„სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 15 მაისის №178/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.013.423
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №273/ნ
2009 წლის 17 აგვისტო
ქ. თბილისი
,,სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 15 მაისის №178/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 15 მაისის №178/ნ ბრძანების (სსმ III, 20.05.2009წ., №62, მუხ.698) პირველი პუნქტით დამტკიცებულ ,,სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი.
2. მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა აღჭურვის კომპონენტი
ა) სს „ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ახალი კორპუსის საოფისე და სამედიცინო ინვენტარით აღჭურვა;
ბ) სს აკადემიკოს ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრისთვის ჟანგბადის სადგურების კომპრესორის შესყიდვა;
გ) სს აკადემიკოს ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრისთვის ერთი ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილის შესყიდვა;
დ) სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული, ქ.თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) სერვის-ოთახების გენერატორის მიწოდება და მონტაჟი;
ე) სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული, ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) გენერატორის მიწოდება და მონტაჟი;
ვ) სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული, ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) ფარდა-ჟალუზებით უზრუნველყოფა.
3. წინა წლებში ნაკისრი ვალდებულებების დაფარვა:
ა) სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული, ქ.თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) ელექტროენერგიით მომარაგებისთვის საჭირო სამუშაოები;
ბ) სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული, ქ.თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) საინფორმაციო სისტემების მოწყობა;
გ) სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული, ქ.თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) სერვის-ოთახების კლიმატ-კონტროლის სისტემისა და სახანძრო დაცვის სისტემის მოწყობა;
დ) სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული, ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) რეაბილიტაცია და დამატებითი სამუშაოები.“.
3. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები:
„გ) სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული, ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) ავტოსადგომის და ეზოს კეთილმოწყობისთვის წყლის მომარაგების ტექნიკური პირობის აღება;
დ) სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული, ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) ავტოსადგომის და ეზოს კეთილმოწყობისთვის მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი.“.
4. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი
ა) „სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამისათვის“ სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებები – განისაზღვრა 5 386 749.73 ლარით;
ბ) ბიუჯეტის გაწერა კომპონენტებისა და ღონისძიებების მიხედვით წარმოდგენილია შემდეგ ცხრილის შესაბამისად:
| კომპონენტები და ღონისძიებები | ღირებულება ლარებში | |
| 1 | სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციის კომპონენტი |
|
| ა | სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული, ქ.თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) ავტოსადგომის მოწყობა და ეზოს კეთილმოწყობა | 783,270.00 |
| ბ | შპს „აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ დამამთავრებელი სამუშაოები (მათ შორის: გარე გაზმომარაგების სამუშაოები, საქვაბე დანადგარის მონტაჟი, საქვაბის მომარაგება მაგისტრალური ქსელით) | 543,880.00 |
| ქვეჯამი | 1,327,150.00 | |
| 2 | სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა აღჭურვის კომპონენტი: |
|
| ა | სს „ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ახალი კორპუსის საოფისე და სამედიცინო ინვენტარით აღჭურვა | 1,338,363.00 |
| ბ | სს აკადემიკოს ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრისთვის ჟანგბადის სადგურების კომპრესორის შესყიდვა | 96,500.00 |
| გ | სს აკადემიკოს ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრისთვის ერთი ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილის შესყიდვა | 50,000.00 |
| დ | სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული, ქ.თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) სერვისოთახების გენერატორის მიწოდება და მონტაჟი | 64,448.28 |
| ე | სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული, ქ.თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) გენერატორის მიწოდება და მონტაჟი | 361,906.74 |
| ვ | სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული, ქ.თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) ფარდა-ჟალუზებით უზრუნველყოფა | 100,000.00 |
| ქვეჯამი | 2, 011 , 218 . 02 | |
| 3 | წინა წლებში ნაკისრი ვალდებულებების დაფარვა |
|
| ა | სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული, ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) ელექტროენერგიით მომარაგებისთვის საჭირო სამუშაოები | 28,089.71 |
| ბ | სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული, ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) საინფორმაციო სისტემების მოწყობა | 15,490.00 |
| გ | სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული, ქ.თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) სერვისოთახების კლიმატკონტროლის სისტემისა და სახანძრო დაცვის სისტემის მოწყობა | 98,863.00 |
| დ | სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული, ქ.თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) რეაბილიტაცია და დამატებითი სამუშაოები | 1,811,693.00 |
| ქვეჯამი | 1,954,135.71 | |
| 4 | საექსპერტო და საპროექტო სამუშაოები |
|
| ა | სამუშაოების ექსპერტიზა | 9,246.00 |
| ბ | საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება | 70,000.00 |
| გ | სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული, ქ.თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) ავტოსადგომის და ეზოს კეთილმოწყობისთვის წყლის მომარაგების ტექნიკური პირობის აღება | 13,000.00 |
| დ | სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული, ქ.თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) ავტოსადგომის და ეზოს კეთილმოწყობისთვის მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი | 2,000.00 |
| ქვეჯამი | 94,246.00 | |
| სულ ბიუჯეტი | 5 386 749.73 |
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. კვიტაშვილი