1. მიმწოდებელი ვალდებულია იქონიოს ოფიციალური ვებგვერდი და მოახდინოს მისი განახლება ამ წესებში მოცემული პირობების შესაბამისად.
2. მიმწოდებელი ვალდებულია ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე (მათ შორის, ოფიციალურ ვებგვერდზე) განათავსოს (გამოაცხადოს):
ა) საცალო მომხმარებლისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის მოცულობების, ასევე მისი ფასისა და თავისუფალი (ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი) მოცულობების შესახებ ინფორმაცია (კომისიის მიერ შემუშავებული ფორმის შესაბამისად);
ბ) ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ტიპური ხელშეკრულებები მომსახურების სხვადასხვა პირობებისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების ფასის მითითებით (მათ შორის, ამ წესების დანართი 1-ით დამტკიცებული ,,ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება).
3. საცალო მომხმარებელზე მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:
ა) საცალო მომხმარებელზე მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის მოცულობებს;
ბ) მოხმარებული ბუნებრივი გაზის შეთავაზებულ ფასს მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით (ერთ კუბურ მეტრზე/ლარებში);
4. საცალო მომხმარებელზე მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის შესახებ ინფორმაციის ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე (მათ შორის, ოფიციალურ ვებგვერდზე) განთავსება, ასევე წარმოადგენს მიმწოდებლის შეთავაზებას (ოფერტს) ბუნებრივი გაზის შეთავაზებული ფასით მომხმარებელთათვის ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების დანართი 1-ით დამტკიცებული პირობებით გაფორმებაზ