,საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 9 იანვრის №9 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№568
სარეგისტრაციო კოდი
230.210.000.22.033.013.508
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 107, 01/09/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.013.508

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №568

2009 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქონლის დათვალიერებისას და სინჯის   ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 9 იანვრის №9 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 9 იანვრის №9 ბრძანებით (სსმ III, 10.01.2008წ., №3, მუხ. 46) დამტკიცებულ “საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციაში  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:    

1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 4

დათვალიერებას (სკანირების გარეშე) ახორციელებს საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის ან/და სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მოხელე (შემდგომში – საბაჟო მოხელე), ხოლო სკანირებას – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) საბაჟო კონტროლის დეპარტამენტის ოპერატიული მართვის სამმართველოს შესაბამისი ჯგუფის წევრი (შემდგომში – საბაჟო მოხელე).“.

2. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქონლის დათვალიერების თაობაზე გადაწყვეტილებას, სსდ-ის წითელ დერეფანში გადაყვანის ფორმით, იღებს:

ა) ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის „ბ.ბ“, „ბ.დ“ და „ბ.ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში:

ა.ა) შემოსავლების სამსახურის საბაჟო კონტროლის დეპარტამენტის უფროსი, უფროსის მოადგილეები ან სამმართველოების უფროსები;

ა.ბ) საბაჟო ორგანოს უფროსი ან უფროსის მოადგილეები;

ა.გ) საბაჟო დამუშავების ოპერაციის სამმართველოს (განყოფილების)/საბაჟო დამუშავების ოპერაციების და საბაჟო კონტროლის სამმართველოს უფროსი (ან მისი შემცვლელი);

ა.დ) შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული პირები.

ბ) ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის „ბ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:

ბ.ა) შემოსავლების სამსახურის საბაჟო კონტროლის დეპარტამენტის უფროსი, უფროსის მოადგილეები ან სამმართველოების უფროსები;

ბ.ბ) საბაჟო ორგანოს უფროსი ან უფროსის მოადგილეები.“.

3. მე-12 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურების განხორციელების ადგილებში (სასაზღვრო საბაჟო ორგანოები; საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელების ადგილები; საბაჟო საწყობი ან შენახვის სხვა ადგილი; ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონა) რენტგენ-სკანერების მეშვეობით განხორციელებული სკანირების შედეგად მიღებული ინფორმაციების დამუშავება-ანალიზს და შესაბამის რეაგირებას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის საბაჟო კონტროლის დეპარტამენტის ოპერატიული მართვის სამმართველო.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 9 იანვრის №9 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.08.2009.
როდის იქნა მიღებული „,საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 9 იანვრის №9 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““?
„,საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 9 იანვრის №9 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““ მიღებულია 31.08.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №568. სარეგისტრაციო კოდი — 230.210.000.22.033.013.508.
რამდენი მუხლისგან შედგება „,საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 9 იანვრის №9 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 9 იანვრის №9 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 9 იანვრის №9 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.08.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 9 იანვრის №9 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““, №568, 31.08.2009, სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.013.508 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.08.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/85882/