„დასაქმების პროგრამა 2007: დასაქმება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით“ მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 30.05.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №110
სარეგისტრაციო კოდი 270.170.000.10.003.000.751
გამოქვეყნების წყარო სსმ, 78, 04/06/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,011 სიტყვა · ~5 წთ

დოკუმენტის ტექსტი

„დასაქმების პროგრამა 2007: დასაქმება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით“ მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in .75in 1.0in 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №110 2007 წლის 30 მაისი ქ. თბილისი ,,დასაქმების პროგრამა 2007: დასაქმება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით“ მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესა­ხებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებულია დასაქმების ხელშემწყობი პროგრამის განხორციელება, რომლის მიზანია ქვეყანაში დასაქმების ზრდის ხელშეწყობა. ,,საქართვე­ლოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე: 1. დამტკიცდეს თანდართული მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა ,,დასაქმების პროგრამა 2007: დასაქმება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით“. 2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა (პროგრამის განმახორციელებელი) საქართვე­ლოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად უზრუნველყონ სათა­ნადო ღონისძიებათა განხორციელება ამ დადგენილებით დამტკიცებული მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დროულად და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით. 3. ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მაქსიმალური დახმარება გაუწიონ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და ეკონომიკური განვითარების სამი­ნისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – ტუ­რიზ­მისა და კურორტების დეპარტამენტს ,,დასაქმების პროგრამა 2007: დასაქმება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით“ მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ ღო­ნის­ძიებათა განხორციელებაში. 4. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 1 ივნისიდან. პრემიერ-მინისტრი          ზ. ნოღაიდელი დასაქმების პროგრამა 2007: დასაქმება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით     მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი პროგრამის მიზანია მოსახლეობის დასაქმების ზრდის ხელ­შეწყობა, რეგიონული ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითა­რების მხარდაჭერა და ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა მცირე და საშუალო საწარმოებისათვის საკრედიტო რესურსების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზით.     მუხლი 2🔗. პროგრამის ძირითადი მიმართულებები და განხორციელების პრინციპები ,,დასაქმების პროგრამა 2007: დასაქმება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით“ მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ძირითადი მიმართულებები და განხორციელების პრინციპებია: ა) პროგრამის ბენეფიციარები არიან ტურიზმის ბიზნესით დაკავებული და აგრეთვე აღნიშნულ სექტორში ბიზნესის დაწყების მსურველი მცირე და საშუალო საწარმოები, რომ­ლებიც უზრუნველყოფენ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას; ბ) პროგრამაში ნებაყოფლობით საფუძველზე პარტნიორი კომერციული ბანკისა და ბენეფიციარების მონაწილეობა; გ) პროგრამის ბენეფიციარები შეირჩევიან პარტნიორი კომერციული ბანკის მიერ განხორციელებული საკრედიტო პროცედურების საფუძველზე; დ) ბენეფიციარი მცირე და საშუალო საწარმოები სარგებ­ლობენ პარტნიორი კომერციული ბანკის მიერ სახელ­მწიფო ბიუჯეტიდან სესხად მიღებული სახსრებიდან გაცემული კრედი­ტით, რომლის მიზანია ტურისტული ინფრასტრუქტურის (სასტუმრო სახლების, აგროტურიზმის, კვების ობიექტებისა და სხვა) განვითარება და ტურისტულ ბიზნესთან დაკავშირებული საქმიანობის (ტურისტული აღჭურვილობის გაქირავება, ხალ­ხური რეწვა და სხვა) სტიმულირება; ე) ბენეფიციარ საწარმოებს კრედიტი მიეცემათ სარგებლის საბაზრო განაკვეთთან შედარებით შეღავათიან პირობებში; ვ) პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი საკრედიტო რესურსის საერთო მოცულობის 20 (ოცი) პროცენტი გაიცემა დამწყებ მცირე და საშუალო საწარმოთა ტურისტული ბიზნესის დაფინანსებისათვის.     მუხლი 3🔗. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები პროგრამის ფარგლებში განხორციელდება: ა) პარტნიორი კომერციული ბანკისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 (ხუთი) მილიონი ლარის გამოყოფა სარგებლის წლიური 2 (ორი) პროცენტის განაკვეთით და 5 (ხუთი) წლის ვადის პირობით; ბ) პროგრამის მარკეტინგული და საინფორმაციო უზრუნ­ველყოფა; გ) ბენეფიციარი საწარმოებისათვის შეღავათიანი კრედიტე­ბის გაცემა პარტნიორი კომერციული ბანკის მეშვეობით შემდეგი პირობების საფუძველზე: კრედიტის ვადა – არა უმეტეს 5 (ხუთი) წლისა, სარგებლის განაკვეთი – წლიური 12 (თორმეტი) პრო­ცენტი, საშეღავათო პერიოდი – არა უმეტეს 1 (ერთი) წლისა, სესხის მაქსიმალური მოცულობა – 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი; დ) ბენეფიციარების შერჩევა მათ მიერ ბანკში წარდგენილი ბიზნესგეგმებისა და ბანკის მიერ შემუშავებული საკრედიტო განაცხადების შერჩევის პროცედურების საფუძველზე; ე) პროგრამის საინფორმაციო ბანკის შექმნა და ვებ-გვერდზე განთავსება; ვ) ბენეფიციარ საწარმოთა მენეჯერებისათვის უფასო ტრენინგებისა და კონსულტაციების მოწყობა მათი საქმიანობის სექტორული სპეციფიკისა და ბიზნეს-გეგმების სრულყოფი­სათვის; ზ) ტუროპერატორებისათვის ბენეფიციარ საწარმოთა მომსახურების შესაძლებლობების პრეზენტირება და საწარმოთა მომსახურების გათვალისწინება ტურ-ოპერატორების მიერ შემუ­შავებულ მარშრუტებში.     მუხლი 4🔗. პროგრამის განხორციელების მექანიზმი 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უზრუნველყოფს პარტნიორი კომერციული ბანკისათვის თანხის სესხად გაცემას. 2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ნიშნავს პროგრამის კოორდინატორს. 3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი (პროგრამის განმახორციელებელი) უზრუნველყოფს პროგრამის შესახებ საინფორმაციო ბროშურის გამოცემას და გავრცელებას, აგრეთვე ინფორმაციის გავრცე­ლებას ვებგვერდის, პრეს-კონფერენციებისა და რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრების გზით. 4. პოტენციური ბენეფიციარი ბანკის მიერ შემუშავებულ საკრედიტო განაცხადს წარუდგენს პარტნიორი კომერციული ბანკის ბენეფიციარისათვის ხელ­საყრელ უახლოეს ფილიალს. 5. ბანკის საკრედიტო კომიტეტი განიხილავს წარმოდგენილ განაცხადებს და იღებს გადაწყვეტილებას საკრედიტო პროცე­დურების შესაბამისად. საკრედიტო კომიტეტის დადებითი გადა­წყვეტილების შემთხვევაში ფორმდება ხელშეკრულება პარტნიორ კომერციულ ბანკსა და ბენეფიციარ საწარმოს შორის. 6. არსებული ბიზნესის დაკრედიტების შემთხვევაში საკ­რედიტო კომიტეტი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარუდგენს ანგარიშგებას, რომელშიც საკრედიტო ხელშეკრულების პარამეტრებთან ერთად ასახულია სესხის საფუძველზე შექმნილი ახალი სამუშაო ადგილებისა და მოსა­ლოდ­ნელი ეკონომიკური ეფექტის მონაცემები. 7. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი უზრუნველყოფს პროგრამის ბენე­ფიციარ საწარმოთა მენეჯერების უფასო ტრენინგებს მარკე­ტინგისა და მენეჯმენტის კუთხით და აგრეთვე უფასო კონსულტაციებს. 8. ბიზნესგეგმის განხორციელების დასრულებისას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელ­მწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ტურიზმისა და კურორ­ტების დეპარტამენტი მონაცემთა ბანკში განათავსებს ინფორ­მაციას პროგრამის ბენეფიციარი საწარმოს შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია განთავსდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და აგრეთვე მიეწო­დებათ საქართველოში მოქმედ ტურ-ოპერატორებს.     მუხლი 5🔗. პროგრამის მონიტორინგი 1. პროგრამის შესრულების მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო. 2. პარტნიორი კომერციული ბანკი ყოველთვიურად ამზა­დებს და პროგრამის კოორდინატორს წარუდგენს პროგ­რამით გათვალისწინებულ საკრედიტო საქმიანობის დეტალურ ანგა­რიშგებას.     მუხლი 6🔗. პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება 1. ,,დასაქმების პროგრამა 2007: დასაქმება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით“ მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტის დაფინანსება შედგება სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებისა და დონორი ორგანიზაციების სახსრე­ბისაგან. 2. პროგრამის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსება შედ­გება 5 500 000 (ხუთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარისაგან, საიდანაც 5 (ხუთი) მილიონი ლარი სესხის სახით გამოეყოფა პარტნიორ კომერციულ ბანკს, ხოლო 500 (ხუთასი) ათასი ლარი მოხმარდება პროგრამის საწყის ეტაპზე საკოორდინაციო, მარკეტინგული, საინფორმაციო და სატრენინგო საქმიანობის ხარჯების დაფინანსებას. 3. დონორი ორგანიზაციების დააფინანსება მიიმართება შემდგომი ტრე­ნინგების, კონსულტაციების, მარკეტინგული და საკოორდინაციო საქმიანობის განსახორციელებლად.