„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ამბროლაურის პროფესიული სასწავლებლის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – ამბროლაურის პროფესიული სწავლების ცენტრად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 12 ნოემბრის №1077 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№677
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.013.466
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 105, 25/08/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.466

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №677

2009 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ამბროლაურის პროფესიული სასწავლებლის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – ამბროლაურის პროფესიული სწავლების ცენტრად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 12 ნოემბრის№1077 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ამბროლაურის პროფესიული სასწავლებლის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – ამბროლაურის პროფესიული სწავლების ცენტრად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 12 ნოემბრის№1077 ბრძანებაში (სსმ III, 26.11.2007 წ., №166, მუხ.1818) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – ამბროლაურის პროფესიული სწავლების ცენტრის წესდებ ის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

     „მუხლი 4. ცენტრის დირექტორი

1. ცენტრის დირექტორს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

2.ცენტრის დირექტორს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც/რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს დაწესებულების დირექტორი.

3. მოადგილე დირექტორის არყოფნისას ასრულებს მის მოვალეობას. რამდენიმე მოადგილის არსებობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად.“

2. ბრძანება შევიდეს ძალაში გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი

ი. ქურდაძე