„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 18.09.2009
ძალის დაკარგვა 09.06.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/2137
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.024.013.561
გამოქვეყნების წყარო სსმ, 116, 24/09/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამნეტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 06.06.2011
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:Grigolia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:Grigolia;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:31.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:Grigolia;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:31.5pt; font-size:14.0pt; font-family:Grigolia;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:42.5pt 37.45pt .5in 63.35pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.024.013.561
საქართველოს ეკონომიკური განვითარების
მინისტრის ბრძანება №1-1/2137
2009 წლის 18 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. პოლოლიკაშვილი
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) იურიდიული დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
4. დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
5. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და იმ მინისტრის მოადგილის წინაშე, რომელიც მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებები
1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შემუშავების ორგანიზება;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
გ) სხვადასხვა უწყებიდან შემოსულ, ასევე უშუალოდ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
დ) სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებული საკანონმდებლო აქტების პროექტების კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენის ორგანიზება;
ე) დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად და სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებთან ერთად ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება ან მათი გაუქმების შესახებ წინადადებების მომზადება;
ვ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ზ) სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში;
თ) სამინისტროში შემოსული საჩივრებისა და სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზის საფუძველზე წინადადებების მომზადება კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;
ი) მისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად ინფორმაციის გამოთხოვა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან;
კ) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საჩივრების, განცხადებების განხილვა და/ან მათ განხილვაში მონაწილეობა დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ლ) სამინისტროს სახელით დასადები ხელშეკრულების პროექტის მომზადება და შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე ხელშეკრულების გაფორმება;
მ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის საკითხის განსაზღვრაში მონაწილეობა და საერთაშორისო ხელშეკრულების პროექტის მომზადება შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და გამოსაცემად წარდგენა; დასკვნების მომზადება საკუთრების მოწმობის გასაცემად;
ო) სხვადასხვა უწყებიდან შემოსული, ასევე უშუალოდ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანოების მიერ მომზადებულ ხელშეკრულებათა პროქტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება.
2. დეპარტამენტი, მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას, თანამშრომლობს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, მის ტერიტორიულ ორგანოებთან და სისტემაში შემავალ დაწესებულებებთან.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
2. დეპარტამენტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და შესაბამისი მინისტრის მოადგილის წინაშე.
4. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებსა და მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;
დ) ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსებისა და მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ე) ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ და/ან სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს;
ვ) წარუდგენს მინისტრს და შესაბამის მინისტრის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) მინისტრთან და შესაბამის მინისტრის მოადგილესთან შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე მათი სამსახურებრივი მივლინების თაობაზე;
თ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრისა და შესაბამისი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
5. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და დეპარტამენტის უფროსის, შესაბამისი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
7. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უფლებამოსილია ხელი მოაწეროს დეპარტამენტში მომზადებულ, სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გასაგზავნ კორესპონდენციას.
8. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, შესაბამისი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.
9. კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას, მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველო;
ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;
გ) სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველო.
2. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
3. პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველო:
ა) ორგანიზებას უწევს სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შემუშავებას;
ბ) ამზადებს ნორმატიული აქტების პროექტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
გ) კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობას და სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებული საკანონმდებლო აქტების პროექტების კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენას;
დ) დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებთან ერთად შეიმუშავებს ნორმატიული აქტების პროექტებს ან მათი გაუქმების შესახებ წინადადებებს;
ე) განიხილავს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას და ახდენს შესაბამის რეაგირებას;
ვ) ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებსა და დაკისრებულ ამოცანებს.
4. სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველო:
ა) წარმოადგენს სამინისტროს ყველა ინსტანციის სასამართლოში შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე;
ბ) ამზადებს განცხადებებს, სასარჩელო განცხადებებს, კერძო საჩივრებს, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებს და აძლევს მათ შესაბამის მსვლელობას.
გ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზის საფუძველზე ამზადებს წინადადებებს კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;
დ) განიხილავს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას და ახდენს შესაბამის რეაგირებას;
ე) ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებსა და დაკისრებულ ამოცანებს.
5. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო:
ა) ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების სამართლებრივ უზრუნველყოფას თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) ამზადებს სამინისტროს სახელით დასადები სახელმწიფო ქონების პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულების პროექტებს და აფორმებს მათ შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე;
გ) ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს სხვადასხვა უწყებიდან შემოსულ, ასევე უშუალოდ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ხელშეკრულებათა პროქტებზე;
დ) მონაწილეობს საერთაშორისო ხელშეკრულების მომზადებაში;
ე) განიხილავს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საჩივრებს, განცხადებებს ან/და მონაწილეობს მათ განხილვაში სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ვ) სამინისტროში შემოსული საჩივრების ანალიზის საფუძველზე ამზადებს წინადადებებს კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;
ზ) ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს სხვადასხვა უწყებიდან შემოსული, ასევე უშუალოდ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტებზე;
თ) ამზადებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს და წარადგენს გამოსაცემად; ამზადებს დასკვნებს საკუთრების მოწმობის გასაცემად;
ი) განიხილავს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას და ახდენს შესაბამის რეაგირებას;
კ) ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებსა და დაკისრებულ ამოცანებს.
6. სამმართველოს უფროს ჰყავს მოადგილე, რომელიც მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის მოსამსახურეები
1. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი.
3. დეპარტამენტის მოსამსახურეები მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან სამმართველოს უფროსის მოადგილის, სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.