,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№522
სარეგისტრაციო კოდი
140.010.000.22.033.013.402
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 99, 10/08/2009

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.033.013.402

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №522

  2009  წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

 “მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს N669 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

       1. “მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს N669 ბრძანებით (სსმ III, 03.08.2005წ., N91, მუხ.1035) დამტკიცებულ “მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის” (დანართი N1) მე-2 პუნქტის “ჰ.ჰ.კ” ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ჰ.ჰ.კ) უმაღლესი, სახელობო, საბაზო საფეხურის ზოგადი განათლების, სრული ზოგადი განათლების, სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსანის, სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსანის, ექსტერნატის ფორმით მიღებული სრული ზოგადი განათლების, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის, საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი, ატესტატი, სერტიფიკატი;”.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი