„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 25 თებერვლის №60 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№399
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.038.013.340
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 94, 29/07/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.038.013.340

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

ბრძანება №399

2009 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

 „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 25 თებერვლის №60 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 25 თებერვლის №60 ბრძანებით (სსმ III, 27.02.2009წ., №22, მუხ. 285) დამტკიცებული დებულების მე-19 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მომარაგებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის შემადგენლობაშია:

ა) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;

ბ) მშენებლობისა და რეაბილიტაციის განყოფილება;

გ) სატრანსპორტო განყოფილება.“;

ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უზრუნველყოფს სასჯელაღსრულების სისტემის ორგანოთა სატრანსპორტო საშუალებების, მოწყობილობების, საინჟინრო ქსელებისა და მექანიზმების სისტემის ტექნიკურად გამართულ მუშაობას, ახორციელებს მათ ტექნიკურ ინსპექტირებასა და კონტროლს სწორ ექსპლუატაციაზე, ახორციელებს კონტროლს ავტოტრანსპორტისათვის გამოყოფილი საწვავის სწორ განაწილებასა და ხარჯვაზე;“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი