⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (30.08.2011)
გაუქმებულია:

,,ტექნიკური რეგლამენტის ,,მეზღვაურის წიგნაკის დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 28.07.2009
ძალაში შესვლა 01.01.2010
ძალის დაკარგვა 30.08.2011
გამომცემი ორგანო ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი
ნომერი №94
სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.47.052.013.349
გამოქვეყნების წყარო სსმ, 95, 31/07/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,591 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.07.2009 მიღება
01.01.2010 ძალაში შესვლა
30.08.2011 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

,,ტექნიკური რეგლამენტის ,,მეზღვაურის წიგნაკის დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესების დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:Academic; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoToc1, li.MsoToc1, div.MsoToc1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:27.0pt; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"Academic","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.BodyTextIndent2Char {mso-style-name:"Body Text Indent 2 Char"; font-family:"Academic","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:45.1pt 37.3pt .5in 53.85pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.47.052.013.349 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის  უფროსის  ბრძანება №94 2009 წლის 28 ივლისი ქ. თბილისი ტექნიკური რეგლამენტის ,,მეზღვაურის წიგნაკის დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესების“ დამტკიცების შესახებ ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 15​17 მუხლის, ,,ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის და ,,ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივნისის №128 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის მე-3 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს ტექნიკური რეგლამენტი ,,მეზღვაურის წიგნაკის დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესები“, თანდართულ №1 და №2 დანართებთან ერთად. 2. ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული მეზღვაურის წიგნაკი ინარჩუნებს ძალას მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან. გ. ბოკუჩავა ტექნიკური რეგლამენტი მეზღვაურის წიგნაკის დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესები     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ტექნიკური რეგლამენტი ,,მეზღვაურის წიგნაკის დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესები“ (შემდგომში – წესები) განსაზღვრავს მეზღვაურზე გასაცემი მეზღვაურის წიგნაკის ფორმას, მისი დამზადების, გაცემის, შეცვლის, მოქმედების ვადის გაგრძელებისა და ჩამორთმევის პირობებს. 2. მეზღვაურის წიგნაკის ბლანკის დამზადების ორგანიზებას, მეზღვაურის წიგნაკის გაცემას, შეცვლას, მოქმედების ვადის გაგრძელებას და მეზღვაურის წიგნაკის მფლობელების მონაცემთა ელექტრონული ბაზის წარმოებას ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია, თავისი სტრუქტურული ქვედანაყოფის – საზღვაო ტრანსპორტის დეპარტამენტის (შემდგომში – ადმინისტრაცია) მეშვეობით. 3. მეზღვაურის წიგნაკის გაცემა, გაცემაზე უარის თქმა, მოქმედების ვადის გაგრძელება და მისი შეცვლა ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თავი VI-ით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. 4. მოქმედ მეზღვაურის წიგნაკში არსებული ჩანაწერის გადახაზვა, წაშლა, მეზღვაურის წიგნაკის დაშლა ან/და მისი გაყალბება აკრძალულია. პირი, რომელიც დაარღვევს ამ მოთხოვნას, პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 5. მეზღვაურს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი მოქმედი მეზღვაურის წიგნაკი. 6. მეზღვაურის წიგნაკი უნდა ინახებოდეს უშუალოდ მის მფლობელ მეზღვაურთან ან გემის კაპიტანთან. 7. მეზღვაურის წიგნაკი არ ცვლის საქართველოს მოქალაქის პასპორტს და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას. 8. ამ წესების მოქმედება არ ვრცელდება სამხედრო-საზღვაო გემზე დასაქმებულ მეზღვაურზე.     მუხლი 2🔗. წესში გამოყენებული ტერმინების განმარტება 1. ამ წესების მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) მეზღვაურის წიგნაკი – მეზღვაურის პირადობის დამადასტურებელი საბუთი, რომელშიც აგრეთვე შეიტანება მონაცემები გემის ეკიპაჟის წევრად მეზღვაურის შრომითი საქმიანობის შესახებ; ბ) მეზღვაურის წიგნაკის ბლანკი – ამ წესების დანართი №1-ის შესაბამისად პოლიგრაფიული წესით დამზადებული შეუვსებელი ფორმა. 2. საზღვაო დიპლომი/მოწმობა, სუპერინტენდანტი – ამ ტერმინებს აქვთ ,,მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები.     მუხლი 3🔗. პირები, რომლებზეც გაიცემა მეზღვაურის წიგნაკი ადმინისტრაცია გასცემს მეზღვაურის წიგნაკს: ა) საქართველოს მოქალაქეობის მქონე მეზღვაურზე; ბ) მეზღვაურზე, რომელსაც აქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბინადრობის მოწმობა; გ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის/საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, ბინადრობის მოწმობის ან სასწავლო ვიზის მქონე საქართველოს საზღვაო სასწავლებლის კურსანტზე, რომელიც საზღვაო პრაქტიკას გადის გემზე; დ) საქართველოში რეგისტრირებული სანაოსნო კომპანიის სუპერინტენდანტზე; ე) ადმინისტრაციის მოსამსახურეზე, რომლის სამსახურებრივი მოვალეობები დაკავშირებულია გემის ტექნიკური ექსპლუატაციისა და ნაოსნობის უსაფრთხოების ზედამხედველობასთან.     მუხლი 4🔗. მეზღვაურის წიგნაკის შინაარსი 1. მეზღვაურის წიგნაკი შედგება სამი ნაწილისაგან: ა) ნაწილი I – ,,მეზღვაურის პირადობის დამადასტურებელი მონაცემები“; ბ) ნაწილი II – ,,მონაცემები მეზღვაურის შრომითი საქმიანობის შესახებ“. გ) ნაწილი III – ,,სასაზღვრო-საკონტროლო ორგანოების აღნიშვნები“. 2. ჩანაწერებს მეზღვაურის წიგნაკში ახორციელებს: ა) ნაწილ I-ში – ადმინისტრაცია; ბ) ნაწილ II-ში: ბ.ა) შესაბამისი დამსაქმებელი-გემთმფლობელი, მეზღვაურის სამუშაოზე მიღების ან სამუშაოდან გათავისუფლების დროს; ბ.ბ) ადმინისტრაცია, მეზღვაურის სამუშაოზე მიღებისას, დამსაქმებელი-გემთმფლობელის წერილობითი მიმართვის შემთხვევაში; გ) ნაწილ III-ში – შესაბამისი სახელმწიფოს სასაზღვრო-საკონტროლო ორგანო. 3. მეზღვაურის წიგნაკის ბლანკის აღწერა და მასში ჩანაწერების შესრულების წესი მოცემულია დანართ №1-ში.     მუხლი 5🔗. განცხადება მეზღვაურის წიგნაკის გაცემის შესახებ და მასზე თანდართული საბუთები 1. მეზღვაურის წიგნაკის მაძიებელი ადმინისტრაციას წარუდგენს წერილობით განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს და რომელსაც თან უნდა ერთოდეს: ა) საქართველოს მოქალაქის პასპორტის/საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი – თუ მაძიებელი საქართველოს მოქალაქეა; ბ) ბინადრობის მოწმობის ან სასწავლო ვიზის ასლი – თუ მაძიებელი საქართველოში მცხოვრები ან საქართველოს საზღვაო სასწავლებლის კურსანტი უცხოელია; გ) ცნობა ნაოსნობისათვის ჯანმრთელობის მდგომარეობის ვარგისობის შესახებ, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მაძიებლის სქესის, სიმაღლის, თვალის ფერის და განსაკუთრებული ფიზიკური ნიშნების შესახებ; დ) საზღვაო დიპლომის/მოწმობის ასლი (გარდა ამ პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს საზღვაო სასწავლებლის კურსანტისა); ე) საქართველოს საზღვაო სასწავლებლის წერილობითი შუამდგომლობა ამ სასწავლებლის კურსანტზე მეზღვაურის წიგნაკის გაცემის შესახებ – იმ შემთხვევაში, როდესაც კურსანტმა უნდა გაიაროს საზღვაო პრაქტიკა გემზე; ვ) საქართველოში რეგისტრირებული სანაოსნო კომპანიის წერილობითი შუამდგომლობა ამ კომპანიის სუპერინტენდანტზე მეზღვაურის წიგნაკის გაცემის შესახებ – იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნულმა პირმა უნდა შეასრულოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობები ამ სანაოსნო კომპანიის გემზე; ზ) ორი ფოტოსურათი ზომით 30X40 მმ; თ) სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი. 2. მეზღვაურის წიგნაკი ჩაითვლება გაცემულად, თუ იგი მაძიებელს გადაეცემა ამ წესების მოთხოვნათა დაცვით შევსებული და მაძიებლის მიერ წარმოდგენილი მონაცემების შესაბამისი ჩანაწერებით.     მუხლი 6🔗. მეზღვაურის წიგნაკის მოქმედების ვადა და მოქმედების ვადის გაგრძელება 1. მეზღვაურის წიგნაკის მოქმედების ვადა არის 10 წელი მისი გაცემის დღიდან. 2. მეზღვაურის წიგნაკის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ მეზღვაურზე, ამ წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით, გაიცემა ახალი მეზღვაურის წიგნაკი. 3. თუ მეზღვაურის წიგნაკის მოქმედების ვადა ამოიწურება მეზღვაურის საზღვარგარეთ ნაოსნობისას, მაშინ შესაბამისი გემის კაპიტნის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, მეზღვაურის წიგნაკის მოქმედების ვადას აგრძელებს ადმინისტრაცია იმ პერიოდით, რაც აუცილებელია გემის მისასვლელად პირველივე ნავსადგურამდე, სადაც შესაძლებელია ვადაგასული მეზღვაურის წიგნაკის მფლობელის ჩანაცვლება სხვა მეზღვაურით. მეზღვაურის წიგნაკის მოქმედების ვადის გაგრძელება ხორციელდება ადმინისტრაციის წერილის საფუძველზე, რომლის ტიპური ფორმა მოცემულია ამ წესების დანართ №2-ში.     მუხლი 7🔗. მეზღვაურის წიგნაკის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები ადმინისტრაცია არ გასცემს მეზღვაურის წიგნაკს, თუ: ა) მეზღვაურის წიგნაკის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი განცხადება ან/და თანდართული საბუთები არ აკმაყოფილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ან/და ამ წესების მოთხოვნებს და ეს ხარვეზ(ებ)ი ადმინისტრაციის მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა გამოსწორებული მეზღვაურის წიგნაკის მაძიებლის მიერ; ბ) მეზღვაურის წიგნაკის მაძიებელი ვერ აკმაყოფილებს ამ წესებით დადგენილ მოთხოვნებს; გ) მეზღვაურის წიგნაკის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საბუთები ყალბია; დ) არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული უარის თქმის სხვა საფუძველი.     მუხლი 8🔗. მეზღვაურის წიგნაკის შეცვლა 1. მეზღვაურის წიგნაკი ექვემდებარება შეცვლას შემდეგ შემთხვევებში: ა) მეზღვაურის სახელის, გვარის ან/და მეზღვაურის წიგნაკით გათვალისწინებული მისი სხვა პირადი მონაცემის შეცვლისას; ბ) მეზღვაურის წიგნაკის ჩანაწერებში უზუსტობ(ებ)ის გამოვლენისას; გ) მეზღვაურის წიგნაკის ნაწილ II-სა ან/და ნაწილ III-ში ჩანაწერებისათვის განსაზღვრული ფურცლების გახარჯვისას; დ) მეზღვაურის წიგნაკის გამოყენებისათვის უვარგისობისას (გაცვეთა, დაზიანება) ან დაკარგვისას. 2. მეზღვაურის წიგნაკის შესაცვლელად მისმა მფლობელმა ადმინისტრაციას უნდა მიმართოს შესაბამისი განცხადებით, რომელსაც თან უნდა დაურთოს ამ წესების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბუთები და შესაცვლელი მეზღვაურის წიგნაკი (გარდა მეზღვაურის წიგნაკის დაკარგვის შემთხვევისა). 3. თუ მეზღვაურმა შეიცვალა სახელი, გვარი, სხვა პირადი მონაცემი ან გამოვლინდა უზუსტობა მეზღვაურის წიგნაკის ჩანაწერში, მაშინ მეზღვაურის წიგნაკის შეცვლის განცხადებას დამატებით უნდა დაერთოს ამ გარემოებათა დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი. 4. დაკარგული მეზღვაურის წიგნაკი მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში აღირიცხება ცალკე და აიყვანება კონტროლზე ადმინისტრაციის მიერ. 5. დაკარგული მეზღვაურის წიგნაკი ძალადაკარგულად ჩაითვლება ახალი მეზღვაურის წიგნაკის გაცემის დღიდან. 6. ნაპოვნი მეზღვაურის წიგნაკი ბარდება ადმინისტრაციას, იხსნება კონტროლიდან და მეზღვაურის წიგნაკის მფლობელების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში სათანადო ინფორმაციის შეტანის შემდეგ ნადგურდება შესაბამისი აქტის გაფორმებით. 7. მეზღვაურის წიგნაკი მისი ანულირების შემდეგ, ახალ მეზღვაურის წიგნაკთან ერთად უბრუნდება მფლობელს. მეზღვაურის წიგნაკის ანულირება ნიშნავს მეზღვაურის წიგნაკის პერფორაციას (გახვრეტას) მთელ სისქეზე და სათანადო ინფორმაციის შეტანას მეზღვაურის წიგნაკის მფლობელების მონაცემთა ელექტრონულ ბაზასა და მეზღვაურთა წიგნაკების უწყებრივ რეესტრში.     მუხლი 9🔗. გამოყენებისათვის უვარგისი მეზღვაურის წიგნაკის ბლანკის ჩამოწერა მეზღვაურის წიგნაკის ბლანკის ფიზიკური დაზიანების ან ადმინისტრაციის მიერ მისი შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო გამოყენებისათვის უვარგისი მეზღვაურის წიგნაკის ბლანკის ჩამოწერას ახორციელებს ადმინისტრაცია, ჩამოწერის აქტის გაფორმებით.     მუხლი 10🔗. მეზღვაურის წიგნაკის ჩამორთმევა ან მისი ძალის დაკარგვა 1. თუ მეზღვაურის წიგნაკის გაცემის შემდეგ დადგინდება, რომ მეზღვაურის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ი, რომლის საფუძველზეც გაიცა აღნიშნული წიგნაკი, ყალბია, ან მეზღვაურის წიგნაკში თვითნებურად არის შეტანილი შესწორება, მაშინ ადმინისტრაცია ან სხვა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოართვას მფლობელს აღნიშნული მეზღვაურის წიგნაკი. 2. მეზღვაურის წიგნაკი კარგავს ძალას, თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მის მფლობელს შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი.     მუხლი 11🔗. მეზღვაურის წიგნაკების აღრიცხვა 1. ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს გაცემული მეზღვაურის წიგნაკების აღრიცხვა და შესაბამისი მონაცემების ელექტრონული ბაზის შექმნა. 2. მონაცემების ელექტრონულ ბაზაში შეიტანება: ა) მეზღვაურის სრული სახელი და გვარი, როგორც ეს მეზღვაურის წიგნაკშია ჩაწერილი; ბ) მეზღვაურის წიგნაკის ნომერი; გ) მეზღვაურის წიგნაკის გაცემის და მისი მოქმედების ვადის გასვლის თარიღი; დ) მეზღვაურის წიგნაკში არსებული ბიომეტრიული მონაცემები (სიმაღლე, თვალის ფერი); ე) მეზღვაურის განსაკუთრებული ფიზიკური ნიშანი, რომლითაც შეიძლება მისი იდენტიფიცირება; ვ) მეზღვაურის ფოტოსურათი. 3. მონაცემების ელექტრონულ ბაზაში შეტანილი მეზღვაურის წიგნაკის მფლობელის პერსონალური მონაცემები კონფიდენციალურია. ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის დაცვა არასანქცირებული შეღწევისაგან. 4. მეზღვაურს უფლება აქვს შეუზღუდავად გაეცნოს მონაცემების ელექტრონულ ბაზაში მის შესახებ შეტანილ ჩანაწერებს. 5. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს წერილობითი მოთხოვნით, ადმინისტრაცია ვალდებულია მიაწოდოს მას ინფორმაცია მეზღვაურის წიგნაკის მფლობელების მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, რომელიც შეეხება მეზღვაურის წიგნაკის ნამდვილობას. 6. ადმინისტრაცია, მეზღვაურის წიგნაკის მფლობელების მონაცემთა ელექტრონული ბაზის გარდა, აწარმოებს მეზღვაურთა წიგნაკების უწყებრივ რეესტრს. დანართი №1 მეზღვაურის წიგნაკის ბლანკის აღწერა და მასში ჩანაწერების შესრულების წესი     მუხლი 1🔗. მანქანაკითხვადი მეზღვაურის წიგნაკის ბლანკი მეზღვაურის წიგნაკის ბლანკი (შემდგომში – წიგნაკი) არის მანქანა-კითხვადი დოკუმენტი, რომლის გვერდები უნდა განთავსდეს ისე, რომ გამოჩნდეს ავტომატურად წასაკითხი არე გვერდის გარეთა კიდის გასწვრივ, აკინძვის მხარის საპირისპიროდ.     მუხლი 2🔗. წიგნაკის ფორმატი და გვერდების რაოდენობა 1. წიგნაკის ფორმატი უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტს ISO/IEC 7501-1 ,,საიდენტიფიკაციო ბარათები – მანქანა-კითხვადი სამგზავრო დოკუმენტები“. 2. წიგნაკი უნდა შეიცავდეს 60 დანომრილ გვერდს (წინა და უკანა ყდების შიდა გვერდების (პირების) გარდა), მათ შორის: ა) მე-2 გვერდს – მეზღვაურის პირადობის დამადასტურებელი მონაცემებისათვის; ბ) 3-29 გვერდებს – მეზღვაურის შრომითი საქმიანობის შესახებ მონაცემებისათვის; გ) 30-60 გვერდებს – სასაზღვრო-საკონტროლო ორგანოების აღნიშვნებისათვის.     მუხლი 3🔗. წიგნაკის მასალა და დაცვის საშუალებები 1. წიგნაკი, საზღვაო პირობების გათვალისწინებით, უნდა დამზადდეს მტკიცე მასალისაგან. 2. წიგნაკის ყდა უნდა წარმოადგენდეს ლატექსით გაჟღენთილ ფურცელს, რომელიც დაფარული იქნება 150-170 C​0 ტემპერატურის მიმართ მედეგი ნიტროცელულოზით და მისი სისქე უნდა იყოს 280 მკრ. ყდის ფერი უნდა იყოს მუქი ლურჯი. 3. წიგნაკის ქაღალდი უნდა იყოს: ა) 100 გრამი/კვადრატული მეტრი (+/– 10%); ბ) ღია ცისფერი, ულტრაიისფერი სხივებისადმი მედეგი და პერსონალიზაციის პროცესისათვის შესაფერისი; გ) მგრძნობიარე და გაყალბების შემთხვევაში მასზე უნდა შეიმჩნეოდეს ხილული ფერის ცვალებადობა. 4. წიგნაკი უნდა შეიცავდეს შემდეგ ელემენტებს: ,,გილიოში“ (როზეტი); ნომერი; სამი ერთმანეთზე დადებული ანტიფოტოკოპიური ფონი; ხელმოწერის ადგილას გილიოშური დამცავი ბადე; ფონზე გამოყენებული ელემენტი და გვერდის მაჩვენებელი შესრულებულია უხილავი საღებავით, რომელიც ანათებს ულტრაიისფერი დასხივებისას; ექსკლუზიური ქაღალდი უხილავი ფიბრით, რომელიც ულტრაიისფერი დასხივებისას ანათებს ორ განსხვავებულ ფერად; ქაღალდი წყლის ნიშნით 100 გრამი/კვადრატული მეტრი (+/– 10%). 5. წიგნაკის დამცავი ლამინატი უნდა შედგებოდეს მაქსიმალურად თხელი საფარისაგან და მასზე უხილავი საღებავით დატანილი უნდა იყოს საქართველოს დროშა.     მუხლი 4🔗. მეზღვაურის ფოტოსურათი და ბიომეტრიული მონაცემები 1. წიგნაკში მოთავსებული უნდა იყოს მისი მფლობელის ფერადი ფოტოსურათი, ზომით 30 x 40 მმ-ზე. 2. მეზღვაურის ფოტოსურათისთვის ადგილი გათვალისწინებული უნდა იქნეს წიგნაკის მე-2 გვერდის მარცხენა მხარეს, რომლის ზევით მოთავსებული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო გერბი სრული სახით. 3. ამ დანართის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტში გათვალისწინებულ ჩანაწერში შეტანილი უნდა იქნეს მისი მფლობელის სიმაღლისა და თვალის ფერის ამსახველი მონაცემები. შენიშვნა: თუ წიგნაკის მფლობელს თვალები სხვადასხვა ფერის აქვს, მაშინ ამ გრაფაში აღნიშნული უნდა იქნეს მარცხენა თვალის ფერი (მაგალითად: მარცხენა თვალი – ლურჯი).     მუხლი 5🔗. ბეჭდვა და ჩანაწერები 1. წიგნაკი უნდა დაიბეჭდოს სტამბური წესით. ჩანაწერები უნდა შესრულდეს ქართულ და ინგლისურ ენებზე. წიგნაკში თარიღი უნდა ჩაიწეროს არაბული ციფრებით შემდეგი თანამიმდევრობით – რიცხვი/თვე/წელი. 2. წიგნაკის წინა ყდის (გარეკანი) შუაში, 40 მმ დიამეტრის ორნამენტიან წრეში, გამოსახული უნდა იქნეს ქართული ბორჯღალი და ცხოვრების ხის სიმბოლური გამოსახულება. ყდის ზედა ნაწილში, მოთავსებული უნდა იყოს წარწერები: ,,საქართველო“, ,,Georgia“, ხოლო ქვედა ნაწილში – ,,მეზღვაურის წიგნაკი“, ,,Seaman’s Book“. ყველა წარწერა შესრულებული უნდა იქნეს მეტალიზებული ფოლგის ცხელი მიპრესვით. 3. წიგნაკის წინა ყდის შიდა დაუნომრავ გვერდზე გამოსახული უნდა იქნეს მანგლისის ტაძრის თაღი, რომლის ზედა ნაწილში, 25 მმ დიამეტრის წრეში, გამოსახული უნდა იყოს ძველებული კოლხური გემი, აფრაზე ოქროს ვერძის სიმბოლიკით. მის ქვემოთ მოთავსებული უნდა იყოს წარწერა: ,,საქართველო“, ხოლო მის ქვედა ნაწილში მოცემულ უნდა იქნეს დამცავი ელემენტი ,,გილიოში“ (როზეტი), რომელიც ულტრაიისფერი დასხივებისას ანათებს მწვანედ. 4. წიგნაკის პირველ გვერდზე, ზედა ნაწილში, მოთავსებული უნდა იყოს წარწერები: ,,საქართველო“, ,,Georgia“; ,,მეზღვაურის წიგნაკი“, ,,Seaman’s Book“. აღნიშნული გვერდის შუაში მოთავსებულ უნდა იქნეს ინფორმაცია წიგნაკის სტატუსის შესახებ, აგრეთვე წიგნაკის გამცემი ორგანოს საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონის ნომერი (ნომრები), ელექტრონული ფოსტის მისამართი და ინტერნეტსაიტი), ხოლო მის ქვეშ მითითებული უნდა იყოს წიგნაკის ნომერი. 5. წიგნაკის ნაწილი I – ,,მეზღვაურის პირადობის დამადასტურებელი მონაცემები“ (გვერდი მე-2) უნდა შეიცავდეს შემდეგ ჩანაწერებს: ა) საქართველო/Georgia; ბ) დოკუმენტის №/Document №; გ) სახელი / Given name; დ) გვარი/ Surname; ე) მოქალაქეობა / Nationality; ვ) დაბადების თარიღი / Date of birth; ზ) დაბადების ადგილი / Place of birth; თ) სქესი/ Sex; ი) მფლობელის განსაკუთრებული ფიზიკური ნიშანი/Special physical mark of owner; კ) მფლობელის ბიომეტრიული მონაცემები /The digital bar code of biometric data of the owner; ლ) მფლობელის ხელმოწერა / Holder s signature; მ) გამცემი ორგანო/Issuing authority; ნ) გამცემი სახელმწიფოს კოდი/Code of issuing State“ (ამ გრაფაში აღინიშნება საქართველოს კოდი ,,GEO“); ო) გაცემის თარიღი/ Date of issue; პ) მოქმედების ვადა/Expiry date; ჟ) გაცემაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი/ Issuing official’ s position, name, signature; რ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა და გამცემი ორგანოს გერბიანი ბეჭედი/ Signature of responsible person“. 6. წიგნაკის ნაწილი II – ,,მონაცემები მეზღვაურის შრომითი საქმიანობის შესახებ“ (გვერდები 3-29) უნდა შეიცავდეს შემდეგ ჩანაწერებს: ა) გემის სახელწოდება/ Name of vessel; ბ) გემთმფლობელი/ Shipowner; გ) გემის ტიპი / Type of vessel; დ) საერთო ტევადობა / Gross tonnage); ე) ძრავის სიმძლავრე, კვტ./Type, model, propulsion power, kW); ვ) მეზღვაურის თანამდებობა გემზე/ Seaman s position; ზ) გემზე მუშაობის დაწყების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)/ Embarked the vessel (date, month, year); თ) გემზე მუშაობის დასრულების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)/ Dembarked the vessel(date, month, year); ი) მეზღვაურის დამსაქმებელ-გემთმფლობელის უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა /Position, name, signature of the authorized person employer/shipowner; კ) ბეჭდის ადგილი/Seal. 7. წიგნაკის ნაწილი III – ,,სასაზღვრო-საკონტროლო ორგანოების აღნიშვნები“ (გვერდები 30-60) უნდა შეიცავდეს მონაცემებს მეზღვაურის მიერ საქართველოსა და სხვა ქვეყნების სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ. დანართი №2 მეზღვაურის წიგნაკის მოქმედების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებული წერილის ტიპური ფორმა        MTD/LAF-27                                               200------ ნავსადგურ …………………………-ის კომპეტენტურ ხელისუფლებას                            (დასახელება) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის საზღვაო ტრანსპორტის დეპარტამენტი გამოხატავს თავის პატივისცემას ნავსადგურის ––––––––––––––––––––––––– კომპეტენტური ხელისუფლების მიმართ და                                                          (ნავსადგურის დასახელება) ადასტურებს,  რომ მეზღვაური ––––––––––––––––––––––––––––––, რომელიც ამჟამად მუშაობს                                              (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი) ––––––––––––––––––––––––––––– დროშის ქვეშ მცურავ გემზე ––––––––––––––––––––––––     (სახელმწიფოს დასახელება)                                                        (გემის სახელწოდება)  –––––––––––––––––––––––– თანამდებობაზე, მეზღვაურის წიგნაკის მოქმედების       (თანამდებობა გემზე) ვადა გაუგრძელდა ––––––––––––––––––––––– მდე, ნავსადგურ –––––––––––––––––––––––––––––––                                           (რიცხვი, თვე, წელი)                                                  (ნავსადგურის დასახელება) შესვლამდე, მეზღვაურის შეცვლის შეუძლებლობის გამო არსებულ რეისში. აღნიშნული მეზღვაურის ჩანაცვლება სხვა მეზღვაურით უნდა მოხდეს მოცემულ ნავსადგურში.                                            უფლებამოსილი თანამდებობის პირის                                            სახელი, გვარი, ხელმოწერა