,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.013.277
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №132
2009 წლის 14 ივლისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებით (სსმ III, 2006წ., №13, მუხ. 156) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი3“ ქვეპუნქტი:
„ი3) კანონმდებლობით დადგენილი წესით, უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად განკუთვნილი, საქართველოში გაცემული დოკუმენტების გაფორმება – ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება;“.
2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გლდანის, დიდუბე-ჩუღურეთის, ვაკის, ისნის, მთაწმინდა-კრწანისის, ნაძალადევის, საბურთალოს, სამგორის, ამბროლაურის, ახალქალაქის, ბოლნისის, ზუგდიდის, თელავის, მარნეულის, მცხეთის, ნინოწმინდის, ოზურგეთის, რუსთავის, ახალციხის, გორის, ქუთაისის, ბათუმის, ჭიათურის სამსახურები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა „ი3“ ქვეპუნქტისა) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“.
3. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 23 პუნქტი:
„23. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბათუმისა და ქუთაისის სამსახურები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი3“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 25 სექტემბრიდან.
ზ. ადეიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 14.07.2009.
- როდის იქნა მიღებული „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე““?
- „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 14.07.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №132. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.22.027.013.277.
- სად არის „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.07.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე““, №132, 14.07.2009, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.013.277 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.07.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/84676/