,,გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 5 ივლისის №538 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.013.442
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
მინისტრის ბრძანება №28
2009 წლის 19 აგვისტო
ქ. თბილისი
,,გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 5 ივლისის №538 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 5 ივლისის №538 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №94, მუხ.1257) დამტკიცებულ ,,გარემოსათვის მიეყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მეთოდიკის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ყველა სახეობის სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვებით მიყენებული ზიანის გაანგარიშებისას მოპოვებული კონკრეტული სასარგებლო წიაღისეულის ერთეულის ღირებულება განისაზღვრება ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის _ ,,წიაღით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობის შესახებ“ და ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის სამართლებრივი ნორმების საფუძველზე წიაღის უბნისათვის მიყენებული ზიანის შედეგად წიაღით სარგებლობისათვის მოსაკრებლის მაკორექტირებელი კოეფიციენტის (C=20) გათვალისწინებით.“;
ბ) მეთოდიკის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. წიაღით უკანონოდ სარგებლობისას გარემოსათვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი განისაზღვრება 3 ათასი (3 000) ლარითა და მის ზევით.“;
გ) მეთოდიკის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა.გ) Cმყ. – არის წიაღის უბნისათვის მიყენებული ზიანის შედეგად კონკრეტული მყარი სასარგებლო წიაღისეულის სარგებლობისათვის დადგენილი მოსაკრებლის მაკორექტირებელი კოეფიციენტი (Cმყ. = 20).“;
დ) მეთოდიკის მე-9 მუხლის მე-10 პუნქტის ,,ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა.დ) Cმყ. – არის წიაღის უბნისათვის მიყენებული ზიანის შედეგად კონკრეტული მყარი სასარგებლო წიაღისეულის სარგებლობისათვის დადგენილი მოსაკრებლის მაკორექტირებელი კოეფიციენტი (Cმყ.= 20).“;
ე) მეთოდიკის მე-9 მუხლის მე-14 პუნქტის ,,ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა.გ) Cწყ. და C CO2 – არის მიწისქვეშა წყლის და ნახშირორჟანგის საბადოებისათვის მიყენებული ზიანის შედეგად კონკრეტული მიწისქვეშა წყლის და ნახშირორჟანგის სარგებლობისათვის დადგენილი მოსაკრებლის მაკორექტირებელი კოეფიციენტი (Cწყ. და CCO2.= 20).“;
ვ) მეთოდიკის მე-9 მუხლის მე-18 პუნქტის ,,ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა.დ) Cწყ. – არის კონკრეტული მიწისქვეშა წყლის სარგებლობისათვის დადგენილი მოსაკრებლის მაკორექტირებელი კოეფიციენტი (Cწყ. = 20).“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
გ. ხაჩიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 5 ივლისის №538 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 19.08.2009.
- როდის იქნა მიღებული „,,გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 5 ივლისის №538 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- „,,გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 5 ივლისის №538 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 19.08.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №28. სარეგისტრაციო კოდი — 360.160.000.22.023.013.442.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 5 ივლისის №538 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 5 ივლისის №538 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.08.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 5 ივლისის №538 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““, №28, 19.08.2009, სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.013.442 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.08.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/85522/