„ბავშვზე ზრუნვა“ 2009 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 23 მარტის №118/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.013.270
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №234/ნ
2009 წლის 7 ივლისი
ქ. თბილისი
„ბავშვზე ზრუნვა“ 2009 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 23 მარტის №118/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„ბავშვზე ზრუნვა“ 2009 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 23 მარტის №118/ნ ბრძანების (სსმ III, 24.03. 2009 წ., №35, მუხ. 412) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართში (2009 წლის პროგრამა „ბავშვზე ზრუნვა“) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით (ცხრილის შესაბამისად) განსაზღვრული მე-11 ქვეპროგრამის დაწესებულებათა ხელშეწყო ბ ის კომპონენტს და მე-12 ქვეპროგრამას განახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტი და ადმინისტრაციული დეპარტამენტი.“.
2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით (ცხრილის შესაბამისად) განსაზღვრული მე-11 ქვეპროგრამას (გარდა დაწესებულებათა ხელშეწყო ბ ის კომპონენტისა) განახორციელებს ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებები და დღის ცენტრები (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები).“.
3. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:
„კ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო, ყოველთიურად აწვდის ვაუჩერის მიმღებ პირთა სიას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას „ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს“, რომელიც უზრუნველყო ფ ს ვაუჩერით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსებას მიწოდებული სიისა და წარდგენილი ვაუჩერის მიხედვით.“.
4. მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ბენეფიციართა სააღმზრდელო მომსახურება მინიმუმ სამჯერადი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი, აღნიშნული არ ვრცელდება სსიპ – ქ. თბილისის 198-ე სკოლაზე, რომელიც ახორციელებს მხოლოდ დღის მომსახურებას, მინიმუმ ორჯერადი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი“.
5. მე-20 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ქვეპროგრამის განხორციელების შედეგად ბენეფიციარები სპეციალურ საგანმანთლებლო დაწესებულებებში უზრუნველყოფილნი იქნებიან სრული სახელმწიფო სადღეღამისო ან დღის მომსახურებით, სადაც ინდივიდუალური საჭიროებების, ასაკისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით მოხდება მათ განვითარებაზე ზრუნვა.“.
6. 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
7. 22-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწინებულია 8 222 120 ლარი, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
| ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების ხელშეწყობის ქვეპროგრამა | ხარჯები (ლარებში) |
| დაწესებულებათა ხელშეწყოფის კომპონენტი | 1,087,108 |
| სსიპ – თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი | 791,070 |
| სსიპ – მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლი | 232,427 |
| სსიპ – კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | 287,495 |
| სსიპ – სენაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | 324,621 |
| სსიპ – საგურამოს ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | 166,991 |
| სსიპ – წალენჯიხის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | 220,492 |
| სსიპ – ტაშისკარის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | 176,890 |
| სსიპ – სალხინოს ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | 149,797 |
| სსიპ – თბილისის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | 412,507 |
| სსიპ – ასპინძის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | 240,940 |
| სსიპ – ბათუმის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | 263,204 |
| სსიპ – სურამის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | 188,240 |
| სსიპ – რუსთავის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | 160,587 |
| სსიპ – თელავის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | 291,699 |
| სსიპ – ზუგდიდის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | 194,350 |
| სსიპ – კოჯრის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | 396,468 |
| სსიპ – დუშეთის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | 257,167 |
| სსიპ – მესტიის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | 230,194 |
| სსიპ – ლაგოდეხის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | 261,220 |
| სსიპ – ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება „მომავლის სახლი” | 324,710 |
| სსიპ – ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება „სათნოება” | 170,030 |
| სსიპ – ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება „ლამპიონი” | 165,951 |
| სსიპ – წყნეთის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | 442,190 |
| სსიპ – ქუთაისის ცერებრული დამბლით დაავადებულ ბავშვთა დღის ცენტრი | 111,511 |
| სსიპ – ახმეტის ბავშვთა დღის ცენტრი | 93,451 |
| სსიპ – ეწერის ბავშვთა დღის ცენტრი | 90,970 |
| სსიპ – ახალგორის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | 170,640 |
| სსიპ – მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპეციალიზებული დაწესებულება | 319,200 |
.“
8. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:
„61. დღის ცენტრის ტიპის მომსახურების შემთხვევაში, ბენეფიციარის განთავსებაზე, განთავსების ვადაზე და მომსახურების შეწყვეტაზე გადაწყვეტილებას სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე იღებს რეგიონული საბჭო. „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ იმ ოჯახების წევრ ბავშვებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, აგრეთვე რეინტეგრირებულ და შშმ ბავშვებს ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად, ხოლო იმ ოჯახების წევრ ბავშვებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 70 001-დან 100 001-მდე, ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ 80 პროცენტით ანუ დღეში 4 ლარი.“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. კვიტაშვილი