„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი140.130.000. 22.034.013.562
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №1170
2009 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის № 1634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის № 614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე- 11 პუნქტის „ა“და „ნ“ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანების (სსმ III, 28.12.2007,№ 186, მუხ. 2092) პირველი მუხლით დამტკიცებული №11 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
დანართი №11
სპეციალური ოპერაციების ცენტრი (დეპარტამენტი) (სპეციალური ოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტი) კონტრტერორისტული ოპერაციების სამმართველოს, სწრაფი რეაგირების სამმართველოს, განაღმვის განყოფილებისა და შტაბის სამედიცინო განყოფილების გარდა)
| თანამდებობა | კატეგორია | თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი (ლარი) |
| სპეციალური ოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტის) უფროსი |
| 2680 |
| სპეციალური ოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტის) უფროსის მოადგილე |
| 2575 |
| სამმართველოს უფროსი | I | 2515 |
| II | 2040 | |
| III | 1810 | |
| სამმართველოს უფროსის მოადგილე | I | 2040 |
| II | 1810 | |
| III | 1570 | |
| განყოფილების უფროსი | I | 1690 |
| II | 1455 | |
| III | 1340 | |
| განყოფილების უფროსის მოადგილე | I | 1430 |
| II | 1195 | |
| III | 1170 | |
| ქვეგანყოფილების უფროსი | I | 1335 |
| II | 1160 | |
| III | 1150 | |
| ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე | I | 1145 |
| II | 1135 | |
| III | 1125 | |
| უფროსი ოპერატიული თანამშრომელი | I | 1125 |
| II | 1100 | |
| III | 1065 | |
| ოპერატიული თანამშრომელი | I | 1065 |
| II | 1040 | |
| III | 995 | |
| თანამშრომელი | I | 720 |
| II | 715 | |
| III | 710 | |
| უმცროსი თანამშრომელი | I | 700 |
| II | 685 | |
| III | 675 | |
| დამხმარე მოსამსახურე (მძღოლი, ტექნიკოსი, მზარეული) |
| 440 |
| დამხმარე მოსამსახურე (დამლაგებელი, მუშა-ხელოსანი) |
| 335 |