„საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა თემის განვითარების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 03.08.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
ნომერი №85
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.029.013.390
გამოქვეყნების წყარო სსმ, 97, 06/08/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,197 სიტყვა · ~6 წთ

დოკუმენტის ტექსტი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა თემის განვითარების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.029.013.390 საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის ბრძანება №85 2009 წლის 3 აგვისტო ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა თემის განვითარების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა თემის განვითარების ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 1 ივლისის №366 ბრძანებულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა თემის განვითარების ცენტრის“ თანდართული დებულება. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  მინისტრის მოადგილე  ლ. მხეიძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა თემის განვითარების ცენტრის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა თემის განვითარების ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. ცენტრის შექმნის მიზანია საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური და ეკონომიკური რეინტეგრაციის, დასაქმების, მომსახურების, ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. 3. ცენტრი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 4. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს. საკუთარი სახელით გამოდის მხარედ სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობებში. 5. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი საბუღალტრო ბალანსი, ანგარიში ხაზინასა და ბანკში, ემბლემა და ბეჭედი, იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 6. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. №15ა.     მუხლი 2🔗. ცენტრის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი 1. ცენტრის მიზნებია: ა) საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის 2009 წლის 15 ივნისს დადებული გრანტის ხელშეკრულებით „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა თემის განვითარების პროექტი საქართველოში“, ნაკისრი ვალდებულებების შესრულება; ბ) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიით დასახული მიზნების განხორციელების ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში; გ) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის სფეროში საერთაშორისო პროექტებისა და პროგრამების განხორციელება. 2. ცენტრის ფუნქციებია: ა) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ბ) ცენტრის მიერ განსახორციელებელი პროგრამებითა და პროექტებით (შემდგომში – პროექტები) გათვალისწინებული ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი, განახლება, შეფასება და კოორდინაცია. 3. ცენტრის საქმიანობის საგანია: ა) ცენტრის ბიუჯეტის საფუძველზე ცენტრის ყოველწლიური სამუშაო გეგმის შემუშავება და განხორციელება რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან შეთანხმებით; ბ) ცენტრის საქმიანობისა და პროექტების მიმდინარეობის ანგარიშების დროულად მომზადება და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკში და სამინისტროში წარდგენა; გ) პროექტებისათვის გათვალისწინებული სახსრების (გრანტის), მიზნობრივი და ეფექტიანი ხარჯვა; დ) ბენეფიციარების ხელშეწყობა ტექნიკური დახმარების, ტრეინინგების, სასწავლო ტურებისა და საჭირო ინვენტარით აღჭურვის გზით; ე) შემეცნებითი მნიშვნელობის მქონე მასალების მომზადება, მისი ტირაჟირება და გავრცელება;  ვ) ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოყოფილი თანხების საბუღალტრო და ფინანსური მართვის განხორციელება; ზ) ცენტრის ანგარიშების ყოველწლიური დამოუკიდებელი აუდიტის უზრუნველყოფა; თ) სხვა საქმიანობა, რაც აუცილებელია ცენტრის მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად.     მუხლი 3🔗. ცენტრის მართვა 1. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). 2. დირექტორი მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში წარმართავს ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობას, მოქმედებს დამოუკიდებლად და პერსონალურად აგებს პასუხს ცენტრის საქმიანობის სწორად წარმართვაზე, ცენტრის მფლობელობაში არსებული ქონების დაცვაზე, ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე. 3. დირექტორი: ა) წარმოადგენს ცენტრს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას და ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას; ბ) ახორციელებს ცენტრის საერთო ხელმძღვანელობას; გ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ცენტრის საქმიანობის სფეროს რეგულირების შესახებ; დ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს ცენტრის საშტატო განრიგსა და ხელფასის ფონდს; ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს; ვ) ანაწილებს მოვალეობებს ცენტრის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს ცენტრის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და განსაზღვრავს ცენტრის თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების ზომებს; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; თ) თავისი კოპეტენციის ფარგლებში ამყარებს კონტაქტებს და დებს ხელშეკრულებებს ცენტრის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებზე; ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს ცენტრის ფინანსურ სახსრებს; კ) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს პროექტების განხორციელებისათვის საჭირო შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებთან შესაბამისი ხელშეკრულებების დადებას; ლ) ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს და ცენტრის მუშაობისათვის საჭირო სხვა დოკუმენტებს; მ) ამტკიცებს ცენტრის საქმიანობის ყოველწლიურ გეგმას და წარუდგენს სამინისტროს; ნ) უზრუნველყოფს ანგარიშების მომზადებას და წარდგენას როგორც სამინისტროსათვის, ასევე სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის; ო) სამინისტროში შესათანხმებლად წარადგენს ცენტრის ბიუჯეტის პროექტს; პ) წელიწადში ერთხელ წარუდგენს მინისტრს ფინანსურ ანგარიშს; ჟ) წყვეტს ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა სხვა საკითხს ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. 4. დირექტორის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის უფლებამოსილებებს ასრულებს დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი.     მუხლი 4🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. ცენტრის სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობას, ეფექტიანობასა და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას. 2. სამინისტრო აჩერებს ან აუქმებს ცენტრის არამართლზომიერ გადაწყვეტილებას. 3. სამინისტრო უფლებამოსილია მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალები და ინფორმაცია. 4. ცენტრმა სამინისტროს თანხმობითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე ცენტრის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებები, რომლებიც დაკავშირებულია ცენტრის ქონებასთან და სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 5. ცენტრი ამ მუხლის მე-4 პუქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებებს განახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით.     მუხლი 5🔗. ცენტრის ქონება და დაფინანსების წყარო 1. კანონმდებლობით და ამ დებულებით ცენტრისთვის განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად ცენტრს გადაეცემა შესაბამისი ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ცენტრის დაფინანსების წყაროებია: ა) შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე პროექტების განხორციელებისათვის გამოყოფილი თანხები; ბ) ცენტრის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული შემოწირულობანი და გრანტები; გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 3. ამ მუხლით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.     მუხლი 6🔗. ანგარიშგება 1. ცენტრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. 2. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 7🔗. ცენტრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია 1. ცენტრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.