„საქართველოს ზოგიერთი დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – ქ. ბათუმის პროფესიული სწავლების ცენტრად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №872 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№665
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.013.463
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 105, 25/08/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.463

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის   ბრძანება №665

2009 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს ზოგიერთი დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად –              ქ. ბათუმის პროფესიული სწავლების ცენტრად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის        26 სექტემბრის №872 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საქართველოს ზოგიერთი დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – ქ. ბათუმის პროფესიული სწავლების ცენტრად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №872 ბრძანებაში (სსმ III, 04.10.2007წ., №138, მუხ. 1503) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ბათუმის პროფესიული სწავლების ცენტრის წესდების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. ცენტრის დირექტორი

1. ცენტრის დირექტორს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

2. ცენტრის დირექტორს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც/რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს დაწესებულების დირექტორი.

3. მოადგილე დირექტორის არყოფნისას ასრულებს მის მოვალეობას. რამდენიმე მოადგილის არსებობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად.“.

2. ბრძანება შევიდეს ძალაში გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი               ი.ქურდაძე