის ფონდიდან მიწების ამორიცხვისა და სახელმწიფო ტყის ფონდში მიწების ჩარიცხვის თაობაზე რეკომენდაციებს ამზადებს საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისია.     მუხლი 6🔗. ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის ფონდისათვის გადასაცემი ფართობების შერჩევისა და გადაცემის წესი 1. ადგილობრივი ტყის ფონდისათვის გადასაცემი ფართობების შერჩევის მიზნით შესასრულებელ სამუშაოებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. 2. ადგილობრივი ტყის ფონდისათვის გადასაცემი ფართობების შერჩევის მიზნით კომისია: ა) განიხილავს თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემ ფართობებთან დაკავშირებულ ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს დამატებით დაზუსტებულ ინფორმაციას; ბ) განიხილავს გეოინფორმაციულ საგეგმო-კარტოგრაფიულ მასალას, რომელიც დამზადებულია არსებული ბოლო წლების ტყეთმოწყობის, საკადასტრო მასალების, მიწათსარგებლობის გეგმების, აეროფოტო სურათების, ორთო-ფოტო გეგმებისა და ტოპოგრაფიული რუკების საფუძველზე; გ) საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს მოსაზღვრე თვითმმართველი ერთეულის საზღვრებთან დაკავშირებულ ინფორმაციას; დ) განიხილავს ადგილობრივი ტყის ფონდის დელიმიტირებული საზღვრის რუკა-დოკუმენტებს. 3. კომისია ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საკითხებზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო წარუდგენს საქართველოს მთავრობას. 4. საქართველოს მთავრობა დადგენილი წესით ამტკიცებს ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის ფონდისათვის გადასაცემი ფართობების ნუსხას, ადგილმდებარეობასა და რაოდენობას, ადგენს ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის ფონდის მიწების შესაბამისი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადაცემის ვადებს.     მუხლი 7🔗. ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის ფონდის მიწების თვითმმართველი ერთეულებისათვის ჩაბარების წესი 1. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით დამტკიცებული ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის ფონდის მიწების თვითმმართველი ერთეულებისათვის ჩაბარება ხდება ერთობლივად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შესაბამის თვითმმართველი ერთეულების უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. 2. მიღება-ჩაბარების აქტში სხვა მონაცემებთან ერთად აღინიშნება საორიენტაციო საზღვრის სიგრძე. 3. მიღება-ჩაბარების აქტი დგება 4 ეგზემპლარად. თითო ეგზემპლარი ეგზავნებათ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულების აპარატებსა და შესაბამისი თვითმმართველობის ორგანოებს. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გადაცემული ადგილობრივი ტყის ფონდის საზღვრების დადგენა და ნატურაში გადატანა ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.