,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.516
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №724
2009 წლის 4 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებით (სსმ III, 01.04.2005წ., №37, მუხ. 380) დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვება შესაძლებელია:
ა) აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;
ბ) სტუდენტებისათვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 2 ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.”;
ბ) დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართავენ შესაბამისი განცხადებით სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.”;
გ) დებულების მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ განცხადებას თან უნდა დაერთოს დოკუმენტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.”.
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 04.09.2009.
- როდის იქნა მიღებული „,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““?
- „,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““ მიღებულია 04.09.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №724. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.22.022.013.516.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.09.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““, №724, 04.09.2009, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.516 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.09.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/85918/