„სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2009 წლის 8 ივლისის №3/93 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.028.013.571
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის
მინისტრის ბრძანება №3/147
2009 წლის 24 სექტემბერი
ქ. თბილისი
„სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2009 წლის 8 ივლისის №3/93 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2009 წლის 8 ივლისის №3/93 ბრძანებაში (სსმ III, 2009 წ., №86, მუხ. 919) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დამტკიცდეს სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა (დანართი №1).“;
გ) ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. დამტკიცდეს ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის წესი“ (დანართი №2).“;
დ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
ე) ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2-ის:
ე.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის წესი“;
ე.ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების (შემდგომში – ფორმები) გაცემას უზრუნველყოფს მის მიერ დაფუძნებულ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებზე.“;
ე.გ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის (შემდგომში – მოწმობა) შევსება ხორციელდება სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში კურსდამთავრებულის მიერ მიღებული შეფასებების აღნიშვნით.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მ. ჭოღოშვილი
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და
სპორტის სამინისტრო

მ ო წ მ ო ბ ა
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და
სპორტის სამინისტრო
სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი
მოწმობა
სერია –––––– № ––––––
მიეცა ------------------------------------------------------------------------------------------------------------
რომელიც ––––––– წელს ჩაირიცხა და ––––––– წელს დაამთავრა
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– და მიიღო შემდეგი შეფასებები
1.–––––––––––––––––––––––––––– 10.–––––––––––––––––––––––––––
2.–––––––––––––––––––––––––––– 11.–––––––––––––––––––––––––––
3.–––––––––––––––––––––––––––– 12.–––––––––––––––––––––––––––
4.–––––––––––––––––––––––––––– 13.–––––––––––––––––––––––––––
5.–––––––––––––––––––––––––––– 14.–––––––––––––––––––––––––––
6.–––––––––––––––––––––––––––– 15.–––––––––––––––––––––––––––
7.–––––––––––––––––––––––––––– 16.–––––––––––––––––––––––––––
8.–––––––––––––––––––––––––––– 17.–––––––––––––––––––––––––––
9.–––––––––––––––––––––––––––– 18.–––––––––––––––––––––––––––
დირექტორი -------------------
პასუხისმგებელი პირი -----------------
გაცემის თარიღი
ბ.ა.
MINISTRY OF CULTURE, MONUMENTS PROTECTION AND
SPORTS OF GEORGIA
Certificate of successfully completing the Off-School Art Educational Establishment
Serial –––– № ––––
This is to certify that –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– was accepted at the Off-school Art Educational Establishment
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
on –––– and graduated on ––––––––– with the following grades
1.–––––––––––––––––––––––––––– 10.–––––––––––––––––––––––––––
2.–––––––––––––––––––––––––––– 11.–––––––––––––––––––––––––––
3.–––––––––––––––––––––––––––– 12.–––––––––––––––––––––––––––
4.–––––––––––––––––––––––––––– 13.–––––––––––––––––––––––––––
5.–––––––––––––––––––––––––––– 14.–––––––––––––––––––––––––––
6.–––––––––––––––––––––––––––– 15.–––––––––––––––––––––––––––
7.–––––––––––––––––––––––––––– 16.–––––––––––––––––––––––––––
8.–––––––––––––––––––––––––––– 17.–––––––––––––––––––––––––––
9.–––––––––––––––––––––––––––– 18.–––––––––––––––––––––––––––
Director
Responsible person: Date of Issue
Seal:
სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის აღწერილობა და მახასიათებლები
1. მოწმობის გარეკანზე (პირველ გვერდზე) ქართულ ენაზე იბეჭდება წარწერა – ,,საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო“, მცირე სახელმწიფო გერბი და ,,მოწმობა“.
2. მოწმობის მეორე მხარეს ქართულ (მარჯვენა მხარე) და ინგლისურ (მარცხენა მხარე) ენებზე იბეჭდება: სამართალსუბიექტის სრული სახელწოდება – ,,საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო“, დოკუმენტის დასახელება – ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობა“, დოკუმენტის სერია, ნომერი; მოწმობის მფლობელის სახელი, გვარი, სწავლის დაწყების და დამთავრების თარიღი, შესაბამისი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების სრული სახელწოდება სამართლებრივი ფორმის მითითებით, საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება საფეხურის აღნიშვნით, სწავლის პერიოდში მიღებული საბოლოო შეფასებები (საგნების მიხედვით), დირექტორისა და მოწმობის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერები. დაწესებულების ბეჭედი და მოწმობის გაცემის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი).
3. მოწმობა უნდა დამზადდეს 240 მმ. ცარცის ქაღალდზე A 4 ზომით. მოწმობის გარეკანზე მიეთითება სამართალსუბიექტის სახელწოდება – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, რომელიც უნდა შესრულდეს შავი ფერით, ასევე წარწერა – მოწმობა (დიდი შრიფტით) და მცირე სახელმწიფო გერბი. მოწმობის მეორე მხარეს ყველა წარწერა (ქართულ და ინგლისურ ენებზე), ხაზები და მათი ნუმერაცია უნდა შესრულდეს შავი ფერით. მოწმობის მეორე მხარეს განლაგებული (ქართულ და ინგლისურ ენებზე) ტექსტი უნდა იყოს ჩასმული ვერცხლისფერ დეკორატიულ დამცავ ჩარჩოში.