„სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების ნიმუშების დამტკიცებისა და მათთვის სამოქმედოდ შემოღების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 16 მაისის №356 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№147
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.027.013.336
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 94, 29/07/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.013.336

საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ბრძანება №147

2009 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

„სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების ნიმუშების დამტკიცებისა და მათთვის სამოქმედოდ შემოღების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 16 მაისის №356 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების ნიმუშების დამტკიცებისა და მათთვის სამოქმედოდ შემოღების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ (სსმ III, 2002წ., №47, მუხლი 439) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 16 მაისის №356 ბრძანებით დამტკიცებული „მკაცრი აღრიცხვის ბლანკების (სამოქალაქო აქტის ჩანაწერის და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის) შენახვისა და აღრიცხვის წესების“ (დანართი №15) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ბეჭდვის (შევსების) პროცესში ბლანკის ტექნიკურად დაზიანების შემთხვევაში ფორმდება სათანადო ოქმი უფლებამოსილი თანამდებობის პი-რების მიერ. დაზიანებული ბლანკის ნომერი მიეთითება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №16) იმ ადგილას, სადაც ამ ნომრის მქონე ბლანკის შესახებ ჩანაწერი უნდა ყოფილიყო შეტანილი, ხოლო შენიშვნების გრაფაში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი ბლანკის დაზიანების შესახებ. დაზიანებული ბლანკი ნადგურდება დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო ოქმი ინახება სააგენტოს კანცელარიაში (არქივში).“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნების-თანავე.

ზ. ადეიშვილი