⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (13.02.2015)
გაუქმებულია:

,,საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“

მიღების თარიღი 31.07.2009
ძალაში შესვლა 01.08.2009
ძალის დაკარგვა 13.02.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №157
სარეგისტრაციო კოდი 110.030.000.22.027.013.361
გამოქვეყნების წყარო სსმ, 95, 31/07/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,576 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.07.2009 მიღება
01.08.2009 ძალაში შესვლა
13.02.2015 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

,,საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:5.0pt; margin-right:0in; margin-bottom:5.0pt; margin-left:0in; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; font-family:"Times New Roman","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.satauri, li.satauri, div.satauri {mso-style-name:satauri; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:63.0pt .75in .75in .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.030.000.22.027.013.361 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №157 2009 წლის 31 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე „ პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ კ“ და „ მ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე  ზედამხედველობის დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა  სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების  დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №277 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 აგვისტოდან. ზ. ადეიშვილი საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს მთავარი პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფი, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს საქართველოს მთავარ პროკურატურას. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებით, საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულებით, ამ დებულებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს მთავარი პროკურორის ბრძანებებით, ინსტრუქციებითა და მითითებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავარი პროკურორისა და მთავარი პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანები დეპარტამენტის ამოცანებია: შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში (გარდა სასაზღვრო პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის, კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების, ასევე სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ტერიტორიული დანაყოფებისა) წინასწარ გამოძიებაზე, აგრეთვე პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება; საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; პროკურატურის სისტემაში სტატისტიკური და ანალიტიკური საქმიანობის ხელმძღვანელობა და კოორდინაცია.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის უფროსი 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავარი პროკურორი. 2. დეპარტამენტის უფროსი: ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს მის მოადგილესა და დეპარტამენტის მოსამსახურეთა შორის; გ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) აკონტროლებს დეპარტამენტის მუშაკთა მიერ მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; ე) საქართველოს მთავარი პროკურორისა და მთავარი პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე აყენებს საკითხებს დეპარტამენტის მუშაკთა სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; ვ) საქართველოს მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობასთან შეაქვს წინადადებები წინასწარი გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სრულყოფის ღონისძიებათა და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით; ზ) საქართველოს მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის წინაშე აყენებს საკითხს ცალკეული გამომძიებლების სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებიდან ჩამოცილების შესახებ, აგრეთვე წყვეტს საკითხს საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაში პროკურორის მონაწილეობის შესახებ; თ) უშუალოდ მონაწილეობს წინასწარ გამოძიებაში, პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას; ი) განიხილავს სამმართველოს პროკურორების დასკვნებს დეპარტამენტში წარმოდგენილ შუამდგომლობებზე და წარუდგენს საქართველოს მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობას; კ) ამოწმებს სამმართველოს პროკურორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას და ღებულობს შესაბამის გადაწყვეტილებებს, შეაქვს საჩივრები სასამართლოს გადაწყვეტილებებზე; ლ) აკონტროლებს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების შესრულებას; მ) ატარებს ოპერატიულ თათბირებს, რომლებზეც ისმენს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებისა და სხვა ოპერატიულ მუშაკთა ინფორმაციებს როგორც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, ასევე ზოგად თემატურ საკითხებზე, იღებს ზომებს არსებულ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად; ნ) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას; ო) ასრულებს საქართველოს მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების ცალკეულ დავალებებს, აგრეთვე ახორციელებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითა და „ პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ ფუნქციებს.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე 1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავარი პროკურორი. 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსებს შორის; ბ)  ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; გ) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის მუშაკთა პროფესიულ მომზადებას; დ) უზრუნველყოფს საშემსრულებლო დისციპლინის დაცვის კონტროლს, დეპარტამენტის მუშაკთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას; ე) დეპარტამენტის უფროსის წინაშე აყენებს საკითხებს დეპარტამენტის მუშაკთა სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; ვ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული პროკურორების და გამომძიებლების კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებიდან ჩამოცილების შესახებ, აგრეთვე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საქმეთა განხილვაში პროკურორების განაწილების შესახებ; ზ) უშუალოდ მონაწილეობს წინასწარ გამოძიებაში, პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას; თ) განიხილავს სამმართველოს პროკურორების დასკვნებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებიდან წარმოდგენილ შუამდგომლობებზე და წარუდგენს საქართველოს მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობას; ი) ამოწმებს სამმართველოს პროკურორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას და იღებს ზომებს გამოვლენილ დარღვევათა აღმოსაფხვრელად; კ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეაქვს საჩივრები სასამართლოს გადაწყვეტილებებზე; ლ) აკონტროლებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, მთავარი პროკურორის მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას; მ) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ ფიზიკურ და იურიდიული პირთა წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას; ნ) ასრულებს საქართველოს მთავარი პროკურორის, მისი მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს; ო) ახორციელებს ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებულ ფუნქციებს. 3. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.     მუხლი 5🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა 1. დეპარტამენტში სტრუქტურული ქვედანაყოფების სახით შედიან: ა) შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველო; ბ) შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონულ ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველო; გ) სახელმწიფო ბრალდების სამმართველო; დ) ანალიტიკური სამმართველო. 2. პირველი პუნქტის „ ა“ და „ ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამმართველოები დეპარტამენტისათვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას უზრუნველყოფენ შესაბამისი ტერიტორიული ქვემდებარეობის პრინციპის დაცვით. 3. სახელმწიფო ბრალდების სამმართველო უზრუნველყოფს საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას. 4. ანალიტიკური სამმართველო უზრუნველყოფს: ა) პროკურატურის სისტემის საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას და ანალიზს, შეგროვებულ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ანალიტიკური განზოგადების მომზადებას, სტატისტიკური ინფორმაციის მოთხოვნით შემოსულ კორესპონ დენციაზე პასუხის მომზადებას;  ბ) წინასწარ გამოძიებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების, აღკვეთის ღონისძიებებისა და სასამართლოში განხილული საქმეების შესახებ მოწოდებული ყოველდღიური ცნობების გაცნობას და კონტროლს;  გ) პროკურატურის საქმიანობისათვის პრიორიტეტულ თემებზე სამართლებრივი კვლევების მომზადებას, საერთაშორისო სამართლის, სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის სფეროში ძირითადი ტენდენციებისა და სიახლეების კვლევას, უცხო სახელმწიფოთა სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობის, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული და სხვა რელევანტური კანონმდებლობის კვლევას, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკის გაცნობას, კვლევების საფუძველზე პროკურორებისათვის სახელმძღვანელო მითითებების მომზადებას და საკანონმდებლო ინიციატივების წამოყენებას.     მუხლი 6🔗. სამმართველოს უფროსი 1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავარი პროკურორი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეთა შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს მუშაკთა მხრივ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; გ) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, მთავარი პროკურორის მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას; ე) უშუალოდ მონაწილეობს წინასწარ გამოძიებაში, აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის დავალებით სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას; ვ) ეწევა ანალიტიკურ მუშაობას, განაზოგადებს გამოძიების და მასზე საპროცესო ხელმძღვანელობის, აგრეთვე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის მდგომარეობას, უზრუნველყოფს ცალკეული დავალებების შესრულებას და დეპარტამენტის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სასამართლოებში სახელმწიფო ბრალდების სრულყოფის ღონისძიებების შესახებ; ზ) იხილავს სამმართველოში შემოსულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას; თ) დეპარტამენტის უფროსის ან მისი მოადგილის დავალებით, უზრუნველყოფს საკასაციო ინსტანციის სასამართლოში პროკურორის მონაწილეობას; ი) ასრულებს პროკურატურის ზემდგომ თანამდებობის პირთა ცალკეულ დავალებებს; კ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 7🔗. დეპარტამენტის მოსამსახურეები 1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან: ა) სამმართველოს უფროსი პროკურორები; ბ) სამმართველოს პროკურორები; გ) სამმართველოს მრჩევლები; გ) დეპარტამენტის სპეციალისტი. 2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავარი პროკურორი. 3. დეპარტამენტის მოსამსახურეების საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები, დეპარტამენტის ამოცანათა შესაბამისად, განისაზღვრება დეპარტამენტის უფროსის ზეპირი ან წერილობითი დავალებით.