„ლეგალიზაციისა და აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალების წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე“
მიღების თარიღი 18.09.2009
ძალის დაკარგვა 28.04.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №303/ნ
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.035.013.549
გამოქვეყნების წყარო სსმ, 115, 22/09/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 10.10.2000
დოკუმენტის ტექსტი
„ლეგალიზაციისა და აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალების წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.satauri, li.satauri, div.satauri {mso-style-name:satauri; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:none; font-size:13.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 45.0pt .75in 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.035.013.549
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №303/ნ
2009 წლის 18 სექტემბერი
ქ. თბილისი
ლეგალიზაციისა და აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალების წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე
„დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №404 ბრძანებულების მე-13 მუხლისა და „დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულების მე-15 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ლეგალიზაციისა და აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალების წარმოებისა და შენახვის თანდართული წესი.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 6 მარტის №71/ნ ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. კვიტაშვილი
ლეგალიზაციისა და აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალების წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗
ეს წესი არეგულირებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად განკუთვნილი და საქართველოში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისა და ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალების წარმოებისა და შენახვის წესს.
მუხლი 2🔗
სამინისტროს მიერ ლეგალიზაციისა ან აპოსტილით დამოწმებას ექვემდებარება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები, ასევე სამედიცინო დაწესებულებების მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დოკუმენტები.
მუხლი 3🔗
1. დოკუმენტების ლეგალიზაცია ან აპოსტილით დამოწმება ხორციელდება დაცული თვითწებადი ქაღალდის დაკვრით ან შტამპის დასმით.
2. სამინისტროში დოკუმენტების ლეგალიზაციაზე ან აპოსტილით დამოწმებაზე პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს სამინისტროს დებულების შესაბამისად უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფი.
3. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების/ სისტემის დაწესებულებების ხელმძღვანელები, რომელთა კომპეტენციას წარმოადგენს ლეგალიზაცია/აპოსტილით დასამოწმებელი დოკუმენტების გაცემა, ვალდებულნი არიან დოკუმენტებზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ხელმოწერის ნიმუშები, ასევე იმ ბეჭდისა და შტამპის ნიმუშები, რომლებიც შეიძლება დასმულ იქნეს მათთან წარმოდგენილ დოკუმენტზე, გადასცეს სამინისტროს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
4. იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა ბაზაში არ ინახება შესაბამისი ბეჭდის, შტამპისა და ხელმოწერის ნიმუში:
ა) ლეგალიზება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სათანადო ნიმუშების მიღების შემდეგ;
ბ) აპოსტილი შეიძლება დასმულ იქნეს დოკუმენტზე მხოლოდ სათანადო ნიმუშების მიღების შემდეგ.
5. თუ ლეგალიზაციისათვის ან/და აპოსტილით დასამოწმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერა არ შეესაბამება მონაცემთა ბაზაში არსებულ შესაბამისი ხელმოწერის ნიმუშს, ლეგალიზაცია/აპოსტილით დამოწმება შეიძლება განხორციელდეს დოკუმენტის გამცემი ორგანოს/დაწესებულების მიერ ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში.
6. თუ შესაბამისი დაწესებულებიდან ვერ ხერხდება ლეგალიზაციისათვის წარსადგენ ან/და აპოსტილით დასამოწმებლად წარმოდგენილ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის, ბეჭდის ან შტამპის ნიმუშის ან/და ხელმომწერი პირის უფლებამოსილების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში დაადგინოს აპოსტილით დასამოწმებელ დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილება, ბეჭდის ან შტამპის ავთენტიკურობა და განახორციელოს დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება, რის შესახებაც გამოაქვს დასაბუთებული წერილობითი გადაწყვეტილება.
მუხლი 4🔗
1. დოკუმენტის ლეგალიზაციისა ან აპოსტილით დამოწმების ფაქტი რეგისტრირდება აპოსტილისა და ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟუნალებში.
2. აპოსტილისა და ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალები (შემდგომში – სარეგისტრაციო ჟურნალები) იწარმოება ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით და მათში შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა) რიგითი ნომერი, რომელსაც პასუხობს ლეგალიზაციის/აპოსტილის შტამპი;
ბ) ლეგალიზაციის განმახორციელებელი/აპოსტილის შემსრულებელი ორგანოს დასახელება და ლეგალიზაციის განხორციელების/აპოსტილის დასმის თარიღი;
გ) ლეგალიზებულ/აპოსტილით დამოწმებულ დოკუმენტზე ხელმომწერი პირის ვინაობა და თანამდებობა.
3. სარეგისტრაციო ელექტრონულ ჟურნალში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გარდა შეიტანება აპოსტილით დამოწმებულ ან ლეგალიზებულ დოკუმენტზე არსებული ბეჭდის ან ხელმოწერის ციფრული გამოსახულება.
4. სარეგისტრაციო ელექტრონულ ჟურნალში მიეთითება დოკუმენტის ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების ნომერი, სარეგისტრაციო მატერიალურ ჟურნალში დოკუმენტის ლეგალიზაცია ან აპოსტილით დამოწმება ინომრება უწყვეტი ნუმერაციით. ნუმერაცია იწყება ერთიდან, ხოლო ყოველი წლის დასაწყისში ნუმერაცია იწყება თავიდან. ნუმერაციაში შეცდომის დაშვების შემთხვევაში შეცდომის შესახებ უნდა აღინიშნოს გრაფაში „შენიშვნებისათვის“.
5. სარეგისტრაციო ჟურნალებში ჩანაწერი კეთდება დოკუმენტის ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, მასზე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერისთანავე.
6. სარეგისტრაციო ჟურნალებში ჩანაწერს ასრულებს უფლებამოსილი პირი. დაუშვებელია მატერიალურ სარეგისტრაციო ჟურნალებში ჩანაწერის გაკეთება ფანქრით.
7. ჩანაწერის გაკეთებისას შეცდომის დაშვების შემთხვევაში, შესწორების შეტანის შესახებ უნდა აღინიშნოს გრაფაში „შენიშვნებისათვის“ და დამოწმდეს შესწორების შემტანი პირის მიერ.
8. დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი სამსახური ვალდებულია გასცეს ინფორმაცია, შეესაბამება თუ არა დოკუმენტზე ლეგალიზაციისა და აპოსტილის შტამპში აღნიშნული მონაცემები სარეგისტრაციო ჟურნალებში არსებულ მონაცემებს.
მუხლი 5🔗
1. სარეგისტრაციო მატერიალური ჟურნალები უნდა იყოს აკინძული, დანომრილი, პასუხისმგებელი თანამდებობის პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული.
2. მატერიალური სარეგისტრაციო ჟურნალები უნდა ინახებოდეს იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული მისი მთლიანობის დარღვევა ან დაკარგვა.
3. ელექტრონული სარეგისტრაციო ჟურნალის გამართული წარმოება, მონაცემთა ავთენტიკურობა, უსაფრთხოება და არასანქცირებული წვდომისაგან დაცვა უზრუნველყოფილი უნდა იყოს.
4. აპოსტილისა და ლეგალიზაციის ბეჭედი, შტამპები, დაცული თვითწებადი ქაღალდი და სარეგისტრაციო ჟურნალები ინახება სათანადოდ დაცულ ადგილას.
5. აპოსტილისა და ლეგალიზაციის შტამპების, დაცული თვითწებადი ქაღალდის, ბეჭდის გამოყენებასა და სარეგისტრაციო ჟურნალების წარმოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ამ ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს.