,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.013.426
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №169
2009 წლის 18 აგვისტო
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებით (სსმ III, 31.01.2006 წ., №13, მუხ. 156) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-2 მუხლის:
ა) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გლდანის, დიდუბე-ჩუღურეთის, ვაკის, ისნის, მთაწმინდა-კრწანისის, ნაძალადევის, საბურთალოს, სამგორის, ამბროლაურის, ახალქალაქის, ბოლნისის, ზუგდიდის, თელავის, მარნეულის, მცხეთის, ნინოწმინდის, ოზურგეთის, რუსთავის, ახალციხის, გორის, ქუთაისის, ბათუმის, ჭიათურის და ხელვაჩაურის სამსახურები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა „ი33“ ქვეპუნქტისა) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“;
ბ) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ახალგორის სამსახური ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, გარდა საინფორმაციო ბარათების და ბინადრობის მოწმობების გაცემისა.“;
გ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს აბაშის, ადიგენის, ასპინძის, ახალგორის, ახმეტის, ბაღდათის, ბორჯომის, გარდაბნის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, დმანისის, დუშეთის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, თეთრიწყაროს, თიანეთის, კასპის, ლაგოდეხის, ლანჩხუთის, ლენტეხის, მარტვილის, მესტიის, ონის, საგარეჯოს, სამტრედიის, საჩხერის, სენაკის, სიღნაღის, ტყიბულის, ფოთის, ქარელის, ყაზბეგის, ყვარლის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, ცაგერის, წალენჯიხის, წალკის, წყალტუბოს, ხონის, ხარაგაულის, ხაშურის, ხობის, ქობულეთის, ქედის, ხულოს, შუახევის სამსახურები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა „ზ“ და „ი3“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
4. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს აფხაზეთის სამსახური ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტის მხოლოდ „ვ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, გარდა უცხოელთა რეგისტრაციის, რეგისტრაციიდან მოხსნისა და ბინადრობის მოწმობის გაცემისა.“.
2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ცხინვალის სამსახური ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, გარდა „ე1“, „ზ“, „ი1“–„ი3“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა და უცხოელთა რეგისტრაციის, რეგისტრაციიდან მოხსნის და ბინადრობის მოწმობის გაცემისა.“.
3. მე-5 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ დებულების მე-2 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას არ არიან შეზღუდულნი სამოქმედო ტერიტორიით, პასპორტის გაცემას (შეცვლას) ახორციელებს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნებისმიერი ტერიტორიული სამსახური, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი.“;
ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ცხინვალის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება ქურთას თემით, ქალაქი ცხინვალით, ყოფილი ცხინვალის, ჯავისა და ზნაურის რაიონებით, ერედვისა და თიღვის თემებით.“;
გ) მე-9-მე-11 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი