⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (06.04.2012)
გაუქმებულია:

,,ტექნიკური რეგლამენტის ,,საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფისათვის საჭირო ეკიპაჟის მინიმალური დასაშვები შემადგენლობის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“

მიღების თარიღი 28.07.2009
ძალის დაკარგვა 06.04.2012
გამომცემი ორგანო ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი
სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.47.052.013.348
გამოქვეყნების წყარო სსმ, 95, 31/07/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,626 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.07.2009 მიღება
06.04.2012 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (9)
თანამდებობა
1. უფროსი მექანიკოსი
2. მეორე მექანიკოსი
3. მესამე მექანიკოსი
4. პირველი კლასის მოტორისტი
5. მეორე კლასის მოტორისტი
6. სულ
თანამდებობა მოწმობა ( STCW კონვენციის წესები)
Grade/capacity Certificate (STCW regulation)
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

,,ტექნიკური რეგლამენტის ,,საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფისათვის საჭირო ეკიპაჟის მინიმალური დასაშვები შემადგენლობის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-style:italic;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-style:italic; text-decoration:underline;} h4 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:normal;} h5 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:normal;} h6 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeading8, li.MsoHeading8, div.MsoHeading8 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Calibri","sans-serif"; font-style:italic;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-style:italic;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.Heading2Char {mso-style-name:"Heading 2 Char"; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} span.Heading3Char {mso-style-name:"Heading 3 Char"; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold; font-style:italic; text-decoration:underline;} span.Heading4Char {mso-style-name:"Heading 4 Char"; font-family:"Times New Roman","serif";} span.Heading5Char {mso-style-name:"Heading 5 Char"; font-family:"Times New Roman","serif";} span.Heading6Char {mso-style-name:"Heading 6 Char"; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} span.Heading8Char {mso-style-name:"Heading 8 Char"; font-family:"Calibri","sans-serif"; font-style:italic;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.BodyTextChar {mso-style-name:"Body Text Char"; font-family:"Times New Roman","serif"; font-style:italic;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; font-family:"Times New Roman","serif";} span.CharChar7 {mso-style-name:" Char Char7"; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.5in 55.3pt 22.4pt 53.85pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.47.052.013.348 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის   უფროსის ბრძანება №93 2009 წლის 28 ივლისი ქ. თბილისი ტექნიკური რეგლამენტის ,,საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფისათვის საჭირო ეკიპაჟის მინიმალური დასაშვები შემადგენლობის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს საზღვაო კოდექსის 62-ე მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 1517 მუხლისა და 50-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, ,,ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის, ,,ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივნისის №128 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის მე-3 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს ,,ტექნიკური რეგლამენტი ,,საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფისათვის საჭირო ეკიპაჟის მინიმალური დასაშვები შემადგენლობის შესახებ“, თანდართულ №1 და №2 დანართებთან ერთად. 2. ამ ბრძანების ამოქმედებამდე კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული მოწმობა უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფისათვის საჭირო ეკიპაჟის მინიმალური შემადგენლობის შესახებ ძალაშია მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე. 3. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფისათვის საჭირო ეკიპაჟის მინიმალური შემადგენლობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 12 დეკემბრის №52 ბრძანება. 4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. ბოკუჩავა ტექნიკური რეგლამენტი ,,საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფისათვის საჭირო ეკიპაჟის მინიმალური დასაშვები შემადგენლობის შესახებ“     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ტექნიკური რეგლამენტი ,,საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფისათვის საჭირო ეკიპაჟის მინიმალური დასაშვები შემადგენლობის შესახებ“ (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) განსაზღვრავს უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფისათვის საჭირო გემის ეკიპაჟის მინიმალური შემადგენლობის (შემდგომში – ეკიპაჟის მინიმალური შემადგენლობა) წევრთა რაოდენობას/თანამდებობებს გემის საერთო ტევადობის, მთავარი ძალური დანადგარის სიმძლავრის, ნაოსნობის რაიონის, გემის მუშაობის პირობებისა და დანიშნულების გათვალისწინებით. 2. უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფისათვის საჭირო ეკიპაჟის მინიმალური შემადგენლობის შესახებ მოწმობის (შემდგომში – მოწმობა) გაცემას, გაცემაზე უარის თქმას, მოქმედების ვადის გაგრძელებას, მოწმობაში ცვლილებ(ებ)ის შეტანას, მოწმობის დუბლიკატის გაცემას, მოწმობით დადგენილი პირობების დაცვაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია, თავისი სტრუქ-ტურული ქვედანაყოფის – საზღვაო ტრანსპორტის დეპარტამენტის (შემდგომში – ადმინისტრაცია) მეშვეობით. 3. ეს ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება ,,საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში“ რეგისტრირებულ გემზე. 4. იმ გემის ეკიპაჟის მინიმალური შემადგენლობა, რომლის საერთო ტევადობა 100 ტონა და ნაკლებია და იგი გამოიყენება საერთაშორისო ნაოსნობისათვის, ან საერთო ტევადობა 100 ტონაზე მეტია, ან სიგრძე 20 მეტრი და მეტია, განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის და მისი დანართი №1-ის შესაბამისად. 5. თუ 100 ტონა და ნაკლები საერთო ტევადობის გემი ახორციელებს ნაოსნობას ნავსადგურის აკვატორიაში, გარე რეიდის ფარგლებში და ნავსადგურიდან არა უმეტეს 12 საზღვაო მილის მოშორებით, მაშინ მისი ეკიპაჟის მინიმალურ შემადგენლობას განსაზღვრავს ადმინისტრაცია, გემთმფლობელის წერილობითი განცხადების საფუძველზე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ნაოსნობის რაიონის, მუშაობის პირობებისა და გემის დანიშნულების შესაბამისად. 6. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული გემის მთავარი ძალური დანადგარის სიმძლავრე 75 კილოვატი და მეტია, მაშინ მისი ეკიპაჟის მინიმალურ შემადგენლობაში შემავალი მექანიკოსების რაოდენობა განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1-ის შესაბამისად. 7. განცხადება მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შეტანილ უნდა იქნეს ადმინისტრაციაში მოწმობის მოქმედების ვადის გასვლამდე არანაკლებ 2 დღით ადრე. 8. აკრძალულია იმ გემის ნავსადგურიდან გასვლა, რომლის ეკიპაჟის მინიმალური შემადგენლობის რაოდენობა/თანამდებობები მოწმობაში დადგენილზე ნაკლებია/დაბალია. 9. გემთმფლობელი ვალდებულია ნაოსნობის დროს გემი დააკომპლექტოს ეკიპაჟის მინიმალური შემადგენლობით, ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვა-ლისწინებული მოთხოვნებისა და მოქმედი მოწმობის შესაბამისად.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. გემის უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფისათვის საჭირო ეკიპაჟის მინიმალური შემადგენლობა – გემის ეკიპაჟის წევრთა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მინიმალური შემადგენლობა, რაც აუცილებელია ნაოსნობის უსაფრთხოების, გემზე ტვირთის, ბარგის, სამუშაო და დასვენების დროის რეჟიმის, აგრეთვე გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად. 2. ნაოსნობის შეზღუდული რაიონი – სანაპიროს გასწვრივ, ნაპირიდან არა უმეტეს 200 საზღვაო მილისა და არა უმეტეს 600 საზღვაო მილით დაშორებულ უახლოეს თავშესაფარ ნავსადგურებს შორის არსებული საზღვაო რაიონი. 3. ნაოსნობის შეუზღუდავი რაიონი – ნაოსნობის შეზღუდული რაიონის ფარგლებს გარეთ მდებარე საზღვაო რაიონი. 4. GMDSS – საზღვაო კავშირის გლობალური სისტემა, რომელიც გამოიყენება ძიებისა და უბედური შემთხვევების დროს. 5. GOC – ნაოსნობის შეუზღუდავი რაიონის რადიოოპერატორის სერტიფიკატი. 6. ROC – ნაოსნობის შეზღუდული რაიონის რადიოოპერატორის სერტიფიკატი. 7. მოწმობა უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფისათვის საჭირო ეკიპაჟის მინიმალური შემადგენლობის შესახებ – ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №2-ით გათვალისწინებული დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს გემის ეკიპაჟის წევრთა იმ მინიმალურ შემადგენლობას (რაოდენობისა და თანამდებობის გათვალისწინებით), რაც აუცილებელია ნაოსნობის უსაფრთხოების, გემზე ტვირთის, ბარგის, სამუშაო და დასვენების დროის რეჟიმის, აგრეთვე გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად. 100 ტონა და ნაკლები საერთო ტევადობის გემისათვის, რომელიც არ ახორციელებს საერთაშორისო ნაოსნობას, მოწმობა შეიძლება წარმოადგენდეს გემის ბილეთის შემადგენელ ნაწილს. 8. გემის ენერგეტიკული (სამანქანო) განყოფილების ავტომატიზებული მართვის სისტემა (,,UM“) – გემის ენერგეტიკული დანადგარის ავტომატიზებული მართვის სისტემა, რომლის არსებობა გემზე არ მოითხოვს მუდმივი ვახტის გაწევის მორიგეობას. 9. პირველი კლასის მატროსი – გემის სავალი ნავიგაციის ვახტზე დგომის უფლების მქონე მატროსი. 10. მეორე კლასის მატროსი – მატროსი, რომელსაც არა აქვს გემის სავალი ნავიგაციის ვახტზე დგომის უფლება. 11. პირველი კლასის მოტორისტი – გემის სავალ სამანქანო ვახტზე დგომის უფლების მქონე მოტორისტი. 12. მეორე კლასის მოტორისტი – მოტორისტი, რომელსაც არა აქვს გემის სავალ სამანქანო ვახტზე დგომის უფლება. 13. A1 – საზღვაო რაიონი, რომელიც შემოფარგლულია საზღვაო სანაპიროთი და ულტრა მოკლე სიხშირის GMDSS-ის სისტემის რადიოტელეფონის სადგურიდან 25 საზღვაო მილის წრეწირის რკალით. 14. თავშესაფარი ნავსადგური – ნავსადგური, სადაც, ნაოსნობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გემს შეუძლია შეაფაროს თავი.     მუხლი 3🔗. ეკიპაჟის მინიმალური შემადგენლობის ძირითადი ფუნქციები ეკიპაჟის მინიმალურმა შემადგენლობამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი ძირითადი ფუნქციების შესრულება: ა) გემის უსაფრთხო მართვა; ბ) მგზავრთა უსაფრთხოება; გ) გემის მექანიკური დანადგარის, ელექტრომოწყობილობისა და მართვის სისტემის მუშა მდგომარეობის შენარჩუნება; დ) მუდმივი რადიოკავშირის არსებობა; ე) გემის ტექნიკური მომსახურება და გადაუდებელი რემონტი; ვ) გემზე ტვირთის, ბარგის, აგრეთვე გარემოს დაცვა: ზ) სამუშაო და დასვენების დროის რეჟიმის დაცვა.     მუხლი 4🔗. მოთხოვნები გემის ეკიპაჟის მინიმალური შემადგენლობის განსაზღვრისას 1. ეკიპაჟის მინიმალურ შემადგენლობაში არ შედიან მგზავრთა, სამეთაურო შემადგენლობისა და ეკიპაჟის წევრთა მომსახურე პირები. 2. თუ გემის ეკიპაჟის მინიმალური შემადგენლობა 10 წევრზე მეტია, მაშინ ეკიპაჟის მინიმალურ შემადგენლობაში სავალდებულოდ შეყვანილ უნდა იქნეს მზარეული. 3. იმ გემის ეკიპაჟის მინიმალურ შემადგენლობაში, რომლის მთავარ ძალურ დანადგარს წარმოადგენს ელექტროძრავი, სავალდებულოდ შეყვანილ უნდა იქნეს ერთი პირველი ან მეორე თანრიგის ელექტროინჟინერი. 4. GMDSS რადიომოწყობილობით აღჭურვილ გემს, რომელიც ნაოსნობას ახორციელებს A1 რაიონში, უნდა ჰყავდეს მინიმუმ ორი მეზღვაური GO C სერტიფიკატით. 5. GMDSS რადიომოწყობილობით აღჭურვილ გემს, რომელიც ნაოსნობას ახორციელებს A1 რაიონის ფარგლებს გარეთ და გემთმფლობელს დადებული აქვს სანაპირო საბაზო მომსახურების ხელშეკრულება, უნდა ჰყავდეს: ა) ორი მეზღვაური GOC სერტიფიკატით ან ერთი მეზღვაური RO C სერტიფიკატით, იმ შემთხვევაში, თუ გემს ჰყავს ერთი პირველი თანრიგის ელექტროინჟინერი; ბ) პირველი ან მეორე თანრიგის ერთი ელექტროინჟინერი ან ერთი მეზღვაური RO C სერ ტიფიკატით.     მუხლი 5🔗. მოწმობის მოქმედების ვადა, მოქმედების ვადის გაგრძელება. მოწმობაში ცვლილებ(ებ)ის შეტანა 1. მოწმობა გაიცემა 1 წლის ვადით. 2. მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელება იმავე პირობებით, რა პირობებითაც იგი გაცემული იყო, ხორციელდება გემთმფლობელის წერილობითი განცხადების საფუძველზე, განცხადების ადმინისტრაციაში რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. 3. მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელება სხვა პირობებით ან მოწმობაში ცვლილებ(ებ)ის შეტანა გემთმფლობელის, გემის კლასის, ავტომატიზების დონის, ტექნიკურ-საექსპლუატაციო მახასიათებლების და/ან ნაოსნობის რაიონის შეცვლის, აგრეთვე ეკიპაჟის სამუშაო და დასვენების დროის რეჟიმის ცვლილების გამო, ხორციელდება გემთმფლობელის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს შეცვლილი პირობ(ებ)ის ან მოწმობაში ცვლილებ(ებ)ის შეტანის მიზეზ(ებ)ის დამამტკი-ცებელი საბუთ(ებ)ი. 4. მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელება და მოწმობაში ცვლილების შეტანა ნიშნავს მოქმედი მოწმობის დაბრუნებას ადმინისტრაციისათვის და ახალი მოწმობის გაცემას.  5. მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მისი დუბლიკატი გაიცემა გემთმფლობელის განცხადების საფუძველზე. დუბლიკატის ზედა მარჯვენა კუთხეში კეთდება წარწერა ,,დუბლიკატი“.     მუხლი 6🔗. მოწმობის შინაარსი 1. მოწმობა ივსება ინგლისურ (გარდა იმ შემთხევისა, როდესაც მოწმობა წარმოადგენს გემის ბილეთის განუყოფელ ნაწილს) და ქართულ ენებზე და მასში აღინიშნება: ა) გემისა და მისი მიწერის ნავსადგურის სრული სახელწოდება; ბ) სახმობი და ამოცნობის ნიშნები; გ) IMO-ს მიერ მინიჭებული გემის ნომერი;  დ) გემის საერთო ტევადობა; ე) მთავარი ძალური დანადგარის სიმძლავრე; ვ) გემის ტიპი; ზ) ნაოსნობის (გადაზიდვა-გადაყვანის) რაიონი; თ) კომპანია-ოპერატორი (მიეთითება პირი, რომელიც ახორციელებს გემის ექსპლუატაციას); ი) მონაცემი გემის ენერგეტიკული (სამანქანო) განყოფილების ავტომატიზებული მართვის სისტემის არსებობის შესახებ; კ) გემის ეკიპაჟის მინიმალური შემადგენლობის წევრთა რაოდენობა და თანამდებობები; ლ) სპეციალური მოთხოვნები (მიეთითება GOC ან/და ROC სერტიფიკატის მქონე პირთა რაოდენობა და სხვა განსაკუთრებული აღნიშვნები); მ) მოწმობის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა; ნ) მოწმობის გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და აღნიშნული ორგანოს ბეჭედი. 2. მოწმობაში სავალდებულოდ მიეთითება, რომ მასში აღნიშნული გემი, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ითვლება დაკომპლექტებულად, თუ ზღვაში გასვლისას მასზე იმყოფება ამ მოწმობაში მითითებული გემის ეკიპაჟის მინიმალური შემადგენლობის წევრთა რაოდენობისა და თანამდებობების შესატყვისი პერსონალი. დანართი №1 ეკიპაჟის მინიმალური შემადგენლობა სანავიგაციო შემადგენლობა, გემის საერთო ტევადობის მიხედვით (ტონებში) ნაოსნობის შეზღუდული რაიონისათვის ცხრილი I № თანამდებობა >100 – 500 >500 – 1000 >1000– 3000 >3000– 5000 >5000 – 15 000 >15000 – 20000 >20000 1. კაპიტანი 1 1 1 1 1 1 1 2. უფროსი თანაშემწე - 1 1 1 1 1 1 3. შტურმანი/თანა-შემწე - - - 1 1 2 2 4. პირველი კლასის მატროსი 1 2 2 2 3 3 3 5. მეორე კლასის მატროსი - 1 1 2 3 6. სულ 2 4 5 6 6 9 10 ნაოსნობის შეუზღუდავი რაიონისათვის  ცხრილი II № თანამდებობა 500–1000 >1000– 3000 >3000– 5000 >5000– 15000 >15000– 20 000 >20000 1. კაპიტანი 1 1 1 1 1 1 2. უფროსი თანაშემწე 1 1 1 1 1 1 3. შტურმანი/თანაშემწე - - 1 2 2 2 4. პირველი კლასის მატროსი 2 2 2 3 3 3 5. მეორე კლასის მატროსი 1 1 1 1 2 3 6. სულ 5 5 6 8 9 10 ენერგეტიკული (სამანქანო) განყოფილების ავტომატიზებული მართვის სისტემის არმქონე გემის სამანქანო შემადგენლობა, გემის მთავარი ძალური დანადგარის სიმძლავრის მიხედვით (კვტ-ში) ნაოსნობის შეზღუდული რაიონისათვის ცხრილი III № თანამდებობა 75– 750 >750– 1500 >1500– 3000 >3000– 6000 >6000 – 8000 > 8000 1. უფროსი მექანიკოსი 1 1 1 1 1 1 2. მეორე მექანიკოსი  - - - - 1 1 3. მესამე მექანიკოსი -  1 1 1  – 1 4. პირველი კლასის მოტორისტი 1 1 2  2 2 3 5. მეორე კლასის მოტორისტი - - - 1 1 1 6. სულ 2 3 4 5 5 7 ნაოსნობის შეუზღუდავი რაიონისათვის ცხრილი IV № თანამდებობა 350– 750 >750– 1500 >1500– 3000 >3000– 6000 >6000– 8000 > 8000 1. უფროსი მექანიკოსი 1 1 1 1 1 1 2. მეორე მექანიკოსი - - - 1 1 1 3. მესამე მექანიკოსი - 1 1 1 1 1 4. პირველი კლასის მოტორისტი 1 1 2  2 2 3 5. მეორე კლასის მოტორისტი - - - 1 1 1 6. სულ 2 3 4 6 6 7 ენერგეტიკული (სამანქანო) განყოფილების ავტომატიზებული მართვის სისტემის მქონე გემის სამანქანო შემადგენლობა, გემის მთავარი ძალური დანადგარის სიმძლავრის მიხედვით (კვტ-ში) ნაოსნობის შეზღუდული რაიონისათვის  ცხრილი V № თანამდებობა <750 >750 – 1500 >1500– 3000 >3000– 6000 >6000 – 8000 > 8000 1. უფროსი მექანიკოსი 1 1 1 1 1 1 2. მეორე მექანიკოსი - - - 1 1 1 3. მესამე მექანიკოსი - - 1 - - - 4. პირველი კლასის მოტორისტი - - - 1 1 1 5. მეორე კლასის მოტორისტი - 1 1 1 1 2 სულ 1 2 3 4 4 5 ნაოსნობის შეუზღუდავი რაიონისათვის ცხრილი VI № თანამდებობა <750 >750 – 1500 >1500–  3000 >3000– 6000 >6000– 8000 > 8000 1. უფროსი მექანიკოსი 1 1 1 1 1 1 2. მეორე მექანიკოსი - - - 1 1 1 3. მესამე მექანიკოსი - - 1 - - - 4. პირველი კლასის მოტორისტი - 1 1 1 1 2 5. მეორე კლასის მოტორისტი 1 - 1 2 2 2 სულ 2 2 4 5 5 6 დანართი №2 (გვ . 1) მოწმობა უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფისათვის საჭირო ეკიპაჟის მინიმალური შემადგენლობის შესახებ გაცემულია ,,ზღვაზე სიცოცხლის უსაფრთხოების შესახებ” 1974 წლის საერთაშორისო კონვენციის წესების V/14 (2) დებულებათა შესაბამისად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ გემის მონაცემები : გემის სახელწოდება საერთო ტევადობა: ეროვნული 1969 წლის „ხომალდების გაზომვის შესახებ “ კონვენცია სახმობი და ამოცნობის ნიშნები IMO-ს ნომერი მთავარი ძალური დანადგარის სიმძლავრე (კვტ) მიწერის ნავსადგური       გემის ტიპი ენერგეტიკული (სამანქანო) განყოფილების ავტომატიზებული მართვის სისტემა                        კი/არა კომპანია-ოპერატორი: –------------------------------- ნაოსნობის რაიონი ამ დოკუმენტში მითითებული გემი, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ითვლება დაკომპლექტებულად, თუ ზღვაში გასვლისას მასზე იმყოფება ქვემოდ მოყვანილ ცხრილში მითითებული გემის ეკიპაჟის მინიმალური შემადგენლობის წევრთა რაოდენობისა და თანამდებობების შესატყვისი პერსონალი. თანამდებობა მოწმობა ( STCW კონვენციის წესები) რაოდენობა თანამდებობა მოწმობა ( STCW კონვენციის წესები) რაოდენობა კაპიტანი პირველი ან მეორე თანრიგის ელექტროინჟინერი უფროსი თანაშემწე ბოცმანი შტურმანი/ თანაშემწე პირველი კლასის მატროსი მეორე კლასის მატროსი უფროსი მექანიკოსი პირველი კლასის მოტორისტი მეორე კლასის მოტორისტი მეორე მექანიკოსი მზარეული ვახტზე მდგომი მექანიკოსი ელექტრიკოსი სპეციალური მოთხოვნები: მოწმობის გაცემის თარიღი ,,-------” ------------ 200-წ. მოწმობის მოქმედების ვადა ,,-------” ------------ 200-წ. უფლებამოსილი პირი –––––––––––––––––––– ბ.ა. დანართი №2 (გვ . 2) MINIMUM SAFE MANNING DOCUMENT Issued under the provisions of regulation V/14 (2) of the INTERNATIONAL CONVENTION FOR THE SAFETY OF LIFE AT SEA, 1974, as amended under the authority of the Government of the Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgia by UNITED TRANSPORT ADMINISTRATION Particulars of ship: Name of ship Gross tonnage : National International Tonnage Convention, 1969 Distinctive number or letters IMO number Main propulsion power (KWT) Port of registry Vessel type Periodically unattended machinery space                      yes / no Operating Company : Trading area : The ship named in this document is considered to be safety manned if, when it proceeds to sea, it carries not less than the number and grades/capacities of personnel specified in the table belowe Grade/capacity Certificate (STCW regulation) Number of persons Grade/capacity Certificate (STCW regulation) Number of persons Master Radio Officer Chief Officer Boatswain Officer in charge of navigational watch Watch keeping Deck ratings/ Deck ratings Chief Engineer Watch keeping Engine ratings / Engine ratings Second Engineer Cook Officer in charge of an engineering watch Electrician Special requirements or conditions, if any: Date of issue: „--------“ ------------------- 200---. Authorized Official –––––––––––––––––––– Seal This Document is valid till: „------“ --------------- 200--.