საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 18.09.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/2134
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.024.013.558
გამოქვეყნების წყარო სსმ, 116, 24/09/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,492 სიტყვა · ~7 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in .75in 1.0in .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო  სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.024.013.558 საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/2134 2009 წლის 18 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ზ. პოლოლიკაშვილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 3. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტების და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. 4. დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. 5. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და იმ მინისტრის მოადგილის წინაშე, რომელიც, მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებები 1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებია: ა) ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფოსტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; ბ) ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფოსტის სფეროს განვითარებისა და სრულყოფის სტრატეგიის, პროგრამების პროექტების შემუშავება და კანონით დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ მათ განხორციელებაში მონაწილეობა; გ) ქვეყანაში საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და განვითარების პოლიტიკის შემუშავება და კანონით დადგენილი წესით მისი დამტკიცების შემდეგ მის განხორციელებაში მონაწილეობა; დ) ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფოსტის სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; ე) ქვეყნის ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფოსტის ქსელების მსოფლიოს ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფოსტის გლობალურ ქსელებში ინტეგრირების ხელშეწყობა; ვ) ინფოსაკომუნიკაციო საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნის ფორმირების და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა; ზ) საგანგებო ან/და საომარი მდგომარეობის დროს საერთო სარგებლობის ელექტრონული კომუნიკაციების და ფოსტის ქსელებისა და საშუალებათა ფუნქციონირების კოორდინაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა; თ) ქვეყნის ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფოსტის ქსელებში მოწინავე ტექნიკისა და ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა; ი) ქვეყანაში ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფოსტის ქსელებისა და საშუალებების, ინფორმატიზაციის განვითარების და სრულყოფის კოორდინაცია; კ) საფოსტო საგადახდო ნიშნების (მარკების, მარკირებული ღია ბარათებისა და მარკირებული კონვერტების) გამოცემისა და გავრცელების ორგანიზება; ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით იმ გზავნილებათა ნუსხის მომზადება, რომელთა სახელმწიფოში შემოტანა ან სახელმწიფოდან გატანა საფოსტო კავშირის ქსელებით აკრძალული ან შეზღუდულია; მ) ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფოსტის სფეროების ტექნიკური და ეკონომიკური ანალიზი, მათი შემდგომი განვითარების პროგნოზირება; ნ) ნუმერაციის ეროვნული სისტემის შემუშავებაში მონაწილეობა; ო) ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფოსტის სფეროში სტანდარტების ჩამონათვალის შედგენაში მონაწილეობა; პ) გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოს პოზიციების გამოყენების, რადიოელექტრონულ საშუალებათა ელექტრომაგნიტური შეთავსებადობის ტექნიკური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; ჟ) ელექტრონული კომუნიკაციების და საფოსტო კავშირის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნების კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების ადმინისტრაციებთან თანამშრომლობა. 2. დეპარტამენტი მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას თანამშრომლობს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, მის ტერიტორიულ ორგანოებთან და სისტემაში შემავალ დაწესებულებებთან.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი. 2. დეპარტამენტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და შესაბამისი მინისტრის მოადგილის წინაშე. 4. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას; გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებსა და მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს; დ) ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსებისა და მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ე) ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ და/ან სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს; ვ) წარუდგენს მინისტრს და შესაბამისი მინისტრის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ზ) მინისტრთან და შესაბამისი მინისტრის მოადგილესთან შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე მათი სამსახურებრივი მივლინების თაობაზე; თ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრისა და შესაბამისი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებებს. 5. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და დეპარტამენტის უფროსის, შესაბამისი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. 7. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უფლებამოსილია ხელი მოაწეროს დეპარტამენტში მომზადებულ, სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გასაგზავნ კორესპონდენციას. 8. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, შესაბამისი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე. 9. კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ინფოკომუნიკაციების სამმართველო; ბ) საფოსტო კავშირის სამმართველო. 2. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის წინაშე. 3. ინფოკომუნიკაციების სამმართველოს ფუნქციებია: ა) ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; ბ) ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს განვითარებისა და სრულყოფის სტრატეგიის, პროგრამების პროექტების შემუშავება და კანონით დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ მათ განხორციელებაში მონაწილეობა; გ) ქვეყანაში საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და განვითარების პოლიტიკის პროექტის შემუშავება და მისი განხორციელების მონიტორინგი; დ) ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; ე) ქვეყნის ელექტრონული კომუნიკაციების ქსელების მსოფლიოს ელექტრონული კომუნიკაციების გლობალურ ქსელებში ინტეგრირების ღონისძიებათა პროექტების შემუშავება; ვ) ინფოკომუნიკაციათა საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნის ფორმირების და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობის ღონისძიებათა პროექტების შემუშავება; ზ) საგანგებო ან/და საომარი მდგომარეობის დროს ელექტრონული კომუნიკაციების ქსელების და საშუალებათა ფუნქციონირების კოორდინაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა; თ) ქვეყნის ელექტრონული კომუნიკაციების ქსელებში მოწინავე ტექნიკისა და ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა; ი) ქვეყანაში ელექტრონული კომუნიკაციების ქსელებისა და საშუალებების, ინფორმატიზაციის განვითარების და სრულყოფის კოორდინაცია; კ) ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს ტექნიკური და ეკონომიკური ანალიზი, მათი შემდგომი განვითარების პროგნოზირება; ლ) ნუმერაციის ეროვნული სისტემის შემუშავებაში მონაწილეობა; მ) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სტანდარტების ჩამონათვალის შედგენაში მონაწილეობა; ნ) გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოს პოზიციების გამოყენების, რადიოელექტრონულ საშუალებათა ელექტრომაგნიტური შეთავსებადობის ტექნიკური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; ო) ელექტრონული კომუნიკაციების საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნების კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების ადმინისტრაციებთან თანამშრომლობა; პ) დარგობრივი თათბირების, შეხვედრების, კონფერენციების, სემინარების მომზადებასა და ჩატარებაში მონაწილეობა; ჟ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება. 4. საფოსტო კავშირის სამმართველოს ფუნქციებია: ა) საფოსტო კავშირის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; ბ) საფოსტო კავშირის სფეროს განვითარებისა და სრულყოფის სტრატეგიის, პროგრამების პროექტების შემუშავება და კანონით დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ მათ განხორციელებაში მონაწილეობა; გ) საფოსტო კავშირის სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; დ) ქვეყნის საფოსტო კავშირის ქსელების მსოფლიოს გლობალურ ქსელებში ინტეგრირების ღონისძიებათა პროექტების შემუშავება; ე) ქვეყნის საფოსტო კავშირის ქსელებში მოწინავე ტექნიკისა და ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა; ვ) საგანგებო ან/და საომარი მდგომარეობის დროს საფოსტო კავშირის ქსელებისა და საშუალებათა ფუნქციონირების კოორდინაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა; ზ) ქვეყანაში საფოსტო კავშირის ქსელებისა და საშუალებების განვითარებისა და სრულყოფის კოორდინაცია; თ) საფოსტო საგადახდო ნიშნების (მარკების, მარკირებული ღია ბარათებისა და მარკირებული კონვერტების) გამოცემისა და გავრცელების ორგანიზება; ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით იმ გზავნილებათა ნუსხის მომზადება, რომელთა სახელმწიფოში შემოტანა ან სახელმწიფოდან გატანა საფოსტო კავშირის ქსელებით აკრძალული ან შეზღუდულია;  კ) საფოსტო კავშირის სფეროს ტექნიკური და ეკონომიკური ანალიზი, მისი შემდგომი განვითარების პროგნოზირება; ლ) საფოსტო კავშირის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნების კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების ადმინისტრაციებთან თანამშრომლობა; მ) დარგობრივი თათბირების, შეხვედრების, კონფერენციების, სემინარების მომზადებასა და ჩატარებაში მონაწილეობა; ნ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.     მუხლი 5🔗. დეპარტამენტის მოსამსახურეები 1. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი. 3. დეპარტამენტის მოსამსახურეები მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.