„2009–2010 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სპეციალური სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 21.09.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №786
სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.013.551
გამოქვეყნების წყარო სსმ, 115, 22/09/2009
matsne.gov.ge 1,246 სიტყვა · ~6 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„2009–2010 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სპეციალური სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Calibri","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char";} span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; font-weight:bold;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.satauri, li.satauri, div.satauri {mso-style-name:satauri; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt .5in 45.0pt .5in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.013.551 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №786 2009 წლის 21 სექტემბერი ქ. თბილისი 2009-2010 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სპეციალური სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-80 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის (ორგანიზაციული კოდი – 32 12 02), „2009-2010 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის №254 დადგენილების მე-8 პუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „2009–2010 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სპეციალური სახელმწიფო პროგრამა“, დანართის შესაბამისად. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ნ. გვარამია დანართი 2009–2010 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სპეციალური სახელმწიფო პროგრამა     მუხლი 1🔗. პროგრამის დაფინანსება 1. 2009–2010 სასწავლო წელს საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 66​1 მუხლით გათვალისწინებული ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (შემდგომში – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება) ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის გამოიყოს სახელმწიფო სასწავლო გრანტების დაფინანსების წლიური მოცულობა 195 000 (ას ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით. 2. 2009–2010 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სპეციალური სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) ფარგლებში აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში. 3. პროგრამის ფარგლებში პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში. 4. პროგრამის ფარგლებში დაფინანსება სტუ­დენტზე გაიცემა ერთი სასწავლო წლის განმავლობაში არა უმე­ტეს 60 კრე­დიტზე.     მუხლი 2🔗. პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღების უფლების მქონე პირი პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების უფლება აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2009–2010 სასწავლო წელს ჩარიცხულ შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს: ა) ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ უცხო ქვეყნის 76 მოქალაქეს; ბ) უცხო ქვეყნის 10 მოქალაქეს, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, კერძოდ: ბ.ა) იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომელთა წინაშე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით აღებული აქვს ვალდებულება შესაბამისი ქვეყნის მოქალაქეების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით; ბ.ბ) იმ ქვეყნების მოქალაქეებს, სადაც საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ შესაბამისი ქვეყნის სახელმწიფო დაფინანსებით მიიღონ უმაღლესი განათლება; ბ.გ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ირჩევენ სწავლას ქართველოლოგიური მიმართულებებით.     მუხლი 3🔗. დაფინანსების პრინციპები 1. თუ ამ ბრძანების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობა აღემატება ამ კატეგორიისათვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობას, თანხა გაიცემა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე. 2. თუ ამ ბრძანების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტუდენტებისათვის გამოყოფილი ადგილების ფარგლებში ბოლო ადგილზე/ადგილებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე, დაფინანსების მიღების თანაბარი უფლება აქვს ორ ან მეტ სტუდენტს, დაფინანსება ბოლო ადგილზე/ადგილებზე არ გაიცემა.     მუხლი 4🔗. დარჩენილი თანხის გადანაწილება 1. თუ ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა ამ ბრძანების მე-2 მუხლით გათვალისწინებული კატეგორიების მიხედვით, დარჩენილი თანხა გადაუნაწილდება ამავე მუხლით განსაზღვრულ იმ კატეგორიის სტუდენტებს, სადაც დაფინანსების მსურველთა რაოდენობა აღემატება დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობას. დარჩენილი თანხის გადანაწილება ხორციელდება ამ ბრძანების მე-3 მუხლით განსაზღვრული პრინციპით. 2. თუ ამ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადანაწილების შემდეგ ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა, დარჩენილი თანხა, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე გადაუნაწილდებათ იმ სტუდენტებს, რომელთა ოჯა­ხები რეგისტრი­რებული არი­ან სოციალურად დაუცველი ოჯა­ხების მონაცემთა ერთიან ბა­ზა­ში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკ­ლებია 70 000-ზე და რომლებმაც „2009-2010 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ან პროფესიული უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს №149 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში ვერ მოიპოვეს დაფინანსება.     მუხლი 5🔗. განცხადების წარდგენა პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად ამ ბრძანების მე-2 მუხლით გათვალისწინებული სტუდენტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო) არა უგვიანეს 2009 წლის 15 ნოემბრისა წარადგენს განცხადებას, რომლის ფორმა და წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა მტკიცდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.     მუხლი 6🔗. განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება 1. ამ ბრძანების მე-5 მუხლით გათვალისწინებული განცხადებების შესწავლისა და მინისტრისთვის რეკომენდაციების მომზადების მიზნით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება კომისია, რომელიც შედგება 11 წევრისაგან. 2. კომისიის შექმნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი. 3. კომისიის სხდომებს უძღვება კომისიის თავმჯდომარე. კომისიის თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 4. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. სახელმწიფო დაფინანსების მინიჭების შესახებ კომისიის მიერ მინისტრისათვის მომზადებული რეკომენდაციები მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 5. კომისიის სხდომების შედეგად იწარმოება ოქმი, რომელიც ფორმდება კომისიის სხდომის დასრულებიდან 3 დღის ვადაში და მას ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. 6. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფი­ნან­­სების მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ინდივიდუ­ალური ად­­მინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.     მუხლი 7🔗. პროგრამის გავრცელება და ხელმისაწვდომობა პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსების შესაძლებლობის შესახებ დაინტერე­სე­ბუ­ლი პირების ინფორმირების მიზნით, სამინისტრო უზრუნ­ველ­ყოფს ამ ბრძანების მიწოდებას უმაღ­ლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, ასევე ინფორ­მაცი­ის სამინისტროს ოფიციალურ ვებ­-გვერდზე განთავსებას და მასობრივი ინფორ­­მა­ციის სა­შუა­ლე­ბე­ბით გავრცელებას.