„სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმების უფლებისა და შესაბამისი განათლების მქონე სამედიცინო პერსონალის ნუსხის დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 16.07.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №244/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.013.291
გამოქვეყნების წყარო სსმ, 88, 20/07/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,922 სიტყვა · ~10 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (15)
სასწავლო დაწესებულების ტიპი, ფაკულტეტი
1. უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი – სამკურნალო, პედიატრიული და სამხედრო ექიმის ან/და მედიცინის ფაკულტეტი
ე) მედიცინის დოქტორი ყველა პროფილური სამეცნიერო და აკადემიური თანამდებობა – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი – სტომატოლოგიის ფაკულტეტი
დ) მედიცინის დოქტორი სტომატოლოგიაში ყველა პროფილური სამეცნიერო და აკადემიური თანამდებობა – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი – საზოგადოებრივი ჯანდაცვის/ პროფილაქტიკური მედიცინის ფაკულტეტი
4. უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი – სამედიცინო ბიოლოგიის ფაკულტეტი
ბ) სერტიფიცირებული ლაბორატორიული მედიცინის ექიმი ბ.ა) სამედიცინო პროფილის დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ექიმი ლაბორანტი (ყველა თანამდებობა);   ბ.ბ) ყველა პროფილური სამეცნიერო და პედაგოგიური თანამდებობა – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5. უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი – ფსიქოთერაპიისა და ფსიქოსომატური მედიცინის ფაკულტეტი
ბ) სერტიფიცირებული ექიმი ფსიქოთერაპევტი ბ.ა) სამედიცინო დაწესებულების ექიმი ფსიქოთერაპევტი (ყველა თანამდებობა);   ბ.ბ) ყველა სამეცნიერო და პედაგოგიური თანამდებობა – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
6. უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი – ფარმაციის ფაკულტეტი
7. უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი – ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი
8. უმაღლესი არასამედიცინო განათლება – ბიოლოგიური და ბიოქიმიური სპეციალობები
9. უმაღლესი არასამედიცინო განათლება – სამკურნალო ფიზიკური კულტურისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი
10. საშუალო სამედიცინო სასწავლებელი (2009-2010 სასწავლო წლამდე)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმების უფლებისა და შესაბამისი განათლების მქონე სამედიცინო პერსონალის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.satauri, li.satauri, div.satauri { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-weight:bold;} p.tarigi, li.tarigi, div.tarigi { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; layout-grid-mode:line;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in .5in 35.95pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.013.291 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრის ბრძანება №244/ნ 2009 წლის 16 ივლისი ქ. თბილისი სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმების უფლებისა და შესაბამისი განათლების მქონე სამედიცინო პერსონალის ნუსხის დამტკიცების შესახებ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს სამედიცინო დაწესებულებაში დასაქ­მე­ბის უფლებისა და შესაბამისი განათლების მქონე სამედიცინო პერსონალის თანდართული ნუსხა. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამედიცინო დაწე­სებულებებში დასაქმების უფლებისა და შესაბამისი განათლების მქონე სამედიცინო პერსონალის ნუსხის დამტკი­ცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთე­ლობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 26 ივლისის 173/ნ ბრძანება (სსმ III, 2004 წ., №80, მუხ.719). 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. კვიტაშვილი   დანართი სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმების უფლებისა და შესაბამისი განათლების მქონე სამედიცინო პერსონალის ნუსხა № სასწავლო დაწესებულების ტიპი, ფაკულტეტი მინიჭებული კვალიფიკაცია (სერტიფიკატი/დიპლომი) სამედიცინო დაწესებულებაში არსებული თანამდებობა, რომელიც შეიძლება დაკავებულ იქნეს არსებული კვალიფიკაციის საფუძველზე შენიშვნა 1. უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი – სამკურნალო, პედიატრიული და სამხედრო ექიმის ან/და მედიცინის ფაკულტეტი ა) სერტიფიცირებული ზოგადი პროფილის ექიმი მკურნალი/ექიმი პედიატრი/ სამხედრო ექიმი (2002 წლის ჩათვლით კურსდამთავრებულთათვის) ა.ა) მრავალპროფილიანი სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების მიმღები განყოფილების ექიმი; ა.ბ) სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის არასპეციალიზებული ბრიგადის ექიმი (სპეციალიზაციის კურსის გავლის შემდეგ); ა.გ) პირველადი ჯანდაცვის ექიმი; ა.დ) სამედიცინო დაწესებულების უმცროსი ექიმი; ა.ე) ყველა სამეცნიერო და პედაგოგიური თანამდებობა მედიცინის თეორიულ დარგებში – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ბ) სერტიფიცირებული ექიმი ბ.ა) სამედიცინო დაწესებულების ექიმი-სპეციალისტი (ყველა თანამდებობა) სერტიფიკატით განსაზღვრულ სპეციალობაში; ბ.ბ) სამედიცინო (მ.შ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის) დაწესებულებებში ეპიდემიოლოგიისა და პრევენციული მედიცინის დარგების სპეციალისტის თანამდებობა გადამზადების შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ; ბ.გ) ყველა სამეცნიერო და პედაგოგიური თანამდებობა – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. გ) სერტიფიცირებული ექიმი-სპეციალისტი, გარდა შემდეგი საექიმო სპეციალობებისა: ფსიქიატრია, ფსიქოთერაპია, ბავშვთა ფსიქოთერაპია, ნარკოლოგია, სექსოლოგია, ლაბორატორიული მედიცინა, პათოლოგიური ანატომია-კლინიკური პათოლოგია, სასამართლო მედიცინა, რადიოლოგია (შესაბამისი მომ იჯნავე სპეციალობებით), სამედიცინო რეაბილიტაცია და სპორტის მედიცინა, კლინიკური ფარმაკოლოგია, ფიზიკური მედიცინა-კურორტოლოგია, სამედიცინო გენეტიკა, ჰომეოპათია. გ.ა) სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის არასპეციალიზებული ბრიგადის ექიმი (სპეციალიზაციის კურსის გავლის შემდეგ); გ.ბ) პირველადი ჯანდაცვის ექიმი სოფლად. პირველადი ჯანდაცვის ექიმი სოფლად – „მაღალმთი -ანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტუ -რული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული სოფლები, თემები და დაბები. დ) დიპლომირებული სპეციალისტი/ დიპლომირებული მედიკოსი (2003 და შემდგომ წლებში კურსდამთავრებულთათვის) დ.ა) სამედიცინო დაწესებულების უმცროსი ექიმი; დ.ბ) ყველა სამეცნიერო და პედაგოგიური თანამდებობა მედიცინის თეორიულ დარგებში – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ე) მედიცინის დოქტორი ყველა პროფილური სამეცნიერო და აკადემიური თანამდებობა – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი – სტომატოლოგიის ფაკულტეტი ა) სერტიფიცირებული ზოგადი პროფილის ექიმი სტომატოლოგი (2002 წლის ჩათვლით კურსდამთავრებულთათვის) ა.ა) სტომატოლოგიური პროფილის არასპეციალიზებული კაბინეტის/დაწესებულების მორიგე ექიმი; ა.ბ) სტომატოლოგიური პროფილის სპეციალიზებული კაბინეტის/ დაწესებულების მორიგე ექიმი; ა.გ) სტომატოლოგიური პროფილის სამედიცინო დაწესებულების უმცროსი ექიმი; ა.დ) ყველა პროფილური სამეცნიერო და პედაგოგიური თანამდებობა მედიცინის თეორიულ დარგებში – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ბ) სერტიფიცირებული ექიმი სტომატოლოგი ბ.ა) სამედიცინო დაწესებულების ექიმი-სტომატოლოგი (ყველა თანამდებობა) სერტიფიკატით განსაზღვრულ სპეციალობაში; ბ.ბ) ყველა პროფილური სამეცნიერო და პედაგოგიური თანამდებობა – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. გ) დიპლომირებული სპეციალისტი/ დიპლომირებული მედიკოსი (სტომატოლოგი) (2003 და შემდგომ წლებში კურსდამთავრებულთათვის) გ.ა) სტომატოლოგიური პროფილის სამედიცინო დაწესებულების უმცროსი ექიმი; გ.ბ) ყველა პროფილური სამეცნიერო და პედაგოგიური თანამდებობა მედიცინის თეორიულ დარგებში – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დ) მედიცინის დოქტორი სტომატოლოგიაში ყველა პროფილური სამეცნიერო და აკადემიური თანამდებობა – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი – საზოგადოებრივი ჯანდაცვის/ პროფილაქტიკური მედიცინის ფაკულტეტი ა) სერტიფიცირებული ზოგადი პროფილის ექიმი პროფილაქტიკოსი (2002 წლის ჩათვლით კურსდამთავრებულთათვის) ა.ა) სამედიცინო (მ.შ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის) დაწესებულებებში ეპიდემიოლოგიისა და პრევენციული მედიცინის დარგების სპეციალისტის ყველა თანამდებობა (მ.შ. ხელმძღვანელი); ა.ბ) შესაბამისი პროფილური ლაბორატორიის ყველა თანამდებობა (მ.შ. ხელმძღვანელი); ა.გ) ) ყველა პროფილურ სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებაში – მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა თანამდებობა. ბ) სერტიფიცირებული ექიმი ბ.ა) სამედიცინო დაწესებულების ექიმი-სპეციალისტი (ყველა თანამდებობა) სერტიფიკატით განსაზღვრულ სპეციალობაში; ბ.ბ) სამედიცინო (მ.შ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის) დაწესებულებებში ეპიდემიოლოგიისა და პრევენციული მედიცინის დარგების სპეციალისტის ყველა თანამდებობა (მ.შ. ხელმძღვანელი); ბ.გ) შესაბამისი პროფილური ლაბორატორიის ყველა თანამდებობა (მ.შ. ხელმძღვანელი); ბ.დ) ყველა პროფილურ სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებაში – მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა თანამდებობა. გ) ექიმი პროფილაქტიკოსი, ჯანდაცვის ორგანიზატორი/ დიპლომირებული სპეციალისტი/ დიპლომირებული მედიკოსი საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და პროფილაქტიკურ მედიცინაში (2003 -2009 წლებში კურსდამთავრებულთათვის) გ.ა) სამედიცინო (მ.შ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის) დაწესებულებებში ეპიდემიოლოგიისა და პრევენციული მედიცინის დარგების სპეციალისტის ყველა თანამდებობა (მ.შ. ხელმძღვანელი); გ.ბ) შესაბამისი პროფილური ლაბორატორიის ყველა თანამდებობა (მ.შ. ხელმძღვანელი); გ.გ) ყველა პროფილურ სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებაში – მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა თანამდებობა. დ) საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პროფილაქტიკური მედიცინის ბაკალავრი დ.ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პროფილაქტიკური მედიცინის სპეციალისტის, ეპიდემიოლოგის, ჰიგიენისტის ყველა რიგითი თანამდებობა (ხელმძღვანელის გარდა); დ.ბ) შესაბამისი პროფილური ლაბორატორიის ყველა რიგითი თანამდებობა (ხელმძღვანელის გარდა); დ.გ) ყველა პროფილურ სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებაში – მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა თანამდებობა. ე) მაგისტრი ე.ა) სამედიცინო (მ.შ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის) დაწესებულებებში მინიჭებული მაგისტრის აკადემიური ხარისხის შესაბამისი ყველა თანამდებობა (მ.შ. ხელმძღვანელი); ე.ბ) შესაბამისი პროფილური ლაბორატორიის ყველა თანამდებობა (მ.შ. ხელმძღვანელი); ე.გ) ყველა პროფილურ სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებაში – მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა თანამდებობა. ვ) დოქტორი ვ.ა) სამედიცინო (მ.შ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის) დაწესებულებებში  მინიჭებული აკადემიური ხარისხის შესაბამისი ყველა თანამდებობა (მ.შ. ხელმძღვანელი); ვ.ბ) შესაბამისი პროფილური ლაბორატორიის ყველა თანამდებობა (მ.შ. ხელმძღვანელი); ვ.გ) ყველა პროფილური სამეცნიერო და აკადემიური თანამდებობა – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი – სამედიცინო ბიოლოგიის ფაკულტეტი ა) სერტიფიცირებული ზოგადი პროფილის ექიმი ლაბორანტი (2002 წლის ჩათვლით კურსდამთავრებულთათვის) ა.ა) სამედიცინო პროფილის დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ზოგადი პროფილის ექიმი ლაბორანტი; ა.ბ) სამედიცინო პროფილის დიაგნოსტიკური ლაბორატორიის უმცროსი ექიმი ლაბორანტი; ა.გ) ყველა პროფილური სამეცნიერო და პედაგოგიური თანამდებობა მედიცინის თეორიულ დარგებში – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ბ) სერტიფიცირებული ლაბორატორიული მედიცინის ექიმი ბ.ა) სამედიცინო პროფილის დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ექიმი ლაბორანტი (ყველა თანამდებობა); ბ.ბ) ყველა პროფილური სამეცნიერო და პედაგოგიური თანამდებობა – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. გ) დიპლომირებული სპეციალისტი (ექიმ-ლაბორანტი) (2003 და შემდგომ წლებში კურსდამთავრებულთათვის) გ.ა) სამედიცინო პროფილის დიაგნოსტიკური ლაბორატორიის უმცროსი ექიმი ლაბორანტი; გ.ბ) ყველა პროფილური სამეცნიერო და პედაგოგიური თანამდებობა მედიცინის თეორიულ დარგებში – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 5. უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი – ფსიქოთერაპიისა და ფსიქოსომატური მედიცინის ფაკულტეტი ა) სერტიფიცირებული ზოგადი პროფილის ექიმი ფსიქოთერაპევტი (2002 წლის ჩათვლით კურსდამთავრებულთათვის) ა.ა) სამედიცინო დაწესებულების ზოგადი პროფილის ექიმი ფსიქოთერაპევტი; ა.ბ) სამედიცინო დაწესებულების უმცროსი ექიმი ფსიქოთერაპევტი; ა.გ) ყველა სამეცნიერო და პედაგოგიური თანამდებობა მედიცინის თეორიულ დარგებში – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ბ) სერტიფიცირებული ექიმი ფსიქოთერაპევტი ბ.ა) სამედიცინო დაწესებულების ექიმი ფსიქოთერაპევტი (ყველა თანამდებობა); ბ.ბ) ყველა სამეცნიერო და პედაგოგიური თანამდებობა – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. გ) დიპლომირებული სპეციალისტი (ექიმ-ფსიქოთერაპევტი) (2003 და შემდგომ წლებში კურსდამთავრებულთათვის) გ.ა) სამედიინო დაწესებულების უმცროსი ექიმი ფსიქოთერაპევტი; გ.ბ) ყველა სამეცნიერო და პედაგოგიური თანამდებობა მედიცინის თეორიულ დარგებში – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 6. უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი – ფარმაციის ფაკულტეტი ა) სერტიფიცირებული ზოგადი პროფილის ფარმაცევტი ა.ა) ფარმაცევტულ დაწესებულებებში ზოგადი პროფილის ფარმაცევტი (ყველა თანამდებობა), მათ შორის აფთიაქში, ფარმაცევტულ ბაზაში, ფარმაცევტულ საწარმოში, ლაბორატორიაში; ა.ბ) ყველა პროფილური სამეცნიერო და პედაგოგიური თანამდებობა – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ბ) სერტიფიცირებული ფარმაცევტი ბ.ა) ფარმაცევტულ დაწესებულებებში ფარმაცევტის ყველა თანამდებობა, მათ შორის აფთიაქში, ფარმაცევტულ ბაზაში, ფარმაცევტულ საწარმოში, ლაბორატორიაში; ბ.ბ) ყველა პროფილური სამეცნიერო და პედაგოგიური თანამდებობა – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. გ) ფარმაციის ბაკალავრი გ.ა) ფარმაცევტულ და სამედიცინო დაწესებულებებში: ბაზა აფთიაქი, სააფთიაქო პუნქტი, წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, სამკურნალო საშუალებების სტანდარტიზაციის ლაბორატორია, ფარმაცევტული ლაბორატორია, ტოქსიკოლოგიური ლაბორატორია, ფარმაცევტული საწარმო – ყველა თანამდებობა (გარდა: აფთიაქის მმართველისა და მისი მოადგილის, ლაბორატორიის გამგისა და მისი მოადგილის, ფარმაცევტული ბაზისა და ფარმაცევტული საწარმოს დირექტორისა და მისი მოადგილის; წამლის ხარისხის კონტროლის, სამკურნალო საშუალებების სტანდარტიზაციის, ტოქსიკოლოგიური და ფარმაცევტული ლაბორატორიების გამგისა და მისი მოადგილის თანამდებობებისა); გ.ბ) ყველა პროფილურ სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებაში ლაბორანტის თანამდებობა. დ) ფარმაციის მაგისტრი დ.ა) ფარმაცევტულ და სამედიცინო დაწესებულებებში: აფთიაქი, კლინიკა, ფარმაცევტული ბაზა, წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, სამკურნალო საშუალებების სტანდარტიზაციის ლაბორატორია, ფარმაცევტული ლაბორატორია, ტოქსიკოლოგიური ლაბორატორია, ფარმაცევტული საწარმო – ყველა თანამდებობა კომპეტენციის და კვალიფიკაციის შესაბამისად; დ.ბ) სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებები: კლინიკა, აფთიაქი - კლინიცისტ-ფარმაცევტად (კომპეტენციის და კვალიფიკაციის შესაბამისად); დ.გ) ყველა პროფილური სამეცნიერო და პედაგოგიური თანამდებობა – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ე) ფარმაციის დოქტორი ე.ა) ფარმაცევტულ და სამედიცინო დაწესებულებებში: აფთიაქი, ფარმაცევტული ბაზა, წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, სამკურნალო საშუალებების სტანდარტიზაციის ლაბორატორია, ფარმაცევტული ლაბორატორია, ტოქსიკოლოგიური ლაბორატორია, ფარმაცევტული საწარმო – ყველა თანამდებობა კომპეტენციის  და კვალიფიკაციის შესაბამისად; ე.ბ) სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებები: კლინიკა, აფთიაქი – კლინიცისტ-ფარმაცევტად (კომპეტენციის და კვალიფიკაციის შესაბამისად); ე.გ) ყველა პროფილური სამეცნიერო-პედაგოგიური თანამდებობა – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 7. უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი – ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი ა) ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ბაკალავრი ა.ა) ყველა სამკურნალო-პროფილაქტიკური სამედიცინო დაწესებულების ზოგადი რეაბილიტოლოგის თანამდებობა; ა.ბ) ყველა პროფილის სარეაბილიტაციო და გამაჯანს აღებელი დაწესებულების ზოგადი რეაბილიტოლოგის თანამდებობა; ა.გ) სპორტული გუნდების ზოგადი რეაბილიტოლოგის თანამდებობა. ბ) ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის მაგისტრი ბ.ა) ყველა სამკურნალო-პროფილაქტიკური სამედიცინო დაწესებულების სპეციალისტ- რეაბილიტოლოგის ყველა თანამდებობა; ბ.ბ) ყველა პროფილის სარეაბილიტაციო და გამაჯანს აღებელი დაწესებულების სპეციალისტ-რეაბილიტოლოგის ყველა თანამდებობა; ბ.გ) ყველა პროფილური სამეცნიერო-პედაგოგიური თანამდებობა – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. გ) ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის დოქტორი გ.ა) ყველა სამკურნალო-პროფილაქტიკური სამედიცინო დაწესებულების სპეციალისტ- რეაბილიტოლოგის ყველა თანამდებობა; გ.ბ) ყველა პროფილის სარეაბილიტაციო და გამაჯანს აღებელი დაწესებულების სპეციალისტ-რეაბილიტოლოგის ყველა თანამდებობა; გ.გ) ყველა პროფილური სამეცნიერო-პედაგოგიური თანამდებობა – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.  8. უმაღლესი არასამედიცინო განათლება – ბიოლოგიური და ბიოქიმიური სპეციალობები ა) ლაბორატორიული საქმის ზოგადი პროფილის სპეციალისტი – მაგისტრი სამედიცინო პროფილის დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ზოგადი პროფილის ლაბორანტის თანამდებობა. ბ) ლაბორატორიული საქმის სპეციალისტი – მაგისტრი (სპეციალური გადამზადების შემდეგ, შესაბამისი სერტიფიკატის მფლობელი) სამედიცინო პროფილის დიაგნოსტიკური ლაბორატორიების სერტიფიცირებული ლაბორანტის ყველა თანამდებობა (მ.შ. ხელძღვანელი). 9. უმაღლესი არასამედიცინო განათლება – სამკურნალო ფიზიკური კულტურისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი სამკურნალო ფიზიკური კულტურისა და რეაბილიტაციის სპეციალისტი სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების რეაბილიტოლოგის თანამდებობა. 10. საშუალო სამედიცინო სასწავლებელი (2009-2010 სასწავლო წლამდე) ა) ფერშალი სამედიცინო დაწესებულების საშუალო სამედიცინო პერსონალის ყველა თანამდებობა (მ. შ. ხელმძღვანელი). ბ) მეანი ბ.ა) სამედიცინო დაწესებულების ბებია-ქალი; ბ.ბ) საფერშლო-საბებიო პუნქტის, დედათა და ბავშვთა ოთახის მედდა; ბ.გ) სამედიცინო დაწესებულების მედდის ყველა თანამდებობა აღნიშნული სპეციალობით 3 წლის მუშაობის სტაჟის არსებობის შემთხვევაში; ბ.დ) სამედიცინო დაწესებულების მედდის ყველა თანამდებობა გადამზადების კურსის გავლის შემდეგ. გ) მედდა სამედიცინო დაწესებულების მედდის ყველა თანამდებობა, მათ შორის ხელმძღვანელი (ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 3 წლის სტაჟის არსებობის შემთხვევაში და/ან გადამზადების კურსის გავლის შემდეგ). დ) ფერშალი ლაბორანტი დ.ა) სამედიცინო დაწესებულების ლაბორატორიის საშუალო სამედიცინო პერსონალი; დ.ბ) სამედიცინო დაწესებულების მედდის თანამდებობა აღნიშნული სპეციალობით 3 წლის მუშაობის სტაჟის არსებობის შემთხვევაში. ე) კბილის ტექნიკოსი ე.ა) კბილის საპროტეზო ქვედანაყოფის საშუალო სამედიცინო პერსონალი; ე.ბ) კბილის ტექნიკოსი. ვ) ფარმაცევტის თანაშემწე საშუალო ფარმაცევტული პერსონალი. 11. უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი – პროფესიული უმაღლესი განათლება ა) ზოგადი პროფილის ექთანი სამედიცინო დაწესებულების ექთნის ყველა თანამდებობა. ბ) სტომატოლოგის ასისტენტი სტომატოლოგიური პროფილის დაწესებულების სტომატოლოგის ასისტენტის თანამდებობა. გ) კბილის ტექნიკოსი (2008-2009 და 2009-2010 სასწავლო წლების კურსდამთავრებულები) სტომატოლოგიური პროფილის დაწესებულების ორთოპედიულ სტომატოლოგიაში დამხმარე სპეციალისტის – კბილის ტექნიკოსის ყველა თანამდებობა. დ) სამედიცინო და ფარმაცევტულ მოწყობილობათა ოპერატორი დ.ა) სამედიცინო დაწესებულების სამედიცინო მოწყობილობათა ოპერატორის ყველა თანამდებობა; დ.ბ) ფარმაცევტული დაწესებულების ფარმაცევტულ მოწყობილობათა ოპერატორის ყველა თანამდებობა. ე) ფარმაცევტის თანაშემწე ე.ა) ფარმაცევტული დაწესებულების ფარმაცევტის თანაშემწის თანამდებობა; ე.ბ) სამედიცინო დაწესებულების ფარმაცევტული სტრუქტურული ერთეულის ფარმაცევტის თანაშემწის თანამდებობა. ვ) ბებია-ქალი სამეანო-გინეკოლოგიური პროფილის სამედიცინო დაწესებულებისა და სხვა სამედიცინო დაწესებულებების პროფილური სტრუქტურული ერთეულის ბებია-ქალის ყველა თანამდებობა. 12. სახელობო პროფესიული განათლება – სახელობო სასწავლებელი ა) მედდა ა.ა) ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების მედდა; ა.ბ) ბინაზე მომვლელი მედდა; ა.გ) სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების მედდა (გარდა ხელმძღვანელი თანამდებობისა); ა.დ) ზოგადი პრაქტიკის მედდა გადამზადების კურსის გავლის შემდეგ (ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ). ბ) კბილის ტექნიკოსი ბ.ა) სტომატოლოგიური პროფილის დაწესებულების კბილის ტექნიკოსი.