საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-8 რესურსების დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.07.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №502
სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.013.301
გამოქვეყნების წყარო სსმ, 90, 22/07/2009
matsne.gov.ge 1,237 სიტყვა · ~6 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-8 რესურსების დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:SPAcademi;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.CharCharCharChar, li.CharCharCharChar, div.CharCharCharChar {mso-style-name:" Char Char Char Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:12.0pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.Char, li.Char, div.Char {mso-style-name:Char; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:12.0pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.satauri, li.satauri, div.satauri {mso-style-name:satauri; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} p.tarigi, li.tarigi, div.tarigi {mso-style-name:tarigi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:SPAcademi; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 63.0pt 53.95pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი  120.340.000.22.026.013.301 საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №502 2009 წლის 20 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-8 რესურსების დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-8 რესურსების დაგეგმვის დეპარტამენტის თანდართული დებულება.  2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. ვ. სიხარულიძე საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-8 რესურსების დაგეგმვის დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-8 რესურსების დაგეგმვის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფი.     მუხლი 2🔗 დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტებით, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსისა და მისი მოადგილეების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით.     მუხლი 3🔗 დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრისა (შემდგომში – მინისტრი) და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის (შემდგომში – შტაბის უფროსი) წინაშე.     მუხლი 4🔗 დეპარტამენტს აქვს ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-8 რესურსების დაგეგმვის დეპარტამენტი“, აგრეთვე ბლანკი საკუთარი სახელწოდებით. თავი II დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები     მუხლი 5🔗 დეპარტამენტის ამოცანებია: ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებისათვის საჭირო რესურსების ოპტიმალური დაგეგმვის ხელშეწყობა; ბ) ორი წლით ადრე საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთწლიანი და მრავალწლიანი საბიუჯეტო მოთხოვნების პროექტის შედგენა; გ) საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგიის შესაბამისად საქართველოს შეიარაღებული ძალების რესურსების ეფექტური განკარგვის მიზნით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობისათვის რეკომენდაციების მომზადება; დ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ჯარის სახეობების ქვედანაყოფების რესურსების ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა.     მუხლი 6🔗 დეპარტამენტის ფუნქციებია:  ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მიერ წარმოებული დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების პროცესების ხელმძღვანელობა; ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურული ქვედანაყოფების რესურსების დაგეგმვის ერთიანი და უწყვეტი პროცესის კოორდინაცია; გ) სახელმწიფო შესყიდვების გეგმის ფორმირებაში მონაწილეობა, კომპეტენციის ფარგლებში; დ) შტაბის უფროსისათვის სარეკომენდაციო დოკუმენტების მომზადება რესურსების მართვის საკითხებში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ე) შტაბის უფროსისათვის, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ჯარის სახეობების ქვედანაყოფების ერთიანი საბიუჯეტო მოთხოვნების წარდგენა კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით შესათანხმებლად და შეთანხმების შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტში წარდგენა; ვ) ბიუჯეტირების ერთიანი პროცესის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან მჭიდრო თანამშრომლობა; ზ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ჯარის სახეობების ქვედანაყოფების მიერ რესურსების ეფექტურად დაგეგმვის, მოთხოვნისა და გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი დოკუმენტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; თ) საქართველოს შეიარაღებული ძალების რესურსების შესახებ ყველა სახის ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკადრო პოლიტიკის გატარებაში მონაწილეობის მიღება; კ) კომპეტენციის ფარგლებში საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება. თავი III დეპარტამენტის ხელმძღვანელობა     მუხლი 7🔗 დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.     მუხლი 8🔗 დეპარტამენტის უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შტაბის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.     მუხლი 9🔗 დეპარტამენტის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება შტაბის უფროსს.     მუხლი 10🔗 დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის შტაბის უფროსთან და კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებული წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.     მუხლი 11🔗 დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.     მუხლი 12🔗 დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; გ) შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებების შემდეგ, წარუდგენს შტაბის უფროსს დეპარტამენტის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას დასამტკიცებლად; დ) პერიოდულად წარუდგენს შტაბის უფროსს მოხსენებებს დეპარტამენტის მუშაობის შესახებ; ე) პერიოდულად წარუდგენს მოხსენებებს კურატორ მინისტრის მოადგილეს ბიუჯეტირების ერთიან პროცესში მონაწილეობისა და მიღწეული შედეგების შესახებ; ვ) საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების მოთხოვნების თანახმად, რეკომენდაციას უწევს დეპარტამენტის პირად შემადგენლობას, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობის წინაშე, მათი წახალისებისა და/ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების თაობაზე; ზ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; თ) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნას; ი) კონტროლს უწევს სამსახურებრივი დოკუმენტების შესრულებას. თავი IV დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი მმართველობა, სტატუსი და ფუნქციები     მუხლი 13🔗 დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) დაგეგმვის სამმართველო; ბ) პროგრამების ინტეგრაციის სამმართველო.     მუხლი 14🔗 დაგეგმვის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია: ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების ერთიან პროცესში აქტიური მონაწილეობა; ბ) ქვედანაყოფებისა და ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო რესურსებზე მოთხოვნების ანალიზი და ანალიზის შედეგებიდან გამომდინარე რეკომენდაციების მომზადება საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელთათვის; გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ჯარის სახეობების ქვედანაყოფების ერთწლიანი და მრავალწლიანი საბიუჯეტო მოთხოვნების პროექტის შედგენის კოორდინაცია; დ) საჭიროების შემთხვევაში, დამტკიცებულ გეგმებში დამატებებისა და ცვლილებების პროექტების მომზადება; ე) კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი დოკუმენტების განახლების მიზნით, პროექტების მომზადება.     მუხლი 15🔗 პროგრამების ინტეგრაციის სამმართველოს ფუნქციებია: ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ჯარის სახეობების ქვედანაყოფების რესურსების ერთიანი მონაცემთა ბაზის შევსება და მისი პერიოდული განახლება; ბ) სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება და მისი კომპლექსური ანალიზი; გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურული ქვედანაყოფების დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების პროცესის პროგრამების ანალიზი და კოორდინაცია; დ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელთათვის რეკომენდაციების მომზადება რესურსების გამოყენების ოპტიმიზაციის მიზნით; ე) საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების ერთწლიანი და მრავალწლიანი პროექტებისათვის საჭირო რესურსების დაგეგმვის პროცესებში მონაწილეობა.     მუხლი 16🔗 სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის შტაბის უფროსთან და კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებული წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.     მუხლი 17🔗 სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს პირად შემადგენლობას და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) პასუხს აგებს სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე; გ) ანაწილებს დავალებებს და უფლება-მოვალეობებს სამმართველოს პირად შემადგენლობას შორის; დ) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს, კომპეტენციის შესაბამისად; ე) რეკომენდაციას უწევს სამმართველოს პირად შემადგენლობას, დეპარტამენტის უფროსის წინაშე მათი წახალისების და/ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ვ) ზრუნავს პირადი შემადგენლობის კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადამზადებაზე; ზ) ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.