,,დიპლომატიური რანგის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №99 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.040.040.22.030.013.290
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №142
2009 წლის 10 ივლისი
ქ. თბილისი
,,დიპლომატიური რანგის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №99 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,დიპლომატიური რანგის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №99 ბრძანებით (სსმ III, 23.05.2008, №75, მუხ. 814) დამტკიცებული დიპლომატიური რანგის მინიჭების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება და დამატებები:
ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. დიპლომატიური თანამდებობის პირებს, აგრეთვე დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში მყოფ პირებს დაკავებული თანამდებობის, ნამსახურები წლების, პროფესიული მომზადებისა და დამსახურების შესაბამისად ენიჭებათ დიპლომატიური რანგები.“.
ბ) მე-4 მუხლს დაემატოს:
ბ.ა) 61 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,61. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რანგების მინიჭებისათვის დადგენილი ვადის ათვლა უნდა განხორციელდეს ბოლო დიპლომატიური რანგის მინიჭებიდან.“;
ბ.ბ) 81 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,81. სამინისტროს სისტემაში დიპლომატიური თანამდებობის პირის უფრო მაღალი კატეგორიის თანამდებობაზე გადაყვანისას მოსამსახურეს მიენიჭება შესაბამისი დიპლომატიური რანგი ნამსახურები წლებისა და დაკავებული თანამდებობის გათვალისწინებით.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ვაშაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,დიპლომატიური რანგის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №99 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 10.07.2009.
- როდის იქნა მიღებული „,,დიპლომატიური რანგის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №99 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““?
- „,,დიპლომატიური რანგის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №99 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 10.07.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №142. სარეგისტრაციო კოდი — 480.040.040.22.030.013.290.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,დიპლომატიური რანგის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №99 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,დიპლომატიური რანგის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №99 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.07.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,დიპლომატიური რანგის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №99 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““, №142, 10.07.2009, სარეგისტრაციო კოდი 480.040.040.22.030.013.290 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.07.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/84748/