⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (13.01.2017)
გაუქმებულია:

,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექციის დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 14.08.2009
ძალის დაკარგვა 13.01.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
ნომერი №10/ნ
სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.037.013.433
გამოქვეყნების წყარო სსმ, 103, 19/08/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,167 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.08.2009 მიღება
13.01.2017 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; line-height:200%; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.satauri, li.satauri, div.satauri {mso-style-name:satauri; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:SPAcademi; font-weight:bold;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:53.95pt 45.0pt 1.0in 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.037.013.433 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრძანება №10/ნ 2009 წლის 14 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექციის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექციის თანდართული დებულება (დანართი №1). 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დ. ტყეშელაშვილი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექციის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექცია (შემდგომში – დირექცია) არის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) ტერიტორიული ორგანო, რომელიც ახორციელებს ამ დებულებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას. 2. დირექცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პრინციპების საფუძველზე. 3. დირექციის დაფინანსების ძირითადი წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი; დირექციის ქონებას შეადგენს მის სარგებლობაში გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები და საფინანსო რესურსები. დირექციის ქონება და ბიუჯეტი წარმოადგენს დეპარტამენტის ქონებისა და ბიუჯეტის შემადგენელ ნაწილს. 4. დირექცია არის ტერიტორიული ორგანო და თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს დეპარტამენტს – შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში. 5. დირექციის ბალანსზე არსებული ქონება წარმოადგენს დეპარტამენტის ქონებას; დირექციას, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად შეიძლება გადაეცეს სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ქონება, საქართველოს კანონმდებლობით ქონების გადაცემისათვის დადგენილი წესით. 6. დირექციას აქვს საკუთარი ბეჭედი. 7. დირექციის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. №3.     მუხლი 2🔗. დირექციის საქმიანობის სფერო და ამოცანები 1. დირექცია, როგორც დეპარტამენტის წარმომადგენელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესაბამისად უფლებამოსილია განახორციელოს: ა) საავტომობილო გზების ქსელის სრულყოფა და განვითარება; საავტომობილო გზების ფუნქციონირების კონტროლი და ზედამხედველობა უშუალოდ ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა წესით; ბ) საავტომობილო გზების სფეროში თავისი კომპეტენციის ფარგლებში იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რომლის მონაწილეც არის საქართველო; გ) დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ, დეპარტამენტის მიერ შემუშავებული საავტომობილო გზების განვითარების პოლიტიკისა და სტრატეგიის რეალიზაცია; დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში საავტომობილო გზების სფეროში დასაქმებულ პირთა საქმიანობის მართლზომიერების უზრუნველყოფა; ე) ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების, გარემოსა და სახელმწიფო ინტერესების დაცვა; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა პროგრამების, ეროვნული სტანდარტების, სამშენებლო ნორმებისა და წესების შემუშავებაში მონაწილეობა; ზ) საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური მოვლენების მოსალოდნელი შედეგების ანალიზი, შეფასება და პროფილაქტიკურ ღონისძიებათა შემუშავება, მათი სალიკვიდაციო სამუშაობის კოორდინაცია საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე; ექსტრემალურ პირობებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად კონკრეტული და დაუყოვნებლივი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება; თ) დეპარტამენტის მიერ შემუშავებული საავტომობილო გზების სფეროს ეკონომიკური რეფორმის სახელმწიფო პროგრამის და ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის განხორციელებისათვის ხელის შეწყობა; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო პროგრამების რეალიზაციაში მონაწილეობის მიღება; კ) გადაცემული სახელმწიფო და მუნიციპალური ქონების ფლობა და სარგებლობა; ლ) საერთო სარგებლობის სავტომობილო გზების სფეროში კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო საქმიანობის ორგანიზაციისათვის ხელის შეწყობა, მიმდებარე ზოლში ინფრასტრუქტურის განვითარების რეგულირება და ამ მიმართებით არამართლზომიერ ქმედებათა აღმოფხვრა; მ) ფასიანი საერთო სარგებლობის გზებზე მოსაკრებლებისა და საფასურის აკრეფის ორგანიზაცისა და ადმინისტრირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა; ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საავტომობილო გზების სფეროში სახელმწიფოს მიერ აღებული კრედიტების, გრანტების, პროგრამებისა და სხვა დაფინანსებით მიღებული სახსრების რაციონალური გამოყენება, მათი ხარჯვის და რეალიზაციის მონიტორინგი; უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად დასაბუთებული წინადადებებისა და ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების პროექტების მომზადება; ო) პერიოდულად, არსებული წესის შესაბამისად, სახიდე გადასასვლელებისა და სხვა სპეციალური დანიშნულების საგზაო საინჟირნო ნაგებობების მდგომარეობის ვიზუალური დათვალიერება და დეპარტამენტში შესაბამისი ანგარიშის წარდგენა; პ) გზებისა და მათი კუთვნილებების საექსპლუატაციო მდგომარეობის სისტემატიური კონტროლი; ჟ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების წინადადებებისა და გადაწყვეტილებების რეალიზაცია; რ) თანამშრომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს შესაბამის სამსახურებთან – საავტომობილო გზებზე უსაფრთხო და შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად. 2. დირექცია, როგორც ტერიტორიული ორგანო, წარმოადგენს დეპარტამენტს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში და მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, დეპარტამენტის სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.     მუხლი 3🔗. დირექციის ანგარიშვალდებულება 1. დირექცია ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის წინაშე. 2. დეპარტამეტის თავმჯდომარე უფლებამოსილია გააუქმოს დირექციის არამართლზომიერი აქტები და მოქმედებები მათი მიზანშეუწონლობის მოტივით. 3. დირექცია ვალდებულია უზრუნველყოს დეპარტამენტის ინფორმირება მის გამგებლობის სფეროში მიმდინარე საქმიანობის შესახებ. 4. დირექცია ვალდებულია მიაწოდოს დეპარტამენტს ინფორმაცია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი ხარჯვის შესახებ.     მუხლი 4🔗. დირექციის ხელმძღვანელობა 1. დირექციას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. 2. დირექტორი უძღვება დირექციის საქმიანობას, არის მისი წარმომადგენელი და პასუხისმგებელია საქმიანობის სწორად წარმართვაზე, მის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე და მის გამოყენებაზე, აგრეთვე საბიუჯეტო და სხვა ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე. 3. დირექტორი მხოლოდ ორგანიზაციული საკითხების უზრუნველსაყოფად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 4. დირექტორი უზრუნველყოფს ამ დებულებით გათვალისწინებულ დირექციის ფუნქციების განხორციელებას და წარმოადგენს დირექციას მესამე პირებთან ურთიერთობაში. 5. დირექტორს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. 6. დირექტორის დროებით არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას მისივე დავალებით ახორციელებს მოადგილე. 7. დირექციის საშტატო ნუსხასა და ხარჯთაღრიცხვას ამტკიცებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში.     მუხლი 5🔗. დირექციის აპარატი 1. დირექციას თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ჰყავს აპარატი. 2. დირექციის აპარატის თანამშრომლებს, დამტკიცებული საშტატო ნუსხის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი.     მუხლი 6🔗. ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია დირექციის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.