,,აპოსტილისა და ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალების წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე“

მიღების თარიღი 14.07.2009
ძალაში შესვლა 15.07.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №134
სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.22.027.013.279
გამოქვეყნების წყარო სსმ, 86, 14/07/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 725 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.07.2009 მიღება
15.07.2009 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

,,აპოსტილისა და ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალების წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.satauri, li.satauri, div.satauri {mso-style-name:satauri; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.22.027.013.279 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №134 2009 წლის 14 ივლისი ქ. თბილისი აპოსტილისა და ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალების წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე ,,დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №404 ბრძანებულების მე-13 მუხლისა და ,,დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულების მე-15 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს აპოსტილისა და ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალების წარმოებისა და შენახვის თანდართული წესი. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 11 მაისის №131 ბრძანება ,,აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე“. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 15 ივლისიდან. ზ. ადეიშვილი აპოსტილისა და ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესი     მუხლი 1🔗 ეს წესი არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად განკუთვნილი, საქართველოში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისა და ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალების წარმოებისა და შენახვის წესს.     მუხლი 2🔗 1. დოკუმენტის ლეგალიზაციისა ან აპოსტილით დამოწმების ფაქტი რეგისტრირდება აპოსტილისა და ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალებში. 2. აპოსტილისა და ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალები (შემდგომში – სარეგისტრაციო ჟურნალები) იწარმოება ელექტრონული ან მატერიალური ფორმით და მათში შეიტანება შემდეგი მონაცემები: ა) რიგითი ნომერი, რომელსაც პასუხობს ლეგალიზაციის/აპოსტილის შტამპი; ბ) ლეგალიზაციის განმახორციელებელი/აპოსტილის შემსრულებელი ორგანოს დასახელება და ლეგალიზაციის განხორციელების/აპოსტილის დასმის თარიღი; გ) ლეგალიზებულ/აპოსტილით დამოწმებულ დოკუმენტზე ხელმომწერი პირის ვინაობა და თანამდებობა. 3. სარეგისტრაციო ელექტრონულ ჟურნალში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გარდა შეიტანება აპოსტილით დამოწმებულ ან ლეგალიზებულ დოკუმენტზე არსებული ბეჭდის ან ხელმოწერის ციფრული გამოსახულება. 4. სარეგისტრაციო ელექტრონულ ჟურნალში მიეთითება დოკუმენტის ლეგალიზაციის ან აპოსტი-ლით დამოწმების უნიკალური ნომერი, რომლის გენერირება ხდება სპეციალური პროგრამის მეშვეობით. სარეგისტრაციო მატერიალურ ჟურნალში დოკუმენტის ლეგალიზაცია ან აპოსტილით დამოწმება ინომრება უწყვეტი ნუმერაციით. ნუმერაცია იწყება ერთიდან, ხოლო ყოველი წლის დასაწყისში ნუმერაცია იწყება თავიდან. ნუმერაციაში შეცდომის დაშვების შემთხვევაში შეცდომის შესახებ უნდა აღინიშნოს გრაფაში „შენიშვნებისათვის“. 5. სარეგისტრაციო ჟურნალებში ჩანაწერი კეთდება დოკუმენტის ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, მასზე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერისთანავე. 6. სარეგისტრაციო ჟურნალებში ჩანაწერს ასრულებს სააგენტოს აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი. დაუშვებელია სარეგისტრაციო ჟურნალებში ჩანაწერის გაკეთება ფანქრით. 7. ჩანაწერის გაკეთებისას შეცდომის დაშვების შემთხვევაში, შესწორების შეტანის შესახებ უნდა აღინიშნოს გრაფაში „შენიშვნებისათვის“ და დამოწმდეს შესწორების შემტანი პირის მიერ.     მუხლი 3🔗 1. დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამმართველო ვალდებულია გასცეს ინფორმაცია, შეესაბამება თუ არა დოკუმენტზე ლეგალიზაციისა და აპოსტილის შტამპში აღნიშნული მონაცემები სარეგისტრაციო ჟურნალებში არსებულ მონაცემებს. 2. აპოსტილის სარეგისტრაციო ელექტრონული ჟურნალის მონაცემები ხელმისაწვდომია აგრეთვე სააგენტოს ელექტრონული გვერდის მეშვეობით.     მუხლი 4🔗 1. სარეგისტრაციო მატერიალური ჟურნალები უნდა იყოს აკინძული, დანომრილი, პასუხისმგებელი თანამდებობის პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული. 2. მატერიალური სარეგისტრაციო ჟურნალები უნდა ინახებოდეს იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული მისი მთლიანობის დარღვევა ან დაკარგვა. 3. ელექტრონული სარეგისტრაციო ჟურნალის გამართული წარმოება, მონაცემთა ავთენტიკურობა, უსაფრთხოება და არასანქცირებული წვდომისაგან დაცვა უზრუნველყოფილი უნდა იყოს სათანადო პროგრამული მხარდაჭერით. 4. აპოსტილისა და ლეგალიზაციის ბეჭედი, შტამპები და სარეგისტრაციო ჟურნალები ინახება აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამმართველოს უფროსთან სამუშაო ადგილზე, სათანადოდ დაცულ ადგილას. 5. აპოსტილისა და ლეგალიზაციის შტამპების, ბეჭდის გამოყენებასა და სარეგისტრაციო ჟურნალების წარმოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამმართველოს უფროსს.