„შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№123
სარეგისტრაციო კოდი
270.220.000.10.003.000.764
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 83, 18/06/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №123

2007 წლის 16 ივნისი

ქ. თბილისი

,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილებები საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილებით (სსმ III, 2007წ., №44, მუხლი 493) დამტკიცებულ „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესში“ და მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტომ (შემდგომში – სააგენტო) უზრუნველყოს ,,საქნახშირის“ დეპარტამენტის შახტებსა და სხვა საწარმოებში შექმნილი მდგომარეობისა და მათი მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 15 ოქტომბრის №429-ა ბრძანებულებისა და ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულების 421  პუნქტის საფუძველზე, 2007 წლის 1 მარტამდე სსიპ – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან ფონდში რეგისტრირებულ, აგრეთვე აღნიშნულ პერიოდამდე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადასტურებული უდავო მოთხოვნებით წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვა 2007 წლის 1 მარტამდე პერიოდზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის წყდება სარჩოსა და სხვა გასაცემების გაცემის ვალდებულება 2007 წლის 1 მარტიდან, ხოლო იმ პირების მიმართ, რომლებზეც არ განხორციელებულა მათი გაცემის ვალდებულების დაკისრება, მითითებული ვალდებულებები აღარ შეიძლება წარმოიშვას. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის სააგენტოს მიერ სარჩოს გაცემის ვალდებულების შეწყვეტის გამო დამატებით გაიცეს ერთჯერადი კომპენსაცია დანიშ-ნული ზიანის ანაზღაურების სარჩოს – ექვსი თვის ოდენობით.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 1 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრი     ზ. ნოღაიდელი