„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2009 წლის 27 ივლისის №2/2009 და №3/2009 დადგენილებების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“
მიღების თარიღი 12.08.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №5/2009
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.013.415
გამოქვეყნების წყარო სსმ, 101, 14/08/2009
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.08.2009 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2009 წლის 27 ივლისის №2/2009 და №3/2009 დადგენილებების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.013.415
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №5/2009
2009 წლის 12 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2009 წლის 27 ივლისის №2/2009 და №3/2009 დადგენილებების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 1299 მუხლის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დამატების შეტანის შესახებ“ მე-2 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 27 სექტემბრის შუალედური არჩევნების პროცესში მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო და არასახელმწიფო საშუალებათა მონაწილეობისა და მათი გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2009 წლის 27 ივლისის №2/2009 (სსმ III, 28.07.2009, №93, მუხ. 982) და „საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №7 ჩუღურეთის, №12 გურჯაანისა და №60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქებში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2009 წლის 27 ივლისის №3/2009 (სსმ III, 28.07.2009, №93, მუხ. 987) დადგენილებები.
მუხლი 2🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 1კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ლ. თარხნიშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე