„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ხობის მრავალდარგოვანი პროფესიული სასწავლებლის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – ხობის პროფესიული სწავლების ცენტრად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 12 ნოემბრის №1087 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№675
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.013.484
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 105, 25/08/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.484

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №675

2009 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ხობის მრავალდარგოვანი პროფესიული სასწავლებლის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირად – ხობის პროფესიული სწავლების ცენტრად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 12 ნოემბრის №1087 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ხობის მრავალდარგოვანი პროფესიული სასწავლებლის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირად – ხობის პროფესიული სწავლების ცენტრად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 12 ნოემბრის №1087 ბრძანებაში (სსმ III, 26.11.2007წ., №166, მუხ. 1828) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ხობის პროფესიული სწავლების ცენტრის წესდების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. ცენტრის დირექტორი

1. ცენტრის დირექტორს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

2. ცენტრის დირექტორს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც/რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს დაწესებულების დირექტორი.

3. მოადგილე დირექტორის არყოფნისას ასრულებს მის მოვალეობას. რამდენიმე მოადგილის არსებობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად. “.

2. ბრძანება შევიდეს ძალაში გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი ი.ქურდაძე