,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№121
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.000.762
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 83, 18/06/2007

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №121

2007 წლის 16 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით (სსმ III, 2005 წ., №154, მუხლი 1714) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციია:

„2. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები არიან:

ა) სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო;

ბ) წამლის სააგენტო;

გ) ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი;

დ) ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო.

3. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან:

ა) სოციალური სუბსიდიების სააგენტო;

ბ) მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი;

გ) საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი;

დ) ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი;

ე) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი;

ვ) თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი;

ზ) ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატი;

თ) ძევრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატი.“;

ბ) დებულების მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ჯანმრთელობის დაცვის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და მართვა, კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინების) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლების) შემუშავება და მათი პერიოდული სრულყოფა.“.

    მუხლი 2

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და/ან მიღება ამ დადგენილების გათვალისწინებით.

    მუხლი 3

ამ დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2007 წლის 1 ივლისიდან, ხოლო მე-2 მუხლი – გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.06.2007.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
„,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 16.06.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №121. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.030.10.003.000.762.
სად არის „,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.06.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““, №121, 16.06.2007, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.762 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.06.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8554/