„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.013.501
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №1084
2009 წლის 29 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში (სსმ III, 28.12.2007 წ., №186, მუხ. 2092) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების 41 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) 25 ლარი – სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტი) ობიექტების დაცვის სამმართველოს I განყოფილების II ქვეგანყოფილების სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებს;“.
2. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №23 და დანართი №26 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 სექტემბრიდან.
ი. მერაბიშვილი
დანართი №23
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი
| თანამდებობა | კატეგორია | თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი (ლარი) |
| დეპარტამენტის დირექტორი |
| 2680 |
| დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე-შტაბის უფროსი |
| 2515 |
| სამხარეო განყოფილების უფროსი |
| 2040 |
| სამმართველოს უფროსი | I | 2040 |
| II | 1970 | |
| სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამსახურის უფროსი | I | 1925 |
| II | 1820 | |
| სამსახურის უფროსის მოადგილე | I | 1520 |
| II | 1420 | |
| განყოფილების უფროსი, ასეულის მეთაური | I | 1220 |
| II | 1080 | |
| განყოფილების უფროსის მოადგილე, ასეულის მეთაურის მოადგილე | I | 1060 |
| II | 1030 | |
| ქვეგანყოფილების უფროსი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი | I | 970 |
| II | 935 | |
| ოცეულის მეთაური, უფროსი ოფიცერი, უფროსი ინსპექტორი, მთავარი სპეციალისტი | I | 960 |
| II | 875 | |
| ოცეულის მეთაურის მოადგილე, ათეულის მეთაური, ოფიცერი, ინსპექტორი, წამყვანი სპეციალისტი | I | 935 |
| II | 815 | |
| ათეულის მეთაურის მოადგილე, უმცროსი ინსპექტორი, სპეციალისტი, სერჟანტი, კავალერისტი, მებრძოლი | I | 920 |
| II | 745 | |
| დამხმარე მოსამსახურე (მძღოლი, ტექნიკოსი, მზარეული) |
| 440 |
| დამხმარე მოსამსახურე (დამლაგებელი, მუშა-ხელოსანი) |
| 335 |
დანართი N26
სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი
| თანამდებობა | თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი (ლარი)
|
| დეპარტამენტის დირექტორი | 2680 |
| დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე | 2515 |
| რეგიონალური მიმართულების სამმართველოს უფროსი | 1525 |
| რეგიონალური მიმართულების სამმართველოს უფროსის მოადგილე | 1465 |
| სამმართველოს უფროსი | 1410 |
| სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამსახურის უფროსი | 1350 |
| სამსახურის უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი | 1190 |
| განყოფილების უფროსის მოადგილე | 1010 |
| ქვეგანყოფილების უფროსი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი | 845 |
| უფროსი ოფიცერი, უფროსი ინსპექტორი, მთავარი სპეციალისტი | 780 |
| ოფიცერი, ინსპექტორი, წამყვანი სპეციალისტი | 725 |
| მებრძოლი, სპეციალისტი | 665 |
| დამხმარე მოსამსახურე (მძღოლი, ტექნიკოსი, მზარეული) | 430 |
| დამხმარე მოსამსახურე (დამლაგებელი, მუშა-ხელოსანი) | 310 |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.08.2009.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.08.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1084. სარეგისტრაციო კოდი — 140.130.000.22.034.013.501.
- სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.08.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №1084, 29.08.2009, სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.013.501 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.08.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/85840/