„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების (ჰაუპტვახტის) ფუნქციონირების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 მაისის №731 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 030.020.000.22.034.013.492
საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის ბრძანება №1073
2009 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების (ჰაუპტვახტის) ფუნქციონირების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 მაისის №731 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების (ჰაუპტვახტის) ფუნქციონირების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 მაისის №731 ბრძანებით (სსმ III, 21.05.2007 წ., №71, მუხ.775) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
„1. ჰაუპტვახტი ფუნქციონირებს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (შემდგომში _ დეპარტამენტი) სტრუქტურაში.
2. ჰაუპტვახტში საკმარისი ადგილების უქონლობის ან სხვა მიზეზების გამო, მისი არაფუნქციონირების შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორთან ან მის მოადგილესთან შეთანხმებით, სამხედრო მოსამსახურეებს განათავსებენ სხვა ყველაზე ახლოს განთავსებულ ჰაუპტვახტში.“.
2. მე-10 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით ერთხელ შეხვდეს ოჯახის წევრებს;“.
3. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ჰაუპტვახტში სამხედრო მოსამსახურეების დღის განრიგს ადგენს ჰაუპტვახტის უფროსი და ამტკიცებს დეპარტამენტის დირექტორი.“.
4. მე-15 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საჭიროების შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურეების ჰაუპტვახტის გარეთ გაყვანისას, დეპარატმენტის დირექტორის განკარგულებით, გამოიყოფა სპეციალური ან ოპერატიული ტრანსპორტი.
4. ჰაუპტვახტის გარეთ სამხედრო მოსამსახურეების თანხლებისათვის გუშაგები განწესის შემადგენლობიდან გამოიყოფიან. როდესაც აღნიშნულის განხორციელება შეუძლებელია, დეპარტამენტის დირექტორის მიერ ინიშნება დამატებითი განწესი.“.
5. მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამხედრო მოსამსახურეები აბანოში უნდა იბანდნენ კვირაში ერთხელ დეპარტამენტის დირექტორის მიერ დადგენილ დღეებსა და საათებში. ამავე დღეებში ტარდება სამხედრო მოსამსახურეების სამედიცინო შემოწმებაც.“.
მუხლი 2.
ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 სექტემბრიდან.
ი. მერაბიშვილი