„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 18.09.2009
ძალის დაკარგვა 01.01.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/2131
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.024.013.554
გამოქვეყნების წყარო სსმ, 116, 24/09/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 31.01.2013
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:SPDumbadze;}
@font-face {font-family:Grigolia;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:31.5pt; font-size:14.0pt; font-family:Grigolia;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
span.BodyTextIndent3Char {mso-style-name:"Body Text Indent 3 Char"; font-family:Grigolia;}
span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char";}
span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:63.0pt 42.5pt 56.7pt .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.024.013.554
საქართველოს ეკონომიკური განვითარების
მინისტრის ბრძანება №1-1/2131
2009 წლის 18 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. პოლოლიკაშვილი
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
4. დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
5. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და იმ მინისტრის მოადგილის წინაშე, რომელიც მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებები
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებია:
ა) ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი და ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად;
ბ) ქვეყნის ეკონომიკური რეფორმების და ინსტიტუციურ-სამართლებრივი რეგულირების სისტემის შემუშავებაში მონაწილეობა;
გ) შესაბამის უწყებებთან ერთად დარგობრივი და რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
დ) ქვეყნის ეკონომიკის დარგების და რეგიონების საინვესტიციო მიმზიდველობის შეფასება;
ე) ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების შესახებ საინფორმაციო მასალების დამუშავება და გავრცელება;
ვ) ქვეყანაში არსებული სამეწარმეო გარემოს ანალიზი არსებული პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ზ) კანონპროექტებისა და სხვა სახის ინიციატივების შეფასება სამეწარმეო გარემოს რეგულირებაზე ზეგავლენის თვალსაზრისით.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
2. დეპარტამენტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და შესაბამისი მინისტრის მოადგილის წინაშე.
4. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებსა და მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;
დ) ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსებისა და მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ე) ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ და/ან სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს;
ვ) წარუდგენს მინისტრს და შესაბამის მინისტრის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) მინისტრთან და შესაბამის მინისტრის მოადგილესთან შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე მათი სამსახურებრივი მივლინების თაობაზე;
თ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრისა და შესაბამისი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
5. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და დეპარტამენტის უფროსის, შესაბამისი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
7. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უფლებამოსილია ხელი მოაწეროს დეპარტამენტში მომზადებულ, სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გასაგზავნ კორესპონდენციას.
8. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, შესაბამისი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.
9. კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას, მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ეკონომიკური პოლიტიკის სამმართველო;
ბ) სამეწარმეო საქმიანობაზე რეგულირების გავლენის შეფასების სამმართველო.
2. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც პასუხისმგებელია სამმართველოს საქმიანობაზე დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.
3. ეკონომიკური პოლიტიკის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი და ეკონომიკური პოლიტიკის წასამართად რეკომენდაციების შემუშავება მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად;
ბ) ქვეყნის ეკონომიკური რეფორმების და ინსტიტუციურ-სამართლებრივი რეგულირების სისტემის შემუშავებაში მონაწილეობა;
გ) შესაბამის უწყებებთან ერთად დარგობრივი და რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
დ) ქვეყნის ეკონომიკის დარგების და რეგიონების საინვესტიციო მიმზიდველობის ანალიზი, შესაბამისი საინფორმაციო მასალის მომზადება;
ე) ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების შესახებ ყოველდღიური, ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური, ნახევარწლიური და წლიური საინფორმაციო-ანალიტიკური დაიჯესტების მომზადება და გავრცელება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ;
ვ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციისა და დავალებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება.
4. სამეწარმეო საქმიანობაზე რეგულირების გავლენის შეფასების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) კანონპროექტებისა და სხვა სახის ინიციატივების შეფასება სამეწარმეო გარემოს რეგულირებაზე ზეგავლენის თვალსაზრისით;
ბ) სამეწარმეო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწის მიზნით სათანადო ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;
გ) ქვეყანაში არსებული სამეწარმეო გარემოს ანალიზი არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით;
დ) საერთაშორისო რეიტინგებისა და სხვადასხვა ანალიტიკური კვლევებისათვის ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების და რეფორმების შესახებ ინფორმაციის მომზადება;
ე) ქართველ და უცხოელ მეწარმეებთან დიალოგის წარმოება, მათთან პერიოდული შეხვედრებისა და გამოკითხვების ორგანიზების საშუალებით სამეწარმეო სექტორში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ვ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციისა და დავალებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის მოსამსახურეები
1. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი.
3. დეპარტამენტის მოსამსახურეები მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.