,,კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგისა და კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების თაობაზე“„

მიღების თარიღი 21.07.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №140
სარეგისტრაციო კოდი 070.030.000.22.027.013.297
გამოქვეყნების წყარო სსმ, 90, 22/07/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 828 სიტყვა · ~4 წთ

დოკუმენტის ტექსტი

,,კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგისა და კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების თაობაზე“„ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.satauri, li.satauri, div.satauri {mso-style-name:satauri; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:53.95pt .75in 44.95pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 070.030.000.22.027.013.297 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №140 2009 წლის 21 ივლისი ქ. თბილისი კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგისა და კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების თაობაზე ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 14​16  მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგისა და კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თანდართული წესი. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ზ. ადეიშვილი კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგისა და კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესი     მუხლი 1🔗. წესის რეგულირების სფერო ეს წესი განსაზღვრავს კერძო აღმასრულებელთა პასუხისმგებლობის საფუძვლებსა და ზომებს, კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგისა და კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების ძირითად პრინციპებსა და პროცედურებს.     მუხლი 2🔗. კერძო აღმასრულებლის პასუხისმგებლობის საფუძველი ამ წესის საფუძველზე კერძო აღმასრულებელს შეიძლება დაეკისროს  პასუხისმგებლობა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 14​14 მუხლის ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.     მუხლი 3🔗. კერძო აღმასრულებლის პასუხისმგებლობის ზომა ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში, კერძო აღმასრულებლის მიმართ პასუხისმგებლობის ზომის სახით შეიძლება გამოყენებულ იქნეს სააღსრულებო წარმოების ლიცენზიის გაუქმება.     მუხლი 4🔗. კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგი და მისი განმახორციელებელი ორგანო 1. ამ წესის შესაბამისად, კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგს პირთა განცხადებების, საჩივრებისა და შეტყობინებების, აგრეთვე სხვა ნებისმიერი გზით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული. 2. მიღებული განცხადების, საჩივრის, შეტყობინებისა და ინფორმაციის შესწავლა-გადამოწმების მიზნით, კერძო აღმასრულებელი ვალდებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მოთხოვნისთანავე გამოცხადდეს შესაბამისი ახსნა-განმარტებისათვის და წარადგინოს მოთხოვნილი მასალები. კერძო აღმასრულებლის მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობა (დროულად შეუსრულებლობა), თუ ეს წარმოადგენს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 14​14 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, შეიძლება გახდეს კერძო აღმასრულებლისათვის სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების საფუძველი.     მუხლი 5🔗. კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოს დასკვნა და კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული წარმოდგენილი მასალების შესწავლის შედეგად განცხადების, საჩივრის, შეტყობინების, აგრეთვე სხვა ნებისმიერი გზით ინფორმაციის მიღებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარუდგენს დასაბუთებულ დასკვნას კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანშეწონილობის თაობაზე. საჭიროების შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უფლებამოსილია განცხადების, საჩივრის, შეტყობინებისა და სხვა ნებისმიერი გზით მიღებული ინფორმაციის განხილვის ვადა გააგრძელოს სამ თვემდე. 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანშეწონილობის თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დასკვნის წარმოდგენიდან ერთი თვის ვადაში განიხილავს საკითხს,  დადასტურებულად თვლის ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 14​14 მუხლის ,,ზ“ ან ,,თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობას და იღებს გადაწყვეტილებას კერძო აღმასრულებლისათვის სააღსრულებო წარმოების ლიცენზიის გაუქმების თაობაზე, ან დადასტურებულად არ მიიჩნევს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 14​14 მუხლის ,,ზ“ ან ,,თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობას, რის თაობაზეც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 3. კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებისა და  სააღსრულებო წარმოების ლიცენზიის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების ასლი ეგზავნება კერძო აღმასრულებელს.     მუხლი 6🔗. კერძო აღმასრულებლის პასუხისმგებლობის ზომის შერჩევა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის ზომის შერჩევისას ითვალისწინებს დარღვევის შინაარსსა და სიმძიმეს, იმ შედეგებს, რომლებიც მოჰყვა ან შეიძლებოდა მოჰყოლოდა ასეთ დარღვევას, კერძო აღმასრულებლის საქმიან და მორალურ რეპუტაციას.     მუხლი 7🔗. კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების ვადები კერძო აღმასრულებელს ამ წესით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ შესაბამისი დარღვევის ჩადენის დღიდან გასულია სამი წელი.     მუხლი 8🔗. გადაწყვეტილების გასაჩივრება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებისა და  სააღსრულებო წარმოების ლიცენზიის გაუქმების თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს კერძო აღმასრულებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.