„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 24.07.2009
ძალის დაკარგვა 15.05.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
ნომერი №55
სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.025.013.342
გამოქვეყნების წყარო სსმ, 95, 31/07/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:SPDumbadze;}
@font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif";}
p.satauri, li.satauri, div.satauri {mso-style-name:satauri; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;}
p.tarigi, li.tarigi, div.tarigi {mso-style-name:tarigi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.45pt 37.9pt 56.7pt 49.65pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.025.013.342
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის
ბრძანება №55
2009 წლის 24 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და საქართველოს მთავრობის 2006 წლის 1 აპრილის №71 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის თანდართული წესი.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №21 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ხეთაგური
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗
სტაჟირების გავლის მიზანია მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, მათი პროფესიული განვითარება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.
მუხლი 3🔗
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სტაჟირება – სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ამ წესით რეგულირებადი, აუნაზღაურებადი საქმიანობა;
ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის სტაჟირებას;
გ) კანდიდატი – პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად სამინისტროში შემოტანილი აქვს განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ.
მუხლი 4🔗
ეს წესი არ ვრცელდება სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაზე და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე.
თავი II
სტაჟიორის სტატუსი
მუხლი 5🔗
1. სტაჟიორად უკონკურსოდ ინიშნება შესაბამისი უმაღლესი განათლების მქონე ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, თუ მინისტრის მიერ არ იქნა მიღებული სხვა გადაწყვეტილება.
2. დამამთავრებელ კურსად ჩაითვლება სწავლების ბოლო კურსი.
მუხლი 6🔗
გადაწყვეტილებას კანდიდატის სტაჟიორად დანიშვნის შესახებ იღებს მინისტრი სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წინადადების საფუძველზე.
მუხლი 7🔗
კანდიდატმა სამინისტროში უნდა წარადგინოს:
ა) შევსებული განაცხადის ფორმა სტაჟირებაზე (დანართი №1);
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) ფოტოსურათი;
ე) დიპლომის ასლი (არსებობის შემთხვევაში) ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან დამამთავრებელ კურსზე მისი სწავლების შესახებ.
მუხლი 8🔗
1. სტაჟირების ვადა განისაზღვრება არა უმეტეს 6 თვით.
2. სტაჟიორის მოთხოვნით და სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წარდგინებით მინისტრი უფლებამოსილია გააგრძელოს სტაჟირება 6 თვის ვადით.
3. სტაჟიორს, სტაჟირების ვადის გავლის შემდეგ ეძლევა სტაჟირების გავლის დამადასტურებელი ცნობა.
მუხლი 9🔗
სტაჟიორთა რაოდენობა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში არ უნდა აღემატებოდეს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შტატით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა საერთო რაოდენობის 1/3-ს.
თავი III
სტაჟიორის უფლებები
მუხლი 10🔗
1. სტაჟიორს უფლება აქვს:
ა) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) უშუალო ხელმძღვანელის, რომელსაც განსაზღვრავს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი, თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
გ) გაეცნოს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც ამ სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის სფეროს მიეკუთვნება.
2. სტაჟიორი სამინისტროს სრტუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მითითებითა და უშუალო ხელმძღვანელის მეთვალყურეობით ასრულებს კონკრეტულ, ცალკეულ დავალებებს, რომელიც შეეხება მოცემული სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის საკითხებს.
მუხლი 11🔗
1. სტაჟიორს უფლება აქვს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის წინაშე დასვას საკითხი მისი სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაყვანის შესახებ.
2. მინისტრი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის რეკომენდაციის საფუძველზე სტაჟიორის მოსწრებისა და ცოდნის დონის გათვალისწინებით, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სტაჟიორის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაყვანის შესახებ.
თავი IV
სტაჟიორის მოვალეობანი
მუხლი 12🔗
1. სტაჟიორი მოვალეა:
ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით;
ბ) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება შესაბამისად სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის ან უშუალო ხელმძღვანელის მიერ, სადაც იგი გადის სტაჟირებას;
გ) მუდმივი კონტაქტი იქონიოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეებთან.
2. სტაჟიორი ვალდებულია სტაჟირების პერიოდში სამინისტროს შესაბამისი სტრუქტრურული ქვედანაყოფის უფროსის უშუალო მითითების შემთხვევაში აწარმოოს პირადი მოსწრების დღიური და მასში ასახოს ჩატარებული სამუშაო თემატიკის ჩვენებით.
3. სტაჟიორი ვალდებულია ყოველდღიურად გამოცხადდეს სამინისტროში, რაზეც კონტროლს ახორციელებს მისი უშუალო ხელმძღვანელი.
4. ხელწერილი სამინისტროს დებულებისა და შინაგანაწესის გაცნობის შესახებ თან ერთვის სტაჟიორის პირად საქმეს.
თავი V
სამინისტროს მოვალეობანი
მუხლი 13🔗
სამინისტრო სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
მუხლი 14🔗
1. სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მიერ პირადი მოსწრების დღიურის წარმოებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში). იგი სტაჟიორს პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს და უშუალო ხელმძღვანელთან ერთად აკონტროლებს მათ შესრულებას.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ან უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს მისცეს დავალება და განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია.
მუხლი 15🔗
სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ვალდებულია ყოველკვარტალურად და სტაჟირების ვადის გასვლისთანავე მიაწოდოს ინფორმაცია იურიდიულ დეპარტამენტს სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ.
თავი VI
სტაჟირების გავლის სხვა პირობები
მუხლი 16🔗
1. სტაჟირების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 სამუშაო დღის განმავლობაში სამინისტროში – შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში – გამოუცხადებლობა;
ბ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
გ) პირადი განცხადება;
დ) ამ წესის მე-17 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა.
2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით.
მუხლი 17🔗
იმ შემთხვევაში, თუ სტაჟიორი კანონმდებლობით დადგენილი წესით დაინიშნა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში სამინისტროს საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, მას სტაჟირება ჩაეთვლება გავლილად და ეძლევა შესაბამისი ცნობა.
დანართი №1
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო
განაცხადი სტაჟირებაზე
1. გვარი, სახელი -------------------------------------------------------------------------------------------------
2. დაბადების ადგილი, თარიღი --------------------------------------------------------------------------------
3. მოქალაქეობა ----------------------------------------------------------------------------------------------------
4. პირადობის მოწმობის ნომერი --------------------------------------------------
5. ოჯახური მდგომარეობა --------------------------------------------------------------------------------------
6. საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონი,
ელექტრონული ფოსტა, ფაქსი: ---------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
7. განათლება (როდის რომელი სასწავლებელი დაამთავრეთ)
როდიდან როდემდე სასწავლებელი ფაკულტეტი
8. ამჟამად სწავლობთ თუ არა, მიუთითეთ სად?
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
9. სპეციალობა, კვალიფიკაცია (დიპლომის მიხედვით)
სპეციალობა კვალიფიკაცია
10. რომელ უცხო ენებს ფლობთ, ცოდნის დონე:
შეაფასეთ ცოდნის დონე შემდეგი ტერმინებით: სუსტად, საშუალოდ, კარგად, სრულყოფილად.
ენა კითხვა მეტყველება წერა
11. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
12. რატომ აირჩიეთ სპეციალობა, მოკლედ ჩამოაყალიბეთ თქვენი პროფესიული გეგმები და მიზნები.
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
13. ენერგეტიკის სამინისტროს რომელ სტრუქტურულ ქვედანაყოფში გსურთ სტაჟირების გავლა.
მიუთითეთ ორი სტრუქტურული ქვედანაყოფი პრიორიტეტების მიხედვით.
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
14. შრომითი გამოცდილება
როდიდან-როდემდე უწყება, ორგანიზაცია თანამდებობა უწყების მისამართი,
ორგანიზაციის, სადაც მუშაობდით
15. მიუთითეთ თქვენი კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ: სად, როდის?
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
16. სამხედრო სამსახურისადმი დამოკიდებულება და სამხედრო წოდება: როდის გაქვთ მინიჭებული და რომელი ორგანოს – დაწესებულებისგან
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შევსების თარიღი ---------------------------------------------
ხელმოწერა ---------------------------------------------