„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№940
სარეგისტრაციო კოდი
140.030.000.22.034.013.330
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 93, 28/07/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.030.000.22.034.013.330

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №940

2009 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებუ­ლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზი­დენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებუ­ლებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინის­ტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებუ­ლე­ბის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებით (სსმ III, 22.05.2006წ., №69, მუხ.873) დამტკი­ცებულ დებულებაში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. ამოღებულ იქნეს დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „დ.გ.“ ქვეპუნქტი.

2. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) შენობათა და მატერიალურ ფასეულობათა ექსპლუატაციის განყოფილება.“.

3. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12

სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტში შემოსული დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და საზოგადოებრივად საშიში სხვა ქმედების, ასევე საგანგებო სიტუაციების, გზების მდგომარეობის, ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების ამსახველი და სხვა სახის ინფორმაციის მიღებას, რეგისტრაციას, დამუშავებას, მათზე რეაგირებას და დროულ გაცნობას შესაბიმისი სამსახურებისა და უწყებებისათვის;

ბ) დანაშაულთან და ადმინისტრაციულ სამართალ­დარღვევებთან დაკავშირებით მიღებული ტელეფონოგ­რამების და ინფორმაციების საფუძველზე უზრუნველ­ყოფს დეპარტამენტის სადღეღამისო კრებსის შედგენას;

გ) უზრუნველყოფს გატაცებული, მოპარული, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილიდან მიმალული, სისხლის სამართლის დანაშაულში და­ ადმინისტრა­ციულ სამართალდარღვევებში მონაწილე ავტოსატრან­სპორტო საშუალებების, აგრეთვე დანაშაულში ეჭვმი­ტანილი, გატაცებული და დაკარგული პირების მონა­ცემების დადგენილი წესით მიღება-გადაცემას და სამი­ნისტროს სპეციალურ კომპიუტერულ სისტემებში რეგისტრაციას;

დ) კომპენტეციის ფარგლებში აწარმოებს დეპარტა­მენტზე გაპიროვნებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალების, აგრეთვე სპეცია­ლუ­რი აღჭურვილობის აღრიცხვას, შენახვასა და გაცემას დეპარტამენტის თანამშრომლებზე საქართვე­ლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) სპეციალური გეგმების საფუძველზე უზრუნველ­ყოფს პირადი შემადგენლობის განგაშის სქემით გამოძახებას;

ვ) საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამ­დე­­ბობის პირებისა და საქართველოში ვიზიტად მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი თანამდე­ბო­ბების პირების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომად­გენლობისა და სხვა მნიშვნელოვანი პირების გადაად­გილების დროს უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორ­მაციის მიღებას და უფლებამოსილი სამსახურე­ბისათვის მიწოდებას; ასევე თავისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას უწევს საქართველოს სახელ­მწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს.“.

4. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13

საერთო განყოფილება (კანცელარია):

ა) უზრუნველყოფს შემოსული საიდუმლო და არა­საი­დუმ­ლო დოკუმენტების, მოქალაქეების განცხადებების და საჩივრების მიღებას და მათ აღრიცხვას საკანცელარიო ჟურნალებში;

ბ) ახორციელებს თანამშრომლებისათვის კორესპონ­დენ­­ციის დროულად მიწოდებას, იმ კორესპოდენციის დროულად გაგზავნას, რომელზედაც მოხდა რეაგირება, კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების დადგენილ ვადაში ჩამოწერას;

გ) უზრუნველყოფს საარქივო დოკუმენტებზე მუშაო­ბას;

დ) უზრუნველყოფს საპატრულო პოლიციის დეპარ­ტა­მენტის ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარ სამმართველოში ამ მუხლით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებას.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი