,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იარაღის ბრუნვისა და მასზე კონტროლის განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 27 ნოემბრის №1387 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1072
სარეგისტრაციო კოდი
140.130.000.22.034.013.491
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 107, 31/08/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.013.491

საქართველოს შინაგან საქმეთა

მინისტრის ბრძანება №1072

2009 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იარაღის ბრუნვისა და მასზე კონტროლის განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 27 ნოემბრის №1387 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იარაღის ბრუნვისა და მასზე კონტროლის განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 27 ნოემბრის №1387 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №160, მუხ. 2191) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების (სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების გარდა) მოსამსახურეებზე, პირის მოტივირებულ მოთხოვნაზე (პატაკზე) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წარდგინების (რეზოლუციის) შესაბამისად;“.

2. 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის, სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეებზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გაცემა წარმოებს აღნიშნული დანაყოფების ხელმძღვანელთა მიერ ამ ინსტრუქციის 29-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 სექტემბრიდან.

  ი. მერაბიშვილი