,,საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№160
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.22.027.013.364
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 95, 31/07/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 4 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.027.013.364

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №160

2009 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონის (სსმ I, 30.12.08, №41, მუხ. 340) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრისა და განცხადების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 1 აგვისტოს №254 ბრძანება;

ბ) ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრში რეგისტრირებულ ადვოკატთა მომსახურების და ანგარიშგების წესისა და ანგარიშგების ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 16 ივნისის №173 ბრძანება;

გ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების ანგარიშგების წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 1 აგვისტოს №252 ბრძანება;

დ) ,,პირის გადახდისუნარიანობის დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 2 დეკემბრის №284 ბრძანება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 აგვისტოდან.

ზ. ადეიშვილი