,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 6 მარტის №1/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№11/ნ
სარეგისტრაციო კოდი
010.240.070.22.037.013.429
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 103, 19/08/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.037.013.429

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის

ბრძანება №11/ნ

2009 წლის 17 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის  6 მარტის №1/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის „სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოდ“ დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 5 ივნისის №105 დადგენილების პირველი მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 6 მარტის №1/ნ ბრძანებით (სსმ III, 11.03.2009წ., №27, მუხ. 348) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

 ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-3 დანართის შესაბამისად ავიაციის დარგში „სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანოს“ უფლებამოსილების განხორციელება – მეტეოროლოგიურ მომსახურებაზე კონტროლი და ზედამხედველობა.“;

 ბ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური“;

გ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტი:

ა) ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების სამმართველო – ავიასაწარმოების სერტიფიცირება და მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა; ავიასპეციალისტებისათვის მოწმობების გაცემის, გამოცვლის, მოქმედების ვადის გაგრძელების და საკვალიფიკაციო აღნიშვნის გაცემის ორგანიზება და შესაბამისი უწყებრივი რეესტრის წარმოება; პილოტინსპექტორების მიერ ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა და სამოქალაქო საჰაერო ხომალდების (შემდგომში – საჰაერო ხომალდი) მარშრუტებზე ეკიპაჟის საფრენოსნო და მეთოდური შემოწმება; სხვა სახელმწიფოების მიერ გაცემული მოწმობებისა და საკვალიფიკაციო აღნიშვნის აღიარების ორგანიზება; საჰაერო ხომალდზე მომხდარი საავიაციო მოვლენის მოკვლევა; ავიაციის სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირების ორგანიზება, მასწავლებლის მოწმობის გაცემის ორგანიზება; საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სასერტიფიკაციო უწყებრივი რეესტრის წარმოება; ავიასაწარმოების მიერ მეტეოუზრუნველყოფის წესების შესრულებაზე ზედამხედველობა; აეროპორტში საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმება და ავიასაწარმოების მიერ ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესების შესრულებაზე ზედამხედველობა; კომპეტენციის ფარგლებში ტექნიკური რეგლამენტების პროექტების შემუშავება;

ბ) აეროდრომების და აეროპორტების სამმართველო – ავიაციის უსაფრთხო ფუნქციონირების მიზნით აეროდრომების, ვერტოდრომების სერტიფიცირების ორგანიზება და მათი ტექნიკური ზედამხედველობა; აეროდრომების, ვერტოდრომების და საფრენი მოედნების რეგისტრაცია; საჰაერო ხომალდის საწვავ-საცხები მასალებით უზრუნველმყოფი საწარმოების სერტიფიცირება; კომპეტენციის ფარგლებში ტექნიკური რეგლამენტების პროექტების შემუშავება;

გ) სააერნაოსნო მომსახურების ორგანიზაციის სამმართველო – საქართველოს საჰაერო სივრცეში მოძრაობის ნაკადების სააერნაოსნო მომსახურების ორგანიზება; საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე, საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თანხმობის გაცემის უზრუნველყოფა; საჰაერო მოძრაობის სამსახურის სერტიფიკატის გაცემის ორგანიზება და შესაბამისი უწყებრივი რეესტრის წარმოება; ავიაციის მეტეოროლოგიური მომსახურების განხორციელებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის გაწევა; ავიაციაში საძებნ-სამაშველო სამუშაოების ორგანიზება და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან კოორდინაცია; კომპეტენციის ფარგლებში ტექნიკური რეგლამენტების პროექტების შემუშავება;

დ) საჰაერო ხომალდების ვარგისობისა და რეგისტრაციის სამმართველო – საქართველოს საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაცია და შესაბამისი სახელმწიფო რეესტრის წარმოება; საჰაერო ხომალდის ფრენისათვის ვარგისობის დადგენა და სათანადო საბორტო დოკუმენტაციის გაცემის ორგანიზება; ავიასაწარმოების მიერ საავიაციო ტექნიკის ტექნიკურ ექსპლუატაციაზე ზედამხედველობა; საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების ორგანიზება და მის საქმიანობაზე ზედამხედველობა; საქართველოს აეროპორტებში საქართველოს და უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის ინსპექტირება ევროპის გაერთიანებული საავიაციო ხელისუფლების (SAFA) მოთხოვნების შესაბამისად; საჰაერო ხომალდზე მომხდარი საავიაციო მოვლენის მოკვლევაში მონაწილეობა; უცხო ქვეყნის მიერ გაცემული საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიკატის ან მისი ანალოგიური დოკუმენტის აღიარების ორგანიზება; კომპეტენციის ფარგლებში ტექნიკური რეგლამენტების პროექტების შემუშავება;

ე) გადაყვანა-გადაზიდვების სამმართველო – საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველების საერთაშორისო ბაზარზე დაშვების უზრუნველყოფა, უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველების საქართველოს ავიაბაზარზე დაშვების უზრუნველყოფა; ავიაგადამზიდველებზე არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემის ორგანიზება და შესაბამისი უწყებრივი რეესტრის წარმოება; საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოების წარმოების ნებართვების გაცემის უზრუნველყოფა; ავიასაწარმოების მიერ სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული პერსონალის კვალიფიკაციის შემოწმება; რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებული აუქციონის ჩატარების ორგანიზება და შესაბამისი უწყებრივი რეესტრის წარმოება; სანავიგაციო სეზონების მიხედვით ავიაგადამზიდველების ფრენის განრიგების დამტკიცება; საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების ორგანიზება და შესაბამისი უწყებრივი რეესტრის წარმოება; საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება-განხილვაში მონაწილეობის მიღება; კომპეტენციის ფარგლებში ტექნიკური რეგლამენტების პროექტების შემუშავება, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

დ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური – ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობების ორგანიზება და კოორდინაცია; ადმინისტრაციის სამოქმედო სფეროში არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნათა შესრულების ანალიზი, კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება-განხილვაში მონაწილეობის მიღება; ადმინისტრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, საზღვარგარეთის ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრების მომზადება, აღრიცხვა, შესაბამისი დოკუმენტების შედგენა და მათი შენახვა კანონმდებლობით დადგენილი წესით; ადმინისტრაციის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად წინადადებების მომზადება საქართველოსათვის პრიორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საკითხებზე.“.

    მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი ჯ. ბაკურაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 6 მარტის №1/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.08.2009.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 6 მარტის №1/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““?
„,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 6 მარტის №1/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 17.08.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №11/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.070.22.037.013.429.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 6 მარტის №1/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 6 მარტის №1/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.08.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 6 მარტის №1/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““, №11/ნ, 17.08.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.037.013.429 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.08.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/85450/