⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.12.2015)
გაუქმებულია:

„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 18.09.2009
ძალის დაკარგვა 01.12.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/2132
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.024.013.555
გამოქვეყნების წყარო სსმ, 116, 24/09/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,145 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.09.2009 მიღება
01.12.2015 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Cambria; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:Grigolia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; line-height:115%; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"Cambria","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:Grigolia;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:31.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:Grigolia;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:31.5pt; font-size:14.0pt; font-family:Grigolia;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.Heading1Char {mso-style-name:"Heading 1 Char"; font-family:"Cambria","serif"; font-weight:bold;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:63.0pt 46.35pt 49.65pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.024.013.555 საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/2132 2009 წლის 18 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  ზ. პოლოლიკაშვილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 3. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტების და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. 4. დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. 5. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და იმ მინისტრის მოადგილის წინაშე, რომელიც მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებები დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებია: ა) ურბანული განვითარების, სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი, სამშენებლო საქმიანობის, საბინაო-კომუნალური, საცხოვრისის და საქალაქო მეურნეობის პოლიტიკის შემუშავება, კოორდინაცია და მართვა; ბ) სამშენებლო დარგის საერთაშორისო, სახელმწიფო და რეგიონული პროგრამებისა და პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა; ურბანული განვითარების, სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, სამშენებლო საქმიანობისა და საბინაო-კომუნალური სფეროების მარეგულირებელი კანონმდებლობის ანალიზი და მისი სრულყოფის წინადადებებისა და პროექტების შემუშავება, მეთოდოლოგიისა და ინსტრუქციების მომზადებაში მონაწილეობა; გ) ქვეყანაში სამშენებლო საქმიანობის განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გასატარებლად სამშენებლო დარგის სახელმწიფო პროგრამებისა და საქმიანობის გეგმების შემუშავება და მათი რეალიზაციის კოორდინაცია;  დ)    სამშენებლო დარგის, საბინაო სექტორის სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების შემუშავება; ე) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობა დეპარტამენტის კომპენტენციას მიკუთვნებული საკითხების მომზადებაში; ვ) სამშენებლო დარგის, საბინაო სექტორის სახელმწიფო პროგრამებსა და პროექტებში მონაწილეობა; ზ) დასახლებული პუნქტების (ქალაქების, სარეკრეაციო ტერიტორიების, დაბების, სოფლებისა და სხვა ურბანული ტერიტორიების) მდგრადი და უსაფრთხო განვითარების ხელშეწყობა, ქვეყნის ტერიტორიის ქალაქგეგმარებითი საქმიანობის ორგანიზება; თ) ქვეყნის სივრცით-ტერიტორიული მოწყობის გენერალური სქემის, კერძოდ, ქვეყნის განსახლების სისტემის გენსქემის, რეგიონალური და რაიონული დაგეგმარების სქემების და პროექტების, ასევე ქალაქებისა და სხვა დასახლებათა განვითარების ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის დოკუმენტაციათა შემუშავების უზრუნველყოფა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობის საფუძველზე, მათი დამუშავების მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა და რეალიზების კოორდინაცია; ი) ქვეყნის ქალაქებისა და სხვა დასახლებათა ტერიტორიების განვითარების მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და უფლებრივი ზონირების რუკების შემუშავების ორგანიზება და ამ სამუშაოთა მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა; კ) სარეკრეაციო ტერიტორიების განაშენიანების რეგულირების გეგმის განხილვა და შეთანხმება; ლ) სამშენებლო დარგში ტექნიკური რეგლამენტების, სამშენებლო ნორმების და წესების, სტანდარტების შემუშავების ორგანიზება და ანალიზი; მ) ქვეყანაში საინჟინრო კომუნიკაციების, მათ შორის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების, სპეციალური დანიშნულების შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო მაგისტრალების, ენერგეტიკული და სამელიორაციო სისტემების განვითარების მიმართულებების განსაზღვრაში მონაწილეობა შესაბამის დაწესებულებებთან ერთად; ნ) სამშენებლო საქმიანობის რეგულირებასა და სამშენებლო დარგის სპეციალისტთა საკვალიფიკაციო სერტიფიკაციის საკანონმდებლო ბაზის შექმნაში, სამუშაოთა ორგანიზებასა და განხორციელებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; ო) სამშენებლო დარგში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; პ) მშენებლობის თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით საშენი მასალების წარმოების განვითარების ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის საფუძველზე; ჟ) კომუნალური მეურნეობის დარგების განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაში, პროგნოზირებასა და რეალიზაციაში ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის საფუძველზე; რ) საბინაო სექტორში არსებული მდგომარეობის კვლევასა და მისი ანალიზის საფუძველზე პრობლემების იდენტიფიკაციის, მათი მოგვარების გზების დასახვასა და წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობა; ს) ქვეყნის მასშტაბით სამშენებლო სფეროს განვითარების მონაცემთა ბაზის წარმოება; ტ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვების გაცემა და ამ ობიექტების ექსპლოატაციაში მიღების ორგანიზება; უ) საქალაქო მეურნეობის დარგების განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრის, პროგნოზირების და რეალიზების ხელშეწყობა. 2. დეპარტამენტი, მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას, თანამშრომლობს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, მის ტერიტორიულ ორგანოებთან და სისტემაში შემავალ დაწესებულებებთან.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი. 2. დეპარტამენტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და შესაბამისი მინისტრის მოადგილის წინაშე. 4. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას; გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებსა და მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს; დ) ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსებისა და მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ე) ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ და/ან სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს; ვ) წარუდგენს მინისტრს და შესაბამის მინისტრის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ზ) მინისტრთან და შესაბამისი მინისტრის მოადგილესთან შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე მათი სამსახურებრივი მივლინების თაობაზე; თ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრისა და შესაბამისი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებებს. 5. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და დეპარტამენტის უფროსის, შესაბამისი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. 7. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უფლებამოსილია ხელი მოაწეროს დეპარტამენტში მომზადებულ, სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გასაგზავნ კორესპონდენციას.  8. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, შესაბამისი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე. 9. კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას, მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ურბანული განვითარების სამმართველო; ბ) მშენებლობის საქმეთა სამმართველო: გ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვების სამმართველო. 2. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის წინაშე. 3. ურბანული განვითარების სამმართველოს ფუნქციებია: ა) საქართველოში ურბანული განვითარების, სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და არქიტექტურულ-ქალაქმშენებლობითი პოლიტიკის შემუშავების, დასახლებული პუნქტების (ქალაქების, სარეკრეაციო ტერიტორიების, დაბების, სოფლებისა და სხვა ურბანული ტერიტორიების) მდგრადი და უსაფრთხო განვითარების ხელშეწყობა, ქვეყნის ტერიტორიის ქალაქთგეგმარებითი-საინჟინრო ორგანიზაციის უზრუნველყოფა; ბ) ქვეყნის სივრცით-ტერიტორიული მოწყობის გენერალური სქემის, მათ შორის, რეგიონული და რაიონული დაგეგმარების სქემებისა და პროექტების, ასევე ქალაქებისა და სხვა დასახლებათა განვითარების ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციების (მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების) შემუშავების და რეალიზაციის ხელშეწყობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობის საფუძველზე; გ) ქვეყნის სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, ქალაქთმშენებლობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის, ანალიზის საფუძველზე შესაბამისი კანონპროექტების, კანონქვემდებარე აქტების პროექტების, მეთოდოლოგიის, დებულებებისა და ინსტრუქციების შემუშავება; დ) სარეკრეაციო ტერიტორიებზე მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღება და ესკიზური პროექტის შეთანხმება სამინისტროსთან, პროექტების რეალიზაციის მონიტორინგი; ე) სარეკრეაციო ტერიტორიების განაშენიანების რეგულირების გეგმების განხილვა და შესაბამისი შენიშვნებისა და რეკომენდაციების მომზადება; ვ) ავტონომიურ რესპუბლიკებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობა ურბანული განვითარების ადგილობრივი პოლიტიკის ფორმირებაში, დაგეგმვის დოკუმენტაციების მომზადებასა და განხორციელების საქმეში; ზ) ქვეყნის ქალაქებისა და სხვა დასახლებათა ტერიტორიების განვითარების მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და უფლებრივი ზონირების რუკების შემუშავების ორგანიზების და მეთოდოლოგიური დახმარების უზრუნველყოფა, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნის ხელშეწყობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობის საფუძველზე; თ) სახელმწიფო საბინაო პოლიტიკის საფუძვლების, საბინაო სექტორში სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების შემუშავების კოორდინაცია; ი) საბინაო სექტორის მოწესრიგებისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა მიზნობრივი პროექტების შემუშავებასა და მიმდინარე პროექტების კოორდინაციაში მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურებთან თანამშრომლობის საფუძველზე; კ) საბინაო სექტორში არსებული მდგომარეობის კვლევასა მისი ანალიზის საფუძველზე პრობლემების იდენტიფიკაციის, მათი მოგვარების გზების დასახვასა და წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობა; ლ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების, მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის ნებართვების მისაღებად წარმოდგენილი საპროექტო მასალებისა და თანდართული დოკუმენტების ექსპერტულ შეფასებაში და მათ განხილვაში მონაწილეობა; მ) მშენებლობადამთავრებული განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (შენობა-ნაგებობების) ექსპლუატაციაში მიღების სამუშაოებში მონაწილეობა; ნ) დასკვნების მომზადება ქვეყნის ტერიტორიული რესურსების რაციონალურად გამოყენების მიზნით, გარემოს დაცვის კანონპროექტებზე, პროგრამებზე, პროექტებზე და კონცეფციებზე, ქალაქთმშენებლობითი კადასტრის შემუშავებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; ო) „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი საქმიანობაში მონაწილეობის მიღება, ქალაქებისა და სხვა დასახლებათა ისტორიულად ჩამოყალიბებული განაშენიანების, არსებული შენობა-ნაგებობებისა და მათი კომპლექსების მოდერნიზაცია-რეაბილიტაციისათვის საჭირო წინადადებების შემუშავება და ამ საკითხებზე შექმნილი უწყებათაშორისი კომისიების მუშაობაში მონაწილეობა; პ) წინადადებების მომზადება შესაბამისი დაწესებულებებიდან სამინისტროში წარმოდგენილ სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობით საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე; ჟ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება. 4. მშენებლობის საქმეთა სამმართველოს ფუნქციებია: ა) ქვეყანაში სამშენებლო საქმიანობის განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გასატარებლად სამშენებლო დარგის სახელმწიფო პროგრამებისა და საქმიანობის გეგმების შემუშავება და მათი რეალიზაციის კოორდინაცია; ბ) ეროვნული და რეგიონული პროგრამების და პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; გ) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობა მშენებლობის დარგში კომპენტენციას მიკუთვნებული საკითხების მომზადებაში; დ) მშენებლობის დარგში ტექნიკური რეგლამენტების, სამშენებლო ნორმების და წესების, სტანდარტების შემუშავების ორგანიზება და ანალიზი; ე) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების, მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებაში და მშენებლობადამთავრებული ობიექტების (შენობა-ნაგებობების) ექსპლუატაციაში მიღების განხილვის პროცედურებში მონაწილეობა; ვ) სამშენებლო საქმიანობის რეგულირებასა და სამშენებლო დარგის სპეციალისტთა საკვალიფიკაციო სერტიფიკაციის საკანონმდებლო ბაზის შექმნაში, სამუშაოთა ორგანიზებასა და განხორციელებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; ზ) ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; თ) წინადადებების მომზადება შესაბამისი დაწესებულებებიდან სამინისტროში წარმოდგენილ ნორმატიული აქტების პროექტებზე და სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე; ი) საინჟინრო კომუნიკაციების, მათ შორის, წყალმომარაგებისა და წყალანირების სისტემების, სპეციალური დანიშნულების შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო მაგისტრალების, ენერგეტიკული და სამელიორაციო სისტემების განვითარების მიმართულების განსაზღვრაში მონაწილეობა შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის საფუძველზე; კ) მშენებლობის თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით საშენი მასალების წარმოების განვითარების ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის საფუძველზე; ლ) კომუნალური მეურნეობის დარგების განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაში, პროგნოზირებასა და რეალიზაციაში ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის დაწესებულებებთან თანამშრომლობის საფუძველზე;  მ) საბინაო სექტორში არსებული მდგომარეობის კვლევასა მისი ანალიზის საფუძველზე პრობლემების იდენტიფიკაციის, მათი მოგვარების გზების დასახვასა და წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობა; ნ) ქვეყნის მასშტაბით სამშენებლო სფეროს განვითარების მონაცემთა ბაზის წარმოება; ო) მინისტრისა და სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებების შესრულება სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე; პ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება. 5. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვების სამმართველოს ფუნქციებია: ა) განმცხადებლის მომართვის საფუძველზე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების, მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციების გაწევა; ბ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების, მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემა (I, II, III სტადიები), კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემადგენლობის შემოწმება, მასალების მომზადება მუდვივმოქმედ კომისიაზე სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დამტკიცების, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების და ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ სხდომებზე განსახილველად, სხდომის ოქმის მომზადება, ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება, სანებართვო მოწმობის გაფორმება, მშენებლობის ნებართვისა და საპროექტო დოკუმენტაციის ასლების გადაცემა ნებართვის მაძიებლისათვის და მშენებლობაზე ზედამხედველობის განმახორცილებელი შესაბამისი სამსახურისათვის, განცხადებების რეგისტრაციის ჟურნალისა და უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება; გ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების სამუშაოების ორგანიზება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და სათანადო ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; დ) ადგილობრივ თვითმმართველობაში მიმდინარე მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღება, წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის საფუძველზე სათანადო დასკვნების მომზადება; ე) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ექსპერტთა მონაცემების განხილვა და შეთანხმება, ექსპერტთა მონაცემთა ბაზის წარმოება; ვ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა, კერძოდ, ტრენინგების ჩატარება მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ მეთოდოლოგიურ საკითხებზე; ზ) სამშენებლო დარგის სპეციალისტთა საკვალიფიკაციო სერტიფიკაციის საკანონმდებლო ბაზის შექმნაში, სამუშაოების ორგანიზებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; თ) კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება-განხილვაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; ი) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.     მუხლი 5🔗. დეპარტამენტის მოსამსახურეები 1. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი 2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი. 3. დეპარტამენტის მოსამსახურეები მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის წინაშე.