,,ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 25.09.2009
ძალის დაკარგვა 11.01.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-201
სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.22.032.013.598
გამოქვეყნების წყარო სსმ, 121, 06/10/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| შემოწმების ჩატარების თარიღი | ტვირთის მფლობელი (იურიდიული, ფიზიკური პირის დასახელება, მისამართი) |
| შემოწმების ადგილი | შემოწმებაში მონაწილე პირი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ფორმებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 31.12.2010
დოკუმენტის ტექსტი
,,ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {mso-style-link:"Body Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:8.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.BodyTextChar {mso-style-name:"Body Text Char"; mso-style-link:"Body Text"; font-family:AcadNusx;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.satauri, li.satauri, div.satauri {mso-style-name:satauri; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} p.tarigi, li.tarigi, div.tarigi {mso-style-name:tarigi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:.2in; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:.2in; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:.2in; page-break-before:always; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in 45.0pt 45.0pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.22.032.013.598
საქართველოს სოფლის მეურნეობის
მინისტრის ბრძანება №2-201
2009 წლის 25 სექტემბერი
ქ. თბილისი
ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
„სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემის წესი.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ. კვეზერელი
ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემის წესი
მუხლი 1🔗
ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემის წესი (შემდგომში – წესი) ადგენს ზოგად მოთხოვნებს ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებულ პროდუქციაზე, მასალაზე, ობიექტზე ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემისათვის.
მუხლი 2🔗
წინამდებარე წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გაუსნებოვნება – დეზინსექციის, დეზინფექციისა და დერატიზაციის ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია მავნებლების, მცენარეთა დაავადებებისა და მღრღნელების წინააღმდეგ;
ბ) დამუშავება – მავნე ორგანიზმის განადგურების, ინაქტივაციის, ან მოშორების, ან სტერილიზაციის, ან დევიტალიზაციის მიზნით ოფიციალურად დამტკიცებული პროცედურები;
გ) ტვირთი – მცენარეების, მცენარეული პროდუქტების და/ან სხვა მასალების რაოდენობა, რომელიც ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაადგილდება და თან ახლავს (აუცილებლობისას) ერთი ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი (ტვირთი შესაძლოა შედგებოდეს ერთი, ან მეტი საქონელისაგან, ან პარტიისაგან).
მუხლი 3🔗
1. ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატს და რეექსპორტის ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატს გასცემს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სურსათის უვნებლობის, ვეტერინაიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური (შემდგომში – სამსახური).
2. ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ან/და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის მისაღებად წარმოდგენილი განაცხადი უნდა შეიცავდეს:
ა) იურიდიული პირისათვის ორგანიზაციის დასახელებას, მისამართსა და ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან, ხოლო ფიზიკური პირისათვის – სახელს, გვარს, მისამართსა და პირადობის მოწმობის ასლს;
ბ) ტვირთის მიმღების დასახელებასა და იურიდიულ მისამართს;
გ) დანიშნულების ქვეყნის დასახელებას და შეტანის პუნქტს;
დ) ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალის, ობიექტის წარმოშობის ადგილის დასახელებას;
ე) ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალის, ობიექტის დასახელებას, რაოდენობას, მდგომარეობას, საბოლოო გამოყენების დანიშნულებას, ტვირთის ადგილმდებარეობას;
ვ) შეფუთვის სახეობას, ადგილების რაოდენობას;
ზ) კონტეინერების, სარკინიგზო რონოდების, ავტომანქანების ნომრებს (თუ ცნობილია);
თ) ტრანსპორტირების საშუალებას (საზღვაო, საჰაერო, სარკინიგზო, საავტომობილო, საფოსტო, სამგზავრო);
ი) იმ ქვეყნების დასახელებას, რომელთა გავლითაც უნდა მოხდეს ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალის, ობიექტის ტრანსპორტირება;
კ) ინფორმაციას გაუსნებოვნების ჩატარების/ჩაუტარებლობისა და დამუშავების გამოყენებული მეთოდის შესახებ.
3. რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის მისაღებად განაცხადს თან უნდა ახლდეს წარმოშობის ქვეყნის უფლებამოსილი სამსახურების მიერ გაცემული ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი ან მისი დამოწმებული ასლი.
მუხლი 4🔗
1. სამსახურის მიერ ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი, რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი გაიცემა ფიტოსანიტარიული პროცედურების გამოყენების საფუძველზე.
2. ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის, რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემამდე ჩატარებულ ყველა ფიტოსანიტარიულ პროცედურაზე უფლებამოსილი პირის მიერ დგება აქტი ფიტოსანიტარიული პროცედურების შესახებ ორ ეგზემპლარად (დანართი №1), რომლის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა განმცხადებელს.
3. უფლებამოსილი პირის მიერ ფიტოსანიტარიული პროცედურები ტარდება ტვირთის მდებარეობის ადგილზე.
4. თუ ტვირთი არ პასუხობს იმპორტიორი ქვეყნის ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებს ფიტოსანიტარიული და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი არ გაიცემა, რის თაობაზეც უფლებამოსილი პირი ატყობინებს განმცხადებელს.
მუხლი 5🔗
ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი, რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი ივსება ერთ-ერთ საერთაშორისო ენაზე (ინგლისური, ფრანგული, ესპანური), ასევე, რუსულ ენაზე და მზადდება მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
მუხლი 6🔗
1. თუ ტვირთი იმპორტირებულია საქართველოში და შემდეგ ხდება მისი ექსპორტი სხვა ქვეყანაში, გაიცემა რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი.
2. რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი გაიცემა იმ შემთხვევაშიც, თუ იმპორტის რეჟიმით შემოსული ტვირთი ინახებოდა, დაყოფილი იყო ნაწილებად, გაერთიანებულ იქნა სხვა ტვირთებთან, ან შეიცვალა შესაფუთი მასალა იმ პირობით, რომ მათ არ განუცდიათ დასნებოვნება ან დასარევლიანება და შემდეგ ხდება მისი ექსპორტი სხვა ქვეყანაში.
3. რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემისას დაერთვება წარმოშობის ქვეყნის უფლებამოსილი სამსახურების მიერ გაცემული ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი ან მისი დამოწმებული ასლი.
4. თუ იმპორტირებული ტვირთი იმყოფებოდა დასნებოვნების ან დასარევლიანების საშიშროების ქვეშ, ან შეცვლილ იქნა პირვანდელი მდგომარეობა ან მთლიანობა, ასეთ ტვირთებზე ქვეყნიდან გატანისას გაიცემა ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი. ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატში მიეთითება წარმოშობის ქვეყანა.
5. ტრანზიტული ტვირთი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გავლის დროს არ დასნებოვნდა ან არ დასარევლიანებულა მავნე ორგანიზმებით, ქვეყნის ტერიტორიის გავლისას, მასზე ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ან რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემის აუცილებლობა არ არის. თუ საქართველოს ტერიტორიაზე გადასაზიდი ტრანზიტული ტვირთის დასნებოვნება ან დასარევლიანება მოხდა, ასეთ შემთხვევაში მასზე გაიცემა ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი.
6. თუ ტრანზიტული ტვირთი დაიყო ნაწილებად, გაერთიანდა სხვა ტვირთებთან ან შეიცვალა შესაფუთი მასალა, მაშინ მასზე გაიცემა რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი.
7. ექსპორტის და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემიდან ტვირთის ქვეყნის ტერიტორიის დატოვების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს.
8. ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის მონაცემების გადამოწმების მიზნით, იმპორტიორი ქვეყნის მოთხოვნით, შეიძლება ჩატარდეს ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებულ პროდუქციაზე, მასალაზე, ობიექტზე კულტივირების, წარმოების პროცედურებისა და ადგილების შემოწმება.
დანართი № 1
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური
აქტი №
ფიტოსანიტარიული პროცედურების შესახებ
შემოწმების ჩატარების თარიღი
ტვირთის მფლობელი (იურიდიული, ფიზიკური პირის დასახელება, მისამართი)
შემოწმების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა
შემოწმების ადგილი
შემოწმებაში მონაწილე პირი
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარდა ფიტოსანიტარიული პროცედურები ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებულ პროდუქციაზე მასალაზე, ობიექტზე
პროდუქციის, მასალის, ობიექტის დასახელება, რაოდენობა
ტვირთის წარმოშობა (ქვეყანა)
ფიტოსანიტარიული პროცედურების შედეგად გამოვლინდა
აღებულია საშუალო ნიმუში, რაოდენობა ------------------- ცალი -------------------------------- კგ
დასახულია შემდეგი ღონისძიებები
უფლებამოსილი პირი ტვირთის მფლობელი
(ხელმოწერა) (ხელმოწერა)